🚀მართეთ ფული მარტივად Inexpay-ით! 💸 გაგზავნეთ, გადაიხადეთ და დაზოგეთ – ყველაფერი ერთ აპლიკაციაში 🔒აპლიკაციის გადმოწერა 📲

x-close



Edit Template

1 წუთის წასაკითხი

რა არის InexPay და როგორ გაგიმარტივებთ ფინანსების მართვას?


ფინანსური ოპერაციების მართვა დღევანდელი რიტმის განუყოფელი ნაწილია. ყოველდღიურად გვიწევს სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულება – იქნება ეს საერთაშორისო გზავნილი, საბანკო გადარიცხვა, ვალუტის გადაცვლა თუ კომუნალური გადასახადების გადახდა.

სწორედ ამიტომ შეიქმნა InexPay – მარტივი ფინანსური აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში და გთავაზობთ მათ გამოყენებას მარტივად და კომფორტულად.

რატომ InexPay?

InexPay-ს უნიკალურობა მის მრავალფეროვან ფინანსურ სერვისებშია. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში განახორციელოთ და გაანაღდოთ ფულადი გზავნილები და შეასრულოთ საბანკო გადარიცხვები ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია SEPA სისტემით გადარიცხვები – უნიკალური შესაძლებლობა ევროპის მასშტაბით 36 ქვეყანაში განახორციელოთ გადარიცხვები მინიმალური საკომისიოთი. 

SEPA სისტემით გადარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე 1 სამუშაო დღეში აისახება, არ სჭირდება დაზღვევა და მინიმალური საკომისიო 4 ევროდან იწყება, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მომხმარებლისთვის ამ სერვისს.

ვალუტის კონვერტაციის სერვისი კი საშუალებას გაძლევთ მომენტალურად გადაცვალოთ სასურველი ვალუტა საუკეთესო კურსით. აპლიკაციაში ვალუტის კონვერტაცია ხორციელდება მომენტალურად, გამჭვირვალე პირობებით.

გარდა ამისა, InexPay-ს მომხმარებლებს შეუძლიათ  აპლიკაციიდან გადაიხადონ კომუნალური, ინტერნეტის, მობილურის თუ სხვა გადასახადები, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს.

უსაფრთხოება და სანდოობა

InexPay ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და მოქმედებს მისი ზედამხედველობის ქვეშ. ჩვენი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს სერვისის მაღალ ხარისხსა და საიმედოობას. მომხმარებლების თანხები ინახება სპეციალურ, ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე, რაც გარანტირებულად იცავს მათ უსაფრთხოებას.

დაიწყეთ InexPay-თ სარგებლობა დღესვე

გსურთ მართოთ თქვენი ფინანსები მარტივად და ეფექტურად? გადმოწერეთ InexPay-ს მობილური აპლიკაცია, გაიარეთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია სახლიდან გაუსვლელად და მიიღეთ 24/7 წვდომა თქვენს ფინანსებზე.

 აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ასევე Android მოწყობილობებზე.