🚀მართეთ ფული მარტივად Inexpay-ით! 💸 გაგზავნეთ, გადაიხადეთ და დაზოგეთ – ყველაფერი ერთ აპლიკაციაში 🔒აპლიკაციის გადმოწერა 📲

x-close



Edit Template

1 წუთის წასაკითხი

რა არის SEPA გადარიცხვები და რატომ უნდა გამოიყენოთ InexPay?


ფინანსური ოპერაციების გამარტივება თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საერთაშორისო გადარიცხვებს ეხება. SEPA (Single Euro Payments Area) გადარიცხვები სწორედ ამისთვის შეიქმნა – ევროპაში ფულის გაგზავნისა და მიღების გასამარტივებლად.


რა არის SEPA?

SEPA ევროპული საგადახდო სისტემაა, რომელიც 36 ქვეყანას აერთიანებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ევრო ტრანზაქციები მარტივად, დაბალი საკომისიოთი და რაც მთავარია უმოკლეს დროში.



რატომ უნდა გამოიყენოთ SEPA გადარიცხვები?

SEPA-ს უპირატესობები მრავალმხრივია. პირველ რიგში, მისი გამოყენება გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა საერთაშორისო გადარიცხვების სისტემების, რადგან არ საჭიროებს დაზღვევას და სისტემა გზავნილს ავტომატურად აზღვევს. გზავნილს ასევე არ უწევს შუამავალი ბანკის გავლა და მიმღების ანგარიშზე ზუსტად ის თანხა ირიცხება, რაც გადარიცხეთ.

ამასთანავე, ტრანზაქციები ერთ სამუშაო დღეში ისახება და უსაფრთხოა, რადგან რეგულირდება ევროპული ცენტრალური ბანკის მიერ და არ საჭიროებს რთულ საბანკო პროცედურებს – საკმარისია მხოლოდ IBAN-ის მითითება.

რა უპირატესობები აქვს InexPay-თ თანხის გადარიცხვას SEPA-ს ქვეყნებში?

InexPay მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და დაბალტარიფიან სერვისს  სთავაზობს ევროპაში ფულის გასაგზავნად. თანხის გადარიცხვა ხდება შეღავათიანი, ფიქსირებული საკომისიოებით, რაც დამოკიდებულია გადარიცხვის მოცულობაზე.

1€-დან 400€-მდე – 4€

401€-დან 1000€-მდე – 1%

1001€-დან 10000€-მდე – 10€

10001€-დან – 15€

ეს გამჭვირვალე სატარიფო სისტემა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წინასწარ გაითვალისწინონ საჭირო თანხები, აირიდონ ყოველგვარი ფარული ხარჯები და უფრო ეფექტურად დაგეგმონ ფინანსები.

რომელი ქვეყნები არიან გაერთიანებული SEPA-ს სისტემაში?

ამ ეტაპზე SEPA-ს ზონაში ევროპის 36 ქვეყანა შედის, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ფარგლებში გადარიცხვები შესაძლებელია მარტივად, სწრაფად და დაბალი საკომისიოებით. გარდა ევროკავშირის ყველა ქვეყნისა, ჩამონათვალში ასევე რამდენიმე დამატებითი ქვეყანაა, როგორიცაა ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და დიდი ბრიტანეთი.