🚀მართეთ ფული მარტივად Inexpay-ით! 💸 გაგზავნეთ, გადაიხადეთ და დაზოგეთ – ყველაფერი ერთ აპლიკაციაში 🔒აპლიკაციის გადმოწერა 📲

x-close



Edit Template

სერვისები და პროდუქტები

  • IBAN-ის გაზიარება უსაფრთხოა? რა უნდა იცოდეთ საბანკო ანგარიშის ნომერზე

    IBAN-ის გაზიარება უსაფრთხოა? რა უნდა იცოდეთ საბანკო ანგარიშის ნომერზე

    „თუ ვინმეს ჩემი IBAN ეცოდინება, ჩემს ანგარიშზე წვდომას ხომ არ მიიღებს?“ – ეს კითხვა ხშირად ჩნდება, როცა საზღვარგარეთიდან თანხის მიღება ან საბანკო გადარიცხვის განხორციელება გვჭირდება.

    სინამდვილეში, IBAN-ის გაზიარება თავისთავად არ ნიშნავს, რომ სხვას თქვენს საბანკო ანგარიშზე წვდომა ექნება. IBAN არის საბანკო ანგარიშის იდენტიფიკატორი, რომელიც ძირითადად იმისთვის გამოიყენება, რომ თანხა სწორ ანგარიშზე ჩაირიცხოს.

    რა არის IBAN?

    IBAN (International Bank Account Number) არის საერთაშორისო სტანდარტის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც კონკრეტული საბანკო ანგარიშის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება.

    საერთაშორისო გადარიცხვისას IBAN-ის მითითება საჭიროა იმისთვის, რომ გამგზავნმა ან ფინანსურმა სერვისმა იცოდეს, რომელ ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს თანხა.

    ამიტომ, თუ ვინმე თანხის ჩარიცხვას გთხოვთ, IBAN-ის მიწოდება სწორედ ამ მიზნით ხდება.

    რა შეუძლია ვინმეს მხოლოდ თქვენი IBAN-ით?

    მხოლოდ IBAN-ის ცოდნა ჩვეულებრივ არ აძლევს ადამიანს შესაძლებლობას:

    • შევიდეს თქვენს ინტერნეტ ან მობაილ ბანკში;
    • ნახოს თქვენი ანგარიშის ბალანსი ან ტრანზაქციების ისტორია;
    • განახორციელოს გადარიცხვა თქვენი სახელით;
    • გამოიყენოს თქვენი საბანკო ბარათი.

    ამისთვის საჭიროა სხვა ტიპის ავტორიზაციისა და უსაფრთხოების მონაცემები.

    ამასთან, IBAN მაინც საბანკო მონაცემია, ამიტომ მისი გაზიარება სასურველია მხოლოდ სანდო პირებთან ან იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც თანხის ჩარიცხვისთვის ნამდვილად სჭირდებათ.

    IBAN და საბანკო ბარათის მონაცემები ერთი და იგივე არ არის

    ხშირად IBAN-ს საბანკო ბარათის მონაცემებში ურევენ, თუმცა ისინი სხვადასხვა დანიშნულებისაა.

    IBAN გამოიყენება საბანკო ანგარიშის იდენტიფიცირებისთვის და თანხის ჩარიცხვისთვის, ხოლო ბარათის მონაცემები – კონკრეტული ბარათით გადახდებისა და სხვა ოპერაციებისთვის.

    ამიტომ, თუ თანხის ჩარიცხვისთვის მხოლოდ IBAN გთხოვეს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ბარათის მონაცემებიც უნდა მიაწოდოთ.

    რომელი მონაცემები არ უნდა გააზიაროთ?

    თუ IBAN-ის გაზიარება თანხის ჩარიცხვისთვის შეიძლება იყოს საჭირო, სხვა საბანკო მონაცემებს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეპყროთ.

    არავის გაუზიაროთ:

    • ინტერნეტ ან მობაილ ბანკის პაროლი;
    • ერთჯერადი SMS ან აპლიკაციის კოდი;
    • ბარათის PIN კოდი;
    • ბარათის CVV/CVC კოდი;
    • ინტერნეტბანკში შესვლის სხვა ავტორიზაციის მონაცემები.

    თუ ვინმე ამ ინფორმაციას გთხოვთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამის მიზეზი თანხის ჩარიცხვაა, აუცილებლად გადაამოწმეთ მოთხოვნის ნამდვილობა.

    რატომ გჭირდებათ IBAN საერთაშორისო გადარიცხვისას?

    საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების დროს თანხის სწორ ანგარიშზე ჩარიცხვისთვის მიმღების საბანკო რეკვიზიტები აუცილებელია. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მონაცემი სწორედ IBAN-ია.

    InexPay-ის საშუალებით საერთაშორისო ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს მიმღების საბანკო მონაცემები, რათა თანხა სწორ ანგარიშზე გაიგზავნოს.

    ამიტომ, როცა ოჯახის წევრი, მეგობარი ან სხვა მიმღები გთხოვთ თანხის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას, მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ, რომელი მონაცემებია საჭირო და რომელი – არა.

    მოკლედ: IBAN-ის გაზიარება არ ნიშნავს ანგარიშზე წვდომის გაზიარებას

    IBAN-ის მთავარი დანიშნულება მარტივია – გაჩვენოთ, სად უნდა ჩაირიცხოს თანხა.

    მისი ცოდნა არ უდრის ინტერნეტბანკის პაროლის ან ბარათის უსაფრთხოების მონაცემების ცოდნას. თუმცა, როგორც ნებისმიერი ფინანსური ინფორმაციის შემთხვევაში, სიფრთხილე მაინც მნიშვნელოვანია – IBAN მიაწოდეთ მხოლოდ შესაბამის პირს ან სანდო სერვისს და არასდროს გააზიაროთ თქვენი ავტორიზაციის მონაცემები.

  • როგორ გავიმარტივოთ ფულის მართვა ზაფხულში?

    როგორ გავიმარტივოთ ფულის მართვა ზაფხულში?

    ზაფხული ქალაქიდან გასვლის, მოგზაურობისა და განტვირთვის სეზონია. ზოგი ზღვაზეა, ზოგი მთაში, ზოგი კი უბრალოდ რამდენიმე კვირით ტოვებს ქალაქს. თუმცა, სადაც არ უნდა ვიყოთ, ფინანსური საქმეები მაინც გრძელდება.

    გადახდები, თანხის გაგზავნა, ოჯახის წევრებისთვის ფულის ჩარიცხვა ან ყოველდღიური ხარჯების კონტროლი – ეს ყველაფერი მოგზაურობის დროსაც გვჭირდება. კარგი ამბავი ისაა, რომ ფინანსების სამართავად ქალაქში დაბრუნება აღარ არის საჭირო.

    ფინანსური სერვისები, სადაც თქვენ ხართ

    თანამედროვე ციფრული სერვისები საშუალებას გვაძლევს, ბევრი ფინანსური ოპერაცია დისტანციურად შევასრულოთ. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია ზაფხულში, როცა დროის უმეტეს ნაწილს სახლიდან, ოფისიდან და ქალაქიდან შორს ვატარებთ.

    InexPay სწორედ ასეთი ყოველდღიური საჭიროებების გამარტივებაზეა შექმნილი – ფინანსური ოპერაციების მართვა ერთი მარტივი ფინანსური აპლიკაციიდან, მაშინაც კი, როცა ქალაქში არ ხართ.

    რა სერვისებით სარგებლობა შეგიძლიათ InexPay-ში?

    InexPay საშუალებას გაძლევთ, მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციები ერთი აპლიკაციიდან მართოთ.

    • საერთაშორისო გზავნილებისა და გადარიცხვების განხორციელება – გაუგზავნოთ თანხა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სხვადასხვა ქვეყანაში;
    • გზავნილის მიღება – მიიღოთ საერთაშორისო გზავნილები პირდაპირ აპლიკაციაში;
    • ვალუტის კონვერტაცია – მართოთ თქვენი თანხა სხვადასხვა ვალუტაში;
    • კომუნალური და სხვა გადახდების შესრულება – საჭირო სერვისებზე წვდომა ერთი ციფრული სივრციდან.

    მარტივი ფინანსური აპლიკაცია

    სანამ თქვენ მოგზაურობთ, ფინანსური საქმეებიც ჩვეულ რეჟიმში შეგიძლიათ მართოთ – სწრაფად, მარტივად და სახლიდან გაუსვლელად, InexPay-ს მობილური აპლიკაციაში.

    გადმოწერეთ InexPay და გაიარეთ მარტივი რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი.

  • როგორ შეავსოთ InexPay Wallet-ის ბალანსი ინტერნეტბანკიდან – სრული გზამკვლევი

    როგორ შეავსოთ InexPay Wallet-ის ბალანსი ინტერნეტბანკიდან – სრული გზამკვლევი

    InexPay მუდმივად ზრუნავს, რომ ფინანსური ოპერაციები მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს. სწორედ ამიტომ, ბალანსის შევსება შეგიძლიათ პირდაპირ თქვენი ინტერნეტბანკიდან, აპლიკაციიდან მიღებული მონაცემების გამოყენებით.

    პროცესი სულ რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება, თუმცა მნიშვნელოვანია თითოეული ეტაპი სწორად შეასრულოთ, რათა თანხა თქვენს ანგარიშზე შეფერხების გარეშე აისახოს.

    ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, როგორ უნდა შეავსოთ InexPay-ის ბალანსი ინტერნეტბანკიდან.

    ნაბიჯი 1 – გახსენით ბალანსის შევსების გვერდი

    შედით InexPay აპლიკაციაში და ქვედა მენიუდან აირჩიეთ გადარიცხვები.

    შემდეგ გახსენით ბალანსის შევსების გვერდი, სადაც წარმოდგენილია ბალანსის შევსების ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი.


    ნაბიჯი 2 – აირჩიეთ ინტერნეტით ბანკით შევსება (უფასო)

    ბალანსის შევსების მეთოდებიდან აირჩიეთ ინტერნეტით ბანკით შევსება (უფასო).

    ამ ფუნქციის საშუალებით თანხას თქვენს InexPay-ზე პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხავთ, დამატებითი ოპერაციების შესრულების გარეშე.

    ნაბიჯი 3 – მიუთითეთ ბანკი

    შემდეგ ეტაპზე სისტემა შემოგთავაზებთ იმ ბანკების ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია ბალანსის შევსება.

    აირჩიეთ თქვენი ბანკი:

    • TBC Bank
    • Bank of Georgia

    ბანკის არჩევის შემდეგ InexPay ავტომატურად გიჩვენებთ იმ მონაცემებს, რომლებიც გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ.

    ნაბიჯი 4 – დააკოპირეთ გადარიცხვის დეტალები

    შემდეგ ეტაპზე სისტემა შემოგთავაზებთ იმ ბანკების ბანკის არჩევის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ყველა აუცილებელი ინფორმაცია:

    • მიმღების ანგარიში (IBAN)
    • მიმღების დასახელება
    • ტრანზაქციის დანიშნულება (Payment Details)

    ამ მონაცემების გამოყენებით უნდა შეხვიდეთ თქვენს ბანკის ინტერნეტბანკში და შეასრულოთ ახალი გადარიცხვა.

    რეკომენდებულია მონაცემები პირდაპირ InexPay-დან დააკოპიროთ, რათა თავიდან აიცილოთ ტექნიკური შეცდომები.

    ნაბიჯი 5 – შეასრულეთ გადარიცხვა თქვენს ინტერნეტბანკში

    შემდეგ ეტაპზე სისტემა შემოგთავაზებთ იმ ბანკების ბანკის გახსენით თქვენი ინტერნეტბანკი და დაიწყეთ ახალი საბანკო გადარიცხვის შესრულება.

    შესაბამის ველებში გადაიტანეთ InexPay-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია:

    • მიმღების ანგარიში;
    • მიმღების დასახელება;
    • გადასარიცხი თანხა.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაცემი ზუსტად ემთხვეოდეს InexPay აპლიკაციაში მითითებულ ინფორმაციას.

    სწორად მიუთითეთ გადარიცხვის დეტალები 

    ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

    გადარიცხვის ფორმაში ნახავთ ველს გადარიცხვის დანიშნულება – დასახელება შეიძლება ბანკის მიხედვით განსხვავდებოდეს. ამ ველში აუცილებლად უნდა ჩასვათ ის ტექსტი, რომელსაც InexPay აპლიკაცია გაჩვენებთ.

    როგორც წესი, იგი შეიცავს თქვენი ანგარიშის უნიკალურ იდენტიფიკატორს, რომლის მეშვეობითაც სისტემა განსაზღვრავს, რომელ ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს თანხა.

    თუ ეს ინფორმაცია არ იქნება მითითებული ან არასწორად იქნება შეყვანილი, თანხა შესაძლოა თქვენს ანგარიშზე ავტომატურად არ აისახოს და საჭირო გახდეს დამატებითი გადამოწმება.

    მაგალითი – TBC Bank

    თუ თანხას TBC Bank-ის ინტერნეტბანკიდან რიცხავთ, გადარიცხვის ფორმაში შეავსეთ InexPay აპლიკაციაში მოცემული მონაცემები.

    განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დანიშნულების ველს, სწორედ აქ უნდა ჩასვათ InexPay-ის მიერ გენერირებული ტექსტი ცვლილებების გარეშე.

    მაგალითი – Bank of Georgia

    თუ იყენებთ Bank of Georgia-ის ინტერნეტბანკს, გადარიცხვის პროცესი ანალოგიურია.

    შეავსეთ მიმღების ინფორმაცია InexPay-ის მონაცემების მიხედვით, ხოლო დანიშნულების ველში აუცილებლად მიუთითეთ აპლიკაციაში ნაჩვენები Payment Details.

    რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

    სანამ გადარიცხვას დაადასტურებთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ:

    • სწორად არის თუ არა დაკოპირებული ანგარიშის ნომერი;
    • ემთხვევა თუ არა მიმღების დასახელება InexPay-ის მიერ მითითებულ მონაცემებს;
    • სწორად არის თუ არა მითითებული Payment Details;
    • ხომ არ არის გამორჩენილი რომელიმე სავალდებულო ველი.

    ამ მარტივი შემოწმებით თავიდან აიცილებთ გადარიცხვის შეფერხებას და თანხა თქვენს ანგარიშზე გაცილებით სწრაფად აისახება.

    შეავსეთ InexPay-ს ანგარიში მარტივად

    ინტერნეტბანკიდან რამდენიმე მარტივი ნაბიჯის შესრულებით შეძლებთ თანხის უსაფრთხოდ გადარიცხვას, ხოლო გადახდის დეტალების სწორად მითითება უზრუნველყოფს, რომ თანხა სწორედ თქვენს ანგარიშზე აისახოს.

    თუ ინსტრუქციას ეტაპობრივად მიჰყვებით, ბალანსის შევსების პროცესი სწრაფი, მარტივი და შეუფერხებელი იქნება.

  • ინტელიექსპრესმა და InexPay-მ ფილიპინელ მომხარებლებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

    ინტელიექსპრესმა და InexPay-მ ფილიპინელ მომხარებლებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

    Maligayang Araw ng Kalayaan! 🇵🇭

    ფილიპინების დამოუკიდებლობის დღე იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ეროვნული დღესასწაული. ეს არის თავისუფლების, სიამაყისა და იმ უდრეკი ხასიათის ზეიმი, რომელიც საუკეთესოდ ახასიათებს ფილიპინელ ხალხს – ოჯახის სიყვარული, ერთიანობა და უკეთესი მომავლის შენების უნარი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

    წელს, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი, მარტივ ფინანსურ აპლიკაცია InexPay-სთან პარტნიორობით, ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის ოფიციალური სპონსორი და თანაორგანიზატორი გახდა თბილისში.

    სადღესასწაულო განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად, ინტელიექსპრესმა ფილიპინურ საზოგადოებას სპეციალური სადღესასწაულო აქცია შესთავაზა: 12-დან 14 ივნისის ჩათვლით მოქმედებდა განსაკუთრებული გაცვლითი კურსი (23.00 PHP / GEL), რამაც მომხმარებლებს საშუალება მისცა, კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით დაეჭირათ მხარი სამშობლოში მყოფი ოჯახებისთვის.

    ოფიციალური ცერემონიისა და სადღესასწაულო მხიარულების იდეალური სინთეზი

    ღონისძიებაზე ერთმანეთს შესანიშნავად შეერწყა ფორმალური და არაფორმალური ნაწილები. ოფიციალურ სივრცეში ჩვენს გუნდს ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, სტუმრებისთვის დეტალურად გაეცნო ინტელიექსპრესისა და InexPay-ს სერვისები, ფილიალების მდებარეობები, კონკურენტული ტარიფები და ფულის გადარიცხვის ყველაზე მოქნილი გზები.

    ინტელიექსპრესი და InexPay ყოველთვის ცდილობენ, მაქსიმალურად ახლოს იყვნენ იმ თემებთან, რომლებსაც ემსახურებიან. დიდი მადლობა თითოეულ სტუმარს, ვინც ამ დღეს ჩვენს საინფორმაციო კუთხეს ესტუმრა.

    ოფიციალური დღის წესრიგის მიღმა კი, ღონისძიება ნამდვილ ხალისიან დღესასწაულად იქცა. სტუმრებმა დიდი სიამოვნება მიიღეს სხვადასხვა აქტივობით, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და დღე ღიმილით, მუსიკითა და პოზიტიური განწყობით გაატარეს.

    ციფრული ტრანსფერები InexPay-სთან ერთად – მომხმარებლების მიერ გამოცდილი და აღიარებული სერვისი

    ღონისძიების ბევრმა დამსწრემ პირდაპირ ადგილზევე ისარგებლა შესაძლებლობით, დარეგისტრირდა ჩვენს აპლიკაციაში და გამოცადა ფულადი გზავნილების ფუნქციონალი და გამოხატა დიდი კმაყოფილება სერვისის სისწრაფის, სიმარტივისა და საიმედოობის გამო.

    აღსანიშნავია, რომ ინტელიექსპრესი და InexPay მომხმარებლებს უპრეცედენტო პირობებს სთავაზობენ: ფილიპინებში 5000 ლარამდე საბანკო გადარიცხვის განხორციელებისას, საკომისიო სულ რაღაც 1 ევროს შეადგენს.

    როგორ ხდება სერვისით სარგებლობა?

    მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის ყველაზე მოსახერხებელი ორი გზა:

    • ფილიალში ვიზიტით: ინტელიექსპრესის უახლოეს მომსახურების წერტილში სტუმრობით.
    • სრულად ონლაინ, InexPay-ს მეშვეობით: სახლიდან გაუსვლელად, InexPay-ს მობილური აპლიკაციით. ამისათვის უცხოელი მომხმარებლებისთვის საჭიროა მხოლოდ ერთჯერადი ვიზიტი ინტელიექსპრესის ფილიალში ანგარიშის ვერიფიკაციისთვის. რის შემდეგაც ყველა მომდევნო გადარიცხვას დისტანციურად განახორციელებს.

    ეს მხოლოდ დასაწყისია! 

    ეს ღონისძიება ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორობის მხოლოდ ერთი ნაწილია. ინტელიექსპრესი და InexPay უკვე გეგმავენ ახალ საზოგადოებრივ ინიციატივებს, სპეციალურ ტარიფებსა და საინტერესო სიურპრიზებს.

    სიახლეების, ექსკლუზიური ტარიფებისა და მომავალი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შემოუერთდით ჩვენს ოფიციალურ WhatsApp ქომუნითის. 

    შემოუერთდით WhatsApp-ის ჯგუფს

  • გადარიცხეთ თანხა კანადაში მარტივად – IBAN-ის გარეშე

    გადარიცხეთ თანხა კანადაში მარტივად – IBAN-ის გარეშე

    თუ კანადაში თანხის გადარიცხვას აპირებთ, IBAN-ის ძებნა არ დაიწყოთ, რადგან კანადაში ის საერთოდ არ გამოიყენება! დიახ, ევროპული სტანდარტებისგან განსხვავებით, კანადურ ფინანსურ სისტემას თავისი წესები აქვს, რის გამოც ბევრი მომხმარებელი ხშირად იბნევა.

    თუმცა, InexPay-ის მარტივი ფინანსური აპლიკაციით, ამ „თავსატეხის“ ამოხსნა მარტივია. თქვენ არ გჭირდებათ საბანკო სისტემების ლაბირინთებში გარკვევა,  თანხა ადრესატის ანგარიშზე პირდაპირ კანადურ დოლარში (CAD) ჩაირიცხება.

    რა მონაცემები დაგჭირდებათ

    გადარიცხვისთვის საჭიროა მხოლოდ ძირითადი ინფორმაცია:

    • სახელი და გვარი
    • მოქალაქეობა
    • ანგარიშის ნომერი
    • ბანკის სახელი
    • Routing Number

    ეს მონაცემები საკმარისია, რომ ტრანზაქცია სწორად და უსაფრთხოდ შესრულდეს.

    რატომ InexPay

    InexPay გაძლევთ შესაძლებლობას გაგზავნოთ თანხა კანადაში მარტივად, სწრაფად და მართლა საუკეთესო კურსით. აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ საერთაშორისო გადარიცხვები იყოს ხელმისაწვდომი და გაურთულებელი – ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.

    გადმოწერეთ InexPay და გაგზავნეთ თანხა ინტელიექსპრესის სანდო სისტემით – მარტივად, სწრაფად და კომფორტულად.

    მომხმარებელთა მხარდაჭერა

    InexPay მომხმარებლებს სთავაზობს მხარდაჭერას ქართულ და ინგლისურ ენებზე. დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც დისტანციურად ოფიციალური მხარდაჭერის არხების საშუალებით, ასევე ინტელიექსპრესის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.

    რეგულაცია და ლიცენზია

    InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).

    ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.

    ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers 

  • რატომ უნდა გახსნათ InexPay-ის საფინანსო ანგარიში?

    რატომ უნდა გახსნათ InexPay-ის საფინანსო ანგარიში?

    დღევანდელ სწრაფ სამყაროში ფულის ეფექტური მართვა მხოლოდ თეორიული საჭიროება კი არა, აუცილებლობა და კომფორტია. InexPay გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ სრულყოფილი წვდომა საფინანსო ანგარიშზე, რომელიც თქვენს ცხოვრებას ბევრად უფრო გაამარტივებს.

    ამ ბლოგში გაგიზიარებთ იმ მთავარ უპირატესობებს, რის გამოც 20,000-ზე მეტმა მომხმარებელმა უკვე აირჩია ჩვენი პლატფორმა.

    მარტივად, ეფექტურად და უკეთესად

    InexPay-ს ანგარიში არ არის მხოლოდ ადგილი სადაც ინახავთ ფულს, ეს ინსტრუმენტია, რომელიც გეხმარება უფრო ჭკვიანურად მართოთ თქვენი ფინანსები ყოველდღიურ ცხოვრებაში:

    • აპლიკაციაში შეგიძლიათ შეასრულოთ საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები დაბალი საკომისიოთი;
    • გაგზავნოთ და გაანაღდოთ ფულადი გზავნილი საუკეთესო პირობებით;
    • გადაცვალოთ ვალუტა მართლა საუკეთესო კურსით;
    • გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადახდები საკომისიოს გარეშე;

    უსაფრთხოება და სანდოობა

    InexPay ლიცენზირებულია და სრულად კონტროლდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. დანერგილია კონტროლისა და უსაფრთხოების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ფული სრულიად დაცულია. 

    ანგარიშის დისტანციურად გახსნა

    ანგარიშის გახსნას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, გადმოწერეთ ჩვენი მარტივი ფინანსური აპლიკაცია, გაიარეთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლეთ ყველა უპირატესობით.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისა და ბინადრობის მოწმობის მქონე პირებისთვის, ანგარიშის გახსნა სრულიად დისტანციურად ხდება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჭიროა ინტელიექსპრესის ნებისმიერ ფილიალში ერთჯერადი ვიზიტი ვერიფიკაციისთვის.

    ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის შესაძლებლობა 4 ქვეყნიდან 

    მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის შეტანა როგორც ნაღდი ფულით, ასევე საბანკო ანგარიშიდან ან ბარათით საქართველოს, კვიპროსის, საბერძნეთისა და იტალიის ინტელიექსპრესის ფილიალებში.

    გლობალური ნდობა


    InexPay-ს უკვე 50-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ენდობა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხუსიმგებლო საკითხია.

    მომხმარებელთა მხარდაჭერა

    InexPay მომხმარებლებს სთავაზობს მხარდაჭერას ქართულ და ინგლისურ ენებზე. დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც დისტანციურად ოფიციალური მხარდაჭერის არხების საშუალებით, ასევე ინტელიექსპრესის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.

    რეგულაცია და ლიცენზია

    InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).

    ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.

    ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers 

  • უცხოელთა დასაქმება საქართველოში – რა იცვლება 2026 წლიდან?

    უცხოელთა დასაქმება საქართველოში – რა იცვლება 2026 წლიდან?

    2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები შეიცვალა. თუ თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და გეგმავთ აქ მუშაობას, როგორც თანამშრომელი, ფრილანსერი ან დამოუკიდებელი კონტრაქტორი, ეს ცვლილებები თქვენზე პირდაპირ აისახება. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა არის სავალდებულო და როგორ უნდა იმოქმედოთ ახალ რეალობაში.

    ამ სტატიაში მოკლედ და მარტივად აგიხსნით მთავარ ცვლილებებს და იმ დეტალებს, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.

    როგორი იყო აქამდე უცხოელთა დასაქმების პროცედურა?

    აქამდე საქართველოში მოქმედი სისტემა საკმაოდ მოქნილი იყო. საქართველოში კანონიერად მყოფ ნებისმიერ უცხოელს შეეძლო ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება დამატებითი ნებართვების გარეშე – არც შრომითი ნებართვა იყო საჭირო და არც ბინადრობის ნებართვა კონკრეტულად დასაქმებისთვის.

    სწორედ ამ გარემოების გამო საქართველო განსაკუთრებით მიმზიდველი იყო:

    • ფრილანსერებისთვის
    • IT სპეციალისტებისთვის
    • დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებისთვის
    • დამოუკიდებელი კონტრაქტორებისთვის

    რა იცვლება 1 მარტიდან?

    ახლა ყველა უცხოელს, ვისაც სურს საქართველოში მუშაობა ადგილობრივ დამსაქმებელთან თუ დამოუკიდებლად სჭირდება:

    1. შრომითი საქმიანობის უფლება – სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა შრომის მიგრაციის სააგენტოს მიერ
    2. D1 კატეგორიის ვიზა ან შრომითი/IT ბინადრობის ნებართვა

    ანუ მუშაობა უკვე ფორმალურად რეგულირდება და ნებართვის გარეშე აღარ არის შესაძლებელი.

    ვის ეხება ეს ცვლილებები?

    ახალი წესები ვრცელდება შემდეგ კატეგორიებზე:

    • შრომით იმიგრანტი – უცხოელი, ვისაც სურს ადგილობრივ კომპანიაში დასაქმება (ადგილზე ან დისტანციურად)
    • თვითდასაქმებულ უცხოელი – ვინც დამოუკიდებლად ახორციელებს კომერციულ საქმიანობას (ვაჭრობა, მომსახურება, კონტრაქტორობა და სხვ.)
    • ადგილობრივ დამსაქმებელი – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე
    • მომსახურების ორგანიზატორს – ვინც ნებისმიერ გარიგებაში შედის თვითდასაქმებულ უცხოელთან

    ვის არ ეხება?

    შემდეგი კატეგორიის პირებზე ახალი მოთხოვნები არ ვრცელდება:

    • მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ნებართვის მქონეები
    • ლტოლვილები და დამატებითი/დროებითი დაცვის ქვეშ მყოფები
    • თავშესაფრის მაძიებლები
    • დიპლომატიურ მისიებში, საკონსულო დაწესებულებებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულები
    • უცხოური მედიის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტები
    • პირები, ვისზეც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსხვავებული წესი მოქმედებს

    სად და როგორ უნდა აიღოთ ნებართვა?

    შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში:

    1. დამსაქმებელი ათავსებს ვაკანსიას worknet.moh.gov.ge-ზე
    2. სააგენტო 10 სამუშაო დღეში ცდილობს ადგილობრივი კანდიდატი შესთავაზოს
    3. თუ ვერ მოიძია – დამსაქმებელი წარადგენს განცხადებას labourmigration.moh.gov.ge-ზე
    4. შრომითი იმიგრანტი იღებს D1 ვიზას ან ბინადრობის ნებართვას

    თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში:

    1. წარადგენს განცხადებას labourmigration.moh.gov.ge-ზე
    2. გადის ვიდეოგასაუბრებას სააგენტოსთან
    3. იღებს D1 ვიზას ან შრომით ბინადრობის ნებართვას

    საჭირო დოკუმენტები

    შრომითი იმიგრანტისთვის:

    • შრომითი ხელშეკრულება
    • პასპორტის ასლი
    • დამსაქმებლის მიერ დადასტურებული განაცხადი

    თვითდასაქმებული უცხოელისთვის:

    • წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან
    • ბიზნეს გეგმა + ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი (ახალი საქმიანობის დაწყებისას)

    ნებართვის ვადები

    კატეგორიასაწყისი ვადაგანახლება
    ჩვეულებრივი6 თვე – 1 წელიპირველი 5 წელი: ყოველ ჯერზე 1 წლამდე
    IT სექტორი3 წელიყოველ ჯერზე 3 წლამდე

    ვადის გასაგრძელებლად განცხადება 30 კალენდარული დღით ადრე უნდა შევიდეს.

    IT სექტორი – განსაკუთრებული პირობები

    IT სფეროში მომუშავე უცხოელებს შეუძლიათ IT ბინადრობის ნებართვა მიიღონ (ჩვეულებრივი შრომითი ნებართვის ნაცვლად), ხოლო საერთაშორისო კომპანიის ან ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები გამოტოვებენ ვაკანსიის საჯარო განთავსების ეტაპს.

    რა მოხდება წესების დარღვევის შემთხვევაში?

    დარღვევების შემთხვევაში ჯარიმები მკაცრია:

    • 2,000 ლარი – ნებართვის გარეშე დასაქმებაზე (ყოველ უცხოელზე ცალ-ცალკე, როგორც უცხოელზე, ასევე დამსაქმებელზე)
    • 1,000 ლარი – შრომითი ხელშეკრულების ცვლილების/შეწყვეტის სამინისტროსთვის დროულად არ შეტყობინებაზე
    • განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა ორმაგდება, ხოლო მომდევნო დარღვევებზე – ექვსმაგდება

    გარდამავალი ვადები

    • შრომითი იმიგრანტები, რომლებიც 1 მარტამდე რეგისტრირებულნი არიან ბაზაში: ვალდებულია მოაგვარონ ნებართვები 2027 წლის 1 იანვრამდე
    • თვითდასაქმებული უცხოელები, ვინც 1 მარტამდე უკვე ახორციელებდნენ საქმიანობას: ვალდებულია შეასრულონ ახალი მოთხოვნები 2026 წლის 1 მაისამდე

    შეჯამება

    ახალი კანონმდებლობა მნიშვნელოვნად ცვლის უცხოელთა დასაქმების პრაქტიკას საქართველოში. თუ ადრე პროცესი მარტივი და ნაკლებად რეგულირებული იყო, ახლა ის გახდა უფრო სტრუქტურირებული და კონტროლირებადი.

    ამიტომ მნიშვნელოვანია, წინასწარ იცოდეთ ყველა მოთხოვნა და იმოქმედოთ შესაბამისობაში, ეს დაგიზოგავთ დროს, რესურსებს და თავიდან აგარიდებთ ჯარიმებს.

  • ინტელიექსპრესის სალომბარდე სესხების მართვა უკვე InexPay-ს აპლიკაციიდან არის შესაძლებელი

    ინტელიექსპრესის სალომბარდე სესხების მართვა უკვე InexPay-ს აპლიკაციიდან არის შესაძლებელი

    მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ რეალობაში ვცხოვრობთ, სალომბარდე სესხები მაინც დიდხანს დარჩა „ტრადიციულად ფიზიკური“ – ფილიალებში სიარული, ქვითრები, რიგები და უამრავი დაკარგული დრო. 

    ახლა უკვე საკომისიოს გარეშე შეგიძლიათ დაფაროთ ინტელიექსპრესის სალომბარდე სესხი.

    სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო გაგვემარტივებინა ინტელიექსპრესის ლომბარდით სარგებლობა და ახალი ფუნქციონალი დავამატეთ ჩვენს აპლიკაციაში. ამასთანავე, სესხის დაფარვას სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეძლებთ.

    რატომ უნდა დავაკავშიროთ ინტელიექსპრესის სალომბარდე სესხი InexPay-სთან?

    გარდა იმისა, რომ პროცედურა ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე კლიკით სრულდება, ახალი ფუნქცია გაძლევთ მოქნილობას და კონტროლის სრულ თავისუფლებას:

    დავალიანების მონიტორინგი – რეალურ დროში ნახავთ ზუსტ დავალიანებას, უზრუნველყოფილ ნივთებს და InexPay-ს აპლიკაციით შესრულებული გადახდების ისტორიას.

    სწრაფი და მარტივი გადახდების შესრულება – ძირის, პროცენტის და ჯარიმის გადახდა შეგიძლიათ მარტივად, სახლიდან გაუსვლელად. ასევე, შესაძლებელია სესხის სრულად დაფარვა.

    დროისა და ფინანსების ოპტიმიზაცია – სერვისი 24/7-ზე ხელმისაწვდომია და ნებისმიერი ოპერაციის შესრულებას უსწრაფესად შეძლებთ.

    როგორ მუშაობს?

    1. გადმოწერეთ InexPay-ს აპლიკაცია
    2. გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია
    3. დააკავშირეთ თქვენი ინტელიექსპრესის სესხი – სესხის დასაკავშირებლად საკმარია თანხმობა, არ საჭიროებს დამატებითი მონაცემების შევსებას
    1. სესხის დაკავშირების შემდეგ სალომბარდე სესხების გვერდზე გამოჩნდება:
    • თქვენი მიმდინარე სესხები
    • გადასახდელი პროცენტი
    • გადახდის თარიღი
    • დარჩენილი ძირი 
    • ასათვისებელი ლიმიტი.

    დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ „დეტალების ნახვას“, ხოლო „გაგრძელებაზე“ დაჭერით გაიხსნება ფანჯარა, სადაც შეძლებთ როგორც პროცენტის/ჯარიმის გადახდას, ისე სესხის სრულად დაფარვას.

    აირჩევთ სასურველ ანგარიშს და დაადასტურებთ ტრანზაქციას.

    ახლა უკვე შეგიძლიათ მარტივად, ერთი სივრციდან მართოთ თქვენი მიმდინარე ინტელიექსპრესის სალომბარდე სესხები.

    რეგულაცია და ლიცენზია

    InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).

    ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.

    ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers 

    შეგახსენებთ, რომ InexPay-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე.

  • როგორ გადავიხადოთ კომუნალურები უფასოდ? ექსკლუზიური შეთავაზება

    როგორ გადავიხადოთ კომუნალურები უფასოდ? ექსკლუზიური შეთავაზება

    კომუნალურების გადახდა ყოველთვიური რუტინული საკითხია, რომელსაც თითოეული ჩვენგანი თავისი ფინანსების მიხედვით მართავს. ამ მოსაწყენ საქმეს ჩვენ ვერ შევცვლით, თუმცა გთავაზობთ შეცვალოთ გადახდის გზა, რომელიც დაგეხმარებათ მეტის დაზოგვაში.

    InexPay-ს აპლიკაციაში ყველა კომუნალური გადასახადის გადახდას საკომისიოს გარეშე შეძლებთ.

    რას მოიცავს შეთავაზება?

    • ელექტროენერგია, გაზი, წყალმომარაგება და დასუფთავება
    • ინტერნეტი, ტელევიზია და ტელეფონი
    • მობილურის ბალანსის შევსება და პაკეტები

    რატომ არის ეს შეთავაზება ნებისმიერი კომუნალური გადასახადის გადამხდელისთვის საინტერესო?

    საშუალოდ თითოეულ კომუნალურზე 0.50-1.00 ლარია საკომისიო, მაშინ კი, როდესაც მინიმუმ 3-4 კომუნალურ გადასახადს იხდის ერთი მომხმარებელი, ამ თანხის დაზოგვა ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.

    როგორ უნდა ისარგებლოთ InexPay-ს შეთავაზებით?

    კომუნალური გადახდების საკომისიოს გარეშე გადასახდელად მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ:

    1. გადმოწერეთ InexPay-ს აპლიკაცია
    2. გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია ან შედით პირად ანგარიშზე
    3. აირჩიეთ “კომუნალურები” და სასურველი კატეგორია 
    4. აირჩიეთ პროვაიდერი და შეიყვანეთ აბონენტის ნომერი
    5. მიუთითეთ სასურველი თანხა და დაადასტურეთ ტრანზაქცია

    რატომ ავირჩიოთ InexPay? 

    InexPay მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად შეასრულოთ სხვადასხვა ფინანსური ოპერაციები და გადაიხადოთ კომუნალურები საკომისიოს გარეშე.

  • დაუჯერებელი აქცია ინტელიექსპრესის ოქროს ლომბარდში

    დაუჯერებელი აქცია ინტელიექსპრესის ოქროს ლომბარდში

    ინტელიექსპრესის ოქროს ლომბარდში უპრეცედენტო აქცია დაიწყო, რომელიც ყველას აძლევს შანსს, მიიღოს გარანტირებული ფულადი საჩუქარი და მონაწილეობა მიიღოს სუპერ პრიზების გათამაშებაში.

    რას გთავაზობთ ინტელიექსპრესის ოქროს ლომბარდი?

    აქციის ფარგლებში ყველა მომხმარებელი, რომელიც ისარგებლებს ინტელიექსპრესის ოქროს ლომბარდით და განათავსებს 300 ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ნივთებს, მიიღებს გარანტირებულ ფულად საჩუქარს, ასევე სუპერ პრიზების მოგების შანსს. 

    სუპერ პრიზები

    განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდებათ იღბლიანებს! 

    • 1,000 ლარი
    • 2,000 ლარი
    • 5,000 ლარი

    როგორ უნდა მიიღოთ საჩუქარი?

    საჩუქრის მისაღებად საჭიროა რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გავლა:

    1. ისარგებლეთ ოქროს ლომბარდის მომსახურებით – განათავსეთ 300 ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ნივთები და აითვისეთ შესაბამისი თანხა
    2. დარეგისტრირდით InexPay-ში – სალომბარდე სესხის მიღებიდან მაქსიმუმ 3 დღეში დარეგისტრირდით InexPay-ს აპლიკაციაში
    3. გაიარეთ ვერიფიკაცია – დაასრულეთ ანგარიშის ვერიფიკაციის მარტივი პროცესი
    4. მიიღეთ თქვენი საჩუქარი – ფულადი საჩუქარი თქვენს InexPay-ს ანგარიშზე ვერიფიკაციის დასრულების მომდევნო სამუშაო დღეს დაირიცხება. 

    რატომ ინტელიექსპრესის ოქროს ლომბარდი?

    ინტელიექსპრესის ოქროს ლომბარდი გამოირჩევა უმაღლესი შეფასებითა და პორტირების შესაძლებლობით. ჩვენ გთავაზობთ:

    • სწრაფ და მოქნილ მომსახურებას
    • ოქროს ნაკეთობების უმაღლეს შეფასებას
    • ხელსაყრელ საპროცენტო განაკვეთებს
    • მოხერხებულ გადახდის პირობებს

    ინტელიექსპრესის ოქროს ლომბარდის შეთავაზება გრძელდება 2025 წლის 31 მაისამდე. გამოიყენეთ ეს შანსი და მიიღეთ ფულადი საჩუქარი თქვენს InexPay-ს ანგარიშზე – გარანტირებული 10 ლარიდან 5,000 ლარამდე!