🚀მართეთ ფული მარტივად Inexpay-ით! 💸 გაგზავნეთ, გადაიხადეთ და დაზოგეთ – ყველაფერი ერთ აპლიკაციაში 🔒აპლიკაციის გადმოწერა 📲

x-close



Edit Template

კატეგორია: ფინანსური რჩევები

  • InexPay – ფინანსური აპლიკაცია ექსპატებისთვის საქართველოში

    InexPay – ფინანსური აპლიკაცია ექსპატებისთვის საქართველოში

    საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხშირად გაურკვეველი და ბუნდოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა:

    როგორ გადაცვალონ ვალუტა მარტივად?
    სად გადაიხადონ კომუნალური გადასახადები რიგების გარეშე?
    როგორ შეავსონ ბალანსი ან გაგზავნონ ფული სხვა ქვეყანაში?

    ინდოეთიდან, საფრანგეთიდან, ინდონეზიიდან, ბრიტანეთიდან, უკრაინიდან თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსახლეობისთვის ფინანსური პროცესების მართვა ხშირად ძალიან რთულია. InexPay კი სწორედ ამ პროცესების გასამარტივებლად შეიქმნა.

    რა არის InexPay?

    InexPay მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც ექსპატებს ეხმარება ყოველდღიური ფინანსური საქმიანობის მართვაში – სწრაფად, ხელმისაწვდომ ფასად, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცესების გარეშე და რაც მთავარია – სახლიდან გაუსვლელად.

    მნიშვნელოვანი შეხსენება: იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს ქართული ID, აუცილებელია ვერიფიკაციის გავლა InteliExpress-ის ნებისმიერ ფილიალში.

    დღეს უკვე ათასობით ექსპატი ენდობა InexPay-ს, მათ შორის ადამიანები შემდეგი ქვეყნებიდან: ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ინდოეთი, ინდონეზია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნეპალი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაკისტანი, ფილიპინები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შრი-ლანკა, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, ბრიტანეთი და უზბეკეთი.

    რას სთავაზობს InexPay ექსპატებს?

    InexPay-ს აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია:

    • ვალუტის გადაცვლა აპლიკაციაში
    • ბალანსის შევსება ნაღდი ანგარიშსწორებით, ბარათით ან საბანკო გადარიცხვით
    • კომუნალური გადასახადების გადახდა საქართველოში (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, მობილური, ინტერნეტი და სხვა)
    • საერთაშორისო ფულადი გზავნილების შესრულება 
    • ყველა ფინანსური აქტივობის მართვა ერთი მარტივი აპლიკაციით

    როგორ ხდება ანგარიშის შევსება?

    InexPay-ს ბალანსის შევსება შესაძლებელია სამი მარტივი გზით:

    1. ნაღდი ფულით:
    ნებისმიერ Inteliexpress ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით
    იხილეთ ფილიალების სია

    2. საბანკო გადარიცხვით:
    თანხის გადარიცხვა ქართული ბანკებიდან ყოველგვარი საკომისიების გარეშე

    3. ბარათით:
    ბალანსის მომენტალური შევსება Visa ან Mastercard ბარათებით

    რატომ ირჩევენ ექსპატები InexPay-ს

    • სწრაფი ტრანზაქციები
    • სერვისი ყოველგვარი ფარული საკომისიების გარეშე
    • კონკურენტული გაცვლითი კურსები
    • მარტივი ინტერფეისი
    • ერთ აპლიკაციაში თავმოყრილი ყველა საჭირო ფუნქცია

    მარტივი და საიმედო სერვისი

    საქართველოში მცხოვრები ექსპატებისთვის, რომლებიც აქ მუშაობენ ან სწავლობენ, InexPay უზრუნველყოფს ფინანსური პროცესების გამარტივებას და მართვას სრული გამჭვირვალობით.
    InexPay გადმოწერეთ აპლიკაცია და მართეთ თქვენი ფინანსები მარტივად.

  • რა არის SEPA გადარიცხვები და რატომ უნდა გამოიყენოთ InexPay?

    რა არის SEPA გადარიცხვები და რატომ უნდა გამოიყენოთ InexPay?

    ფინანსური ოპერაციების გამარტივება თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საერთაშორისო გადარიცხვებს ეხება. SEPA (Single Euro Payments Area) გადარიცხვები სწორედ ამისთვის შეიქმნა – ევროპაში ფულის გაგზავნისა და მიღების გასამარტივებლად.


    რა არის SEPA?

    SEPA ევროპული საგადახდო სისტემაა, რომელიც 36 ქვეყანას აერთიანებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ევრო ტრანზაქციები მარტივად, დაბალი საკომისიოთი და რაც მთავარია უმოკლეს დროში.



    რატომ უნდა გამოიყენოთ SEPA გადარიცხვები?

    SEPA-ს უპირატესობები მრავალმხრივია. პირველ რიგში, მისი გამოყენება გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა საერთაშორისო გადარიცხვების სისტემების, რადგან არ საჭიროებს დაზღვევას და სისტემა გზავნილს ავტომატურად აზღვევს. გზავნილს ასევე არ უწევს შუამავალი ბანკის გავლა და მიმღების ანგარიშზე ზუსტად ის თანხა ირიცხება, რაც გადარიცხეთ.

    ამასთანავე, ტრანზაქციები ერთ სამუშაო დღეში ისახება და უსაფრთხოა, რადგან რეგულირდება ევროპული ცენტრალური ბანკის მიერ და არ საჭიროებს რთულ საბანკო პროცედურებს – საკმარისია მხოლოდ IBAN-ის მითითება.

    რა უპირატესობები აქვს InexPay-თ თანხის გადარიცხვას SEPA-ს ქვეყნებში?

    InexPay მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და დაბალტარიფიან სერვისს  სთავაზობს ევროპაში ფულის გასაგზავნად. თანხის გადარიცხვა ხდება შეღავათიანი, ფიქსირებული საკომისიოებით, რაც დამოკიდებულია გადარიცხვის მოცულობაზე.

    1€-დან 400€-მდე – 4€

    401€-დან 1000€-მდე – 1%

    1001€-დან 10000€-მდე – 10€

    10001€-დან – 15€

    ეს გამჭვირვალე სატარიფო სისტემა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წინასწარ გაითვალისწინონ საჭირო თანხები, აირიდონ ყოველგვარი ფარული ხარჯები და უფრო ეფექტურად დაგეგმონ ფინანსები.

    რომელი ქვეყნები არიან გაერთიანებული SEPA-ს სისტემაში?

    ამ ეტაპზე SEPA-ს ზონაში ევროპის 36 ქვეყანა შედის, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ფარგლებში გადარიცხვები შესაძლებელია მარტივად, სწრაფად და დაბალი საკომისიოებით. გარდა ევროკავშირის ყველა ქვეყნისა, ჩამონათვალში ასევე რამდენიმე დამატებითი ქვეყანაა, როგორიცაა ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და დიდი ბრიტანეთი.