🚀მართეთ ფული მარტივად Inexpay-ით! 💸 გაგზავნეთ, გადაიხადეთ და დაზოგეთ – ყველაფერი ერთ აპლიკაციაში 🔒აპლიკაციის გადმოწერა 📲

x-close



Edit Template

Uncategorized

  • SWIFT თუ SEPA: როგორ გადავრიცხოთ ფული ევროპაში ნაკლები საკომისიოთი – IexPay-ის გზამკვლევი

    SWIFT თუ SEPA: როგორ გადავრიცხოთ ფული ევროპაში ნაკლები საკომისიოთი – IexPay-ის გზამკვლევი

    ევროპის ქვეყნებში ფულის გადარიცხვა დღეს ათასობით ადამიანის ყოველდღიური საჭიროებაა. იქნება ეს პარტნიორ კომპანიებთან ანგარიშსწორება, ოჯახის წევრების მხარდაჭერა თუ სწავლის საფასურის დაფარვა, მომხმარებლისთვის მთავარი კითხვა ყოველთვის ერთია: როგორ გადავრიცხოთ თანხა უსაფრთხოდ, სწრაფად და მინიმალური ხარჯით?

    საერთაშორისო საბანკო გადარიცხვებისას ძირითადად ორი სისტემა გამოიყენება – SWIFT და SEPA. თუმცა, ბევრმა არ იცის, თუ რა განსხვავებაა მათ შორის და რატომ არის სეპა გადარიცხვები ევროპის მიმართულებით ბევრად უფრო მომგებიანი ალტერნატივა.

    SWIFT გადარიცხვა – გლობალური, თუმცა ძვირი საბანკო ალტერნატივა

    SWIFT (Single World financial System) წარმოადგენს საერთაშორისო საბანკო სისტემას, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასა და ბანკს აერთიანებს.

    SWIFT გადარიცხვა საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ თანხა ნებისმიერ ვალუტაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუმცა, როდესაც საქმე ევროპას ეხება, ამ სისტემას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს:

    • მაღალი საკომისიოები: SWIFT-ის გამოყენებისას პროცესში ხშირად ჩართულია შუამავალი ბანკები (Intermediary Banks), რომლებიც დამატებით საკომისიოებს აჭრიან გადარიცხულ თანხას.
    • დაფარული ხარჯები: ხშირად მიმღები ვერ იღებს იმ ზუსტ თანხას, რაც გამგზავნმა გააგზავნა, რადგან საკომისიო გზადაგზა აკლდება.
    • ხანგრძლივი დრო: ტრანზაქციის დასრულებას შესაძლოა 3-დან 5 სამუშაო დღემდე დასჭირდეს.

    SEPA გადარიცხვა – სწრაფი და ბიუჯეტური არჩევანი ევროპისთვის

    SEPA (Single Euro Payments Area) არის ევროში გადახდების ერთიანი სივრცე, რომელიც დღეისათვის ევროპის 36 ქვეყანას აერთიანებს.

    სეპა გადარიცხვა შექმნილია იმისათვის, რომ ევროპის მასშტაბით საერთაშორისო ტრანზაქციები გახდეს ისეთივე მარტივი, იაფი და სწრაფი, როგორიც ქვეყნის შიგნით შიდა საბანკო გადარიცხვებია.

    SEPA სისტემის მთავარი უპირატესობები:

    1. მინიმალური საკომისიო: SWIFT-თან შედარებით, SEPA გადარიცხვის საკომისიო კოლოსალურად დაბალია.
    2. ზუსტი თანხა მიმღებს: მიმღებთან თანხა აისახება სრულად, ყოველგვარი შუამავალი საკომისიოების გარეშე.
    3. სწრაფი ტრანზაქცია: თანხა მიმღების საბანკო ანგარიშზე აისახება სულ რაღაც 1 სამუშაო დღეში.

    SEPA თუ SWIFT – რომელი უნდა აირჩიოთ?

    SEPA და SWIFT სისტემების შედარებისას, თუ თქვენი მიზანი ევროპის ზონაში ევროს (EUR) გადარიცხვაა, სეპა გადარიცხვა ცალსახად საუკეთესო არჩევანია.

    InexPay მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ისარგებლონ SEPA გადარიცხვებით ყველაზე დაბალი ტარიფებითა და გამჭვირვალე პირობებით.

    რატომ უნდა აირჩიოთ ინექსფეი ევროპაში გადარიცხვებისთვის?

    • დაბალი ტარიფები: ინექსფეის აპლიკაციით ევროპაში თანხის გაგზავნისას ზოგავთ ფინანსებს და ერიდებით უცხოური ბანკების კოლოსალურ ხარჯებს.
    • სრულიად დისტანციურად: ტრანზაქციის განხორციელება შეგიძლიათ პირდაპირ InexPay-ის მობილური აპლიკაციიდან.
    • მინიმალური მონაცემები: SEPA გადარიცხვის შესასრულებლად გჭირდებათ მხოლოდ მიმღების სახელი, გვარი და საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN).

    სეპა გადარიცხვის განხორციელება ინექსფეის აპლიკაციით

    SEPA ტრანზაქციის შესასრულებლად InexPay-ის აპლიკაციაში პროცესი რამდენიმე წამს მოითხოვს:

    1. გახსენით InexPay-ის მობილური აპლიკაცია.
    2. აირჩიეთ საბანკო გადარიცხვა / SEPA მიმართულება.
    3. მიუთითეთ მიმღების მონაცემები (სახელი, გვარი და IBAN ანგარიში).
    4. დაადასტურეთ ტრანზაქცია და თანხა მიმღებთან 1 სამუშაო დღეში აისახება!

    გადარიცხეთ ჭკვიანურად, დაზოგეთ საკომისიო და მართეთ თქვენი ფინანსები საზღვრების გარეშე ინექსფეისთან ერთად!

  • რა არის InexPay და როგორ გაგიმარტივებთ ფინანსების მართვას?

    რა არის InexPay და როგორ გაგიმარტივებთ ფინანსების მართვას?

    ფინანსური ოპერაციების მართვა დღევანდელი რიტმის განუყოფელი ნაწილია. ყოველდღიურად გვიწევს სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულება – იქნება ეს საერთაშორისო გზავნილი, საბანკო გადარიცხვა, ვალუტის გადაცვლა თუ კომუნალური გადასახადების გადახდა.

    სწორედ ამიტომ შეიქმნა InexPay – მარტივი ფინანსური აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში და გთავაზობთ მათ გამოყენებას მარტივად და კომფორტულად.

    რატომ InexPay?

    InexPay-ს უნიკალურობა მის მრავალფეროვან ფინანსურ სერვისებშია. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში განახორციელოთ და გაანაღდოთ ფულადი გზავნილები და შეასრულოთ საბანკო გადარიცხვები ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია SEPA სისტემით გადარიცხვები – უნიკალური შესაძლებლობა ევროპის მასშტაბით 36 ქვეყანაში განახორციელოთ გადარიცხვები მინიმალური საკომისიოთი. 

    SEPA სისტემით გადარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე 1 სამუშაო დღეში აისახება, არ სჭირდება დაზღვევა და მინიმალური საკომისიო 4 ევროდან იწყება, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მომხმარებლისთვის ამ სერვისს.

    ვალუტის კონვერტაციის სერვისი კი საშუალებას გაძლევთ მომენტალურად გადაცვალოთ სასურველი ვალუტა საუკეთესო კურსით. აპლიკაციაში ვალუტის კონვერტაცია ხორციელდება მომენტალურად, გამჭვირვალე პირობებით.

    გარდა ამისა, InexPay-ს მომხმარებლებს შეუძლიათ  აპლიკაციიდან გადაიხადონ კომუნალური, ინტერნეტის, მობილურის თუ სხვა გადასახადები, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს.

    უსაფრთხოება და სანდოობა

    InexPay ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და მოქმედებს მისი ზედამხედველობის ქვეშ. ჩვენი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს სერვისის მაღალ ხარისხსა და საიმედოობას. მომხმარებლების თანხები ინახება სპეციალურ, ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე, რაც გარანტირებულად იცავს მათ უსაფრთხოებას.

    დაიწყეთ InexPay-თ სარგებლობა დღესვე

    გსურთ მართოთ თქვენი ფინანსები მარტივად და ეფექტურად? გადმოწერეთ InexPay-ს მობილური აპლიკაცია, გაიარეთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია სახლიდან გაუსვლელად და მიიღეთ 24/7 წვდომა თქვენს ფინანსებზე.

     აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android მოწყობილობებზე.