🚀მართეთ ფული მარტივად Inexpay-ით! 💸 გაგზავნეთ, გადაიხადეთ და დაზოგეთ – ყველაფერი ერთ აპლიკაციაში 🔒აპლიკაციის გადმოწერა 📲

x-close



Edit Template

l.gulmagarashvili@intelexpress.ge

  • ფინანსური გზამკვლევი ფილიპინელი ექსპატებისთვის საქართველოში

    ფინანსური გზამკვლევი ფილიპინელი ექსპატებისთვის საქართველოში

    როგორ ამარტივებს InexPay ყოველდღიურ ფინანსურ საკითხებს

    საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა შეიძლება საინტერესო გამოცდილება იყოს, თუმცა ახალ ქვეყანაში ფინანსური საკითხების მართვა ყოველთვის მარტივი არ არის.

    საქართველოში მცხოვრებ ფილიპინელებს ხშირად სჭირდებათ პრაქტიკული და საიმედო გზა ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სამართავად, იქნება ეს სახლში თანხის გაგზავნა, ვალუტის გაცვლა, ადგილობრივი გადასახადების გადახდა თუ ისეთი სერვისის გამოყენება, რომელიც მარტივი და გასაგებია.იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა ფინანსური ოპერაციისთვის სხვადასხვა სერვისის გამოყენება გახდეს საჭირო, InexPay მნიშვნელოვან ფინანსურ მომსახურებებს ერთ მობილურ აპლიკაციაში აერთიანებს. ეს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ მომხმარებლებს ფინანსური საქმეები უფრო სწრაფად და კომფორტულად მართონ.

    ერთი აპლიკაცია ყოველდღიური ფინანსური საჭიროებებისთვის

    InexPay მხოლოდ ფულადი გზავნილების აპლიკაცია არ არის. აპლიკაცია ერთ სივრცეში აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფინანსურ სერვისს, მათ შორის:

    • საერთაშორისო ფულადი გზავნილები
    • საბანკო გადარიცხვები
    • თანხის გაგზავნა GCash ანგარიშებზე ფილიპინებში
    • ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა
    • ვალუტის კონვერტაცია
    • კომუნალური და სხვა აუცილებელი ადგილობრივი გადასახადები

    ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს აღარ უწევთ სხვადასხვა სერვისის მოძიება მარტივი ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად.

    ფილიპინებში თანხის გაგზავნა მარტივად

    საქართველოში მცხოვრები ბევრი ფილიპინელისთვის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური საჭიროება ოჯახისთვის თანხის გაგზავნაა.

    InexPay-ის აპლიკაციით ფილიპინებში თანხის გაგზავნის რამდენიმე მეთოდია ხელმისაწვდომი, იმის მიხედვით, თუ რომელი ვარიანტია მიმღებისთვის ყველაზე მოსახერხებელი. ხელმისაწვდომი ვარიანტებია:

    • პირდაპირი საბანკო გადარიცხვები
    • გადარიცხვა GCash ანგარიშზე
    • ნაღდი თანხის მიღება პარტნიორ ქსელებში

    საბანკო გადარიცხვების შემთხვევაში თანხის მიღება შესაძლებელია ისეთ ბანკებში, როგორიცაა Metrobank, BDO და PNB. ნაღდი თანხის კი შესაძლებელია პარტნიორ ქსელებში, მაგალითად Cebuana და Palawan. ეს მომხმარებლების ოჯახებსა და ახლობლებს აძლევს შესაძლებლობას თავად აირჩიონ თანხის მიღების ყველაზე მოსახერხებელი გზა.

    პრაქტიკული მაგალითი

    მაგალითად, მარია მუშაობს თბილისში და სურს თანხა გაუგზავნოს ოჯახს ფილიპინებში.

    ის გადმოწერს InexPay აპლიკაციას, დარეგისტრირდება და ერთჯერადად გაივლის იდენტიფიკაციას უახლოეს IntelExpress-ის ფილიალში. ამის შემდეგ თანხის გაგზავნა უკვე პირდაპირ აპლიკაციიდან შეუძლია.

    თუ ოჯახი თანხის მიღებას ბანკის ანგარიშზე ამჯობინებს, შესაძლებელია გადარიცხვა პარტნიორ ბანკში. თუ უფრო მოსახერხებელია მობილურ საფულეში მიღება – შესაძლებელია GCash-ის არჩევა.


    თუ მიმღები ნაღდი თანხის მიღებას ამჯობინებს – ესეც შესაძლებელია პარტნიორ ლოკაციებში.

    ასე რომ, სხვადასხვა სერვისის ძებნისა და რთული პირობების შედარების ნაცვლად, ყველა ოპერაცია შესაძლებელია ერთ აპლიკაციაში.

    მარია იგივე აპლიკაციით საქართველოში კომუნალურ გადასახადებსაც გადაიხდის. მისთვის ეს ნიშნავს:

    • ნაკლებ სტრესს
    • დროის დაზოგვას, რადგან არ მოუწევს სხვადასხვა ლოკაციებზე ფიზიკურად მისვლა
    • მეტ სიმშვიდეს, რადგან იცის, რომ უსაფრთხო სერვისით სარგებლობს

    სრული პროცესი – აპლიკაციის გადმოწერიდან თანხის გაგზავნამდე

    InexPay-ის გამოყენების პროცესი მარტივი და გასაგებია ყველასთვის:

    1. აპლიკაციის გადმოწერა

    პირველ ეტაპზე საჭიროა InexPay მობილური აპლიკაციის გადმოწერა App Store-დან ან Google Play-დან.

    2. რეგისტრაცია

    შემდეგ აპლიკაციაში ხდება ანგარიშის შექმნა და საჭირო პერსონალური ინფორმაციის მითითება.

    3. ერთჯერადი იდენტიფიკაცია

    ყველა სერვისზე სრული წვდომის მისაღებად საჭიროა იდენტიფიკაციის ერთჯერადი გავლა IntelExpress-ის ფილიალში.

    ეს პროცესი აუცილებელია უსაფრთხოების და რეგულაციების დაცვის მიზნით. IntelExpress-ის ფილიალების სრული სია ხელმისაწვდომია აქ: https://inteliexpress.com/ka/misamartebi/

    4. აპლიკაციის გამოყენება

    იდენტიფიკაციის დასრულების შემდეგ მომხმარებლებს შეუძლიათ ყველა ფინანსური ოპერაცია პირდაპირ აპლიკაციიდან მართონ და აღარ საჭიროებენ ფილიალში განმეორებით ვიზიტს.

    5. თანხის გაგზავნა

    ტრანზაქციის შესასრულებლად საჭიროა ქვეყნის არჩევა, გადარიცხვის მეთოდის განსაზღვრა, მიმღების მონაცემების შეყვანა, თანხისა და კურსის გადამოწმება და ოპერაციის დასრულება.

    პროცესი მარტივად გასაგებია მათთვისაც კი, ვინც აპლიკაციას პირველად იყენებს.

    ვალუტის კონვერტაცია კონკურენტული კურსით

    InexPay-ის საშუალებით ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია კონკურენტული კურსით, რომელიც უკეთესია, ვიდრე:

    • ბანკის კურსი
    • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კურსი
    • სავალუტო ჯიხურების კურსი

    ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაზოგოს მეტი თანხა როგორც გზავნილების შესრულებისას, ასევე საერთაშორისო გადარიცხვების დროს.

    ყოველდღიური გამოყენებისთვის კომფორტული 

    InexPay მხოლოდ საერთაშორისო ფულადი გზავნილებისთვის არ გამოიყენება. აპლიკაცია ასევე საშუალებას იძლევა გადაიხადოს კომუნალური და სხვა აუცილებელი გადასახადები საქართველოში.

    ამგვარად, მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ აპლიკაციაში მართონ როგორც საზღვარგარეთ თანხის გაგზავნა, ისე ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები საქართველოში.

    აპლიკაცია ხელმისაწვდომია ფილიპინურ ენაზეც

    ფილიპინელი მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ხელმისაწვდომობა.

    InexPay აპლიკაცია ხელმისაწვდომია ფილიპინურ ენაზეც, რაც აპლიკაციის გამოყენებას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის მათთვის, ვისაც სერვისის საკუთარ ენაზე გამოყენება ურჩევნია.

    მომხმარებელთა მხარდაჭერა

    InexPay მომხმარებლებს სთავაზობს მხარდაჭერას ქართულ და ინგლისურ ენებზე.

    დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც დისტანციურად ოფიციალური მხარდაჭერის არხების საშუალებით, ასევე IntelExpress-ის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.

    რეგულაცია და ლიცენზია

    InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).

    ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.

    ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers 

    შეჯამება

    საზღვარგარეთ ცხოვრება უკვე მრავალი ცვლილებისგან შედგება, ფინანსების მართვა არ უნდა იყოს კიდევ ერთი რთული საკითხი.

    საქართველოში მცხოვრები ფილიპინელებს InexPay სთავაზობს მარტივ და მოქნილ გზას ფულადი გზავნილების, ვალუტის გაცვლის, გადასახადებისა და ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სამართავად – ერთ აპლიკაციაში.

  • მე-8 საუკუნის ფინტექი ანუ როგორ იგზავნებოდა ფული InexPay-ს აპლიკაციის გარეშე

    მე-8 საუკუნის ფინტექი ანუ როგორ იგზავნებოდა ფული InexPay-ს აპლიკაციის გარეშე

    ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირველი ფულადი გზავნილები არა ბანკებით, აპლიკაციებით ან ტელეგრაფით, არამედ ნდობითა და სიტყვით იგზავნებოდა. ეს ყველაფერი კი არც მეტი, არც ნაკლები მე-8 საუკუნეში, მაშინ, როდესაც კაცობრიობა ჯერ კიდევ ცხენით გადაადგილდებოდა და არც ქაღალდის ფული არსებობდა.

    სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა სისტემა, რომელსაც ჰავალა (Hawala) ეწოდებოდა, რომლის იდეა მარტივი იყო, მაგრამ გენიალური:

    ადამიანი ერთ ქვეყანაში აგენტს აძლევდა ფულს და სთხოვდა, რომ მისი მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის სხვა ქვეყანაში იგივე თანხა გადაეცა.

    ფული რეალურად არ გადაადგილდებოდა, უბრალოდ აგენტები ერთმანეთს ენდობოდნენ და მოგვიანებით ანგარიშს უსწორებდნენ.

    სწორედ ასე დაიწყო საერთაშორისო გადარიცხვების ისტორია:

    არ იყო ბანკები, არ იყო აპლიკაციები, მაგრამ არსებობდა მთავარი ღირებულება – ნდობა.

    და ის იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ჰავალას სისტემა საუკუნეების განმავლობაში მუშაობდა ინდოეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე.

    როცა სიტყვა იყო კონტრაქტი

    ჰავალას აგენტები ფულს არ ინახავდნენ სეიფებში და არც ქაღალდებზე აწერდნენ ხელს, მათი კონტრაქტი იყო სიტყვა და პატიოსნება.

    დღეს ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იმ პერიოდში ეს საკმარისი იყო – ფული თავისუფლად მოძრაობდა ხალხიდან ხალხამდე, ყოველგვარი საბანკო სისტემის გარეშე.

    მოკლედ რომ ვთქვათ, ჰავალა იყო პირველი „ფინტექი“, რომელსაც Wi-Fi არ სჭირდებოდა.

    რა შეიცვალა თითქმის 1300 წლის შემდეგ?

    მე-8 საუკუნის Hawala-ს შემდეგ კაცობრიობამ უამრავი ეტაპი გაიარა: ტელეგრაფი, ფულადი გზავნილები მაღალი საკომისიოებით, რიგებითა და განაღდების პრობლემებით. საბოლოოდ კი მივედით იქამდე, რომ ახლა ფულის გაგზავნა თუ საბანკო ან საბარათე გადარიცხვების შესრულება შეგვიძლია რამდენიმე კლიკით  InexPay-ს აპლიკაციაში, თანაც სახლიდან გაუსვლელად.

    უბრალოდ ხსნით აპლიკაციას, გადიხართ მარტივ რეგისტრაციასა და ავტორიზაციას და ასრულებთ InteliExpress-ის სისტემით საერთაშორისო ფულად გზავნილებს 50-ზე მეტ ქვეყანაში ან საბანკო და საბარათე გადარიცხვებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, საუკეთესო ტარიფებითა და კონვერტაციის კურსით.

    სიტყვიდან ლიცენზიამდე ანუ ნდობის ევოლუცია

    მე-8 საუკუნეში ნდობა ნიშნავდა პირად სიტყვას. დღეს ნდობა ნიშნავს რეგულაციას, გამჭვირვალობას და უსაფრთხოების სტანდარტებს, რომლებიც იცავს მომხმარებლის თითოეულ ტრანზაქციას.

    სიტყვით დადებული ხელშეკრულება შეიცვალა ლიცენზიით, მაგრამ იდეა იგივე დარჩა – სანდოობა.

    თუ ოდესღაც ფულს აგენტს აბარებდნენ იმ იმედით, რომ ის სიტყვას არ დაარღვევდა, დღეს ამ ნდობას არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის ზედამხედველობითაც მუშაობს InexPay (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ლიცენზია №0088-2904).

    ეს ნიშნავს, რომ ყოველი გადარიცხვა დაცულია კანონით, თქვენი თანხები ინახება ბანკში სპეციალურ (ნომინალური მფლობელობის) ანგარიშებზე და სისტემა სრულად შეესაბამება საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებს.

  • ინტელიექსპრესის სალომბარდე სესხების მართვა უკვე InexPay-ს აპლიკაციიდან არის შესაძლებელი

    ინტელიექსპრესის სალომბარდე სესხების მართვა უკვე InexPay-ს აპლიკაციიდან არის შესაძლებელი

    მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ რეალობაში ვცხოვრობთ, სალომბარდე სესხები მაინც დიდხანს დარჩა „ტრადიციულად ფიზიკური“ – ფილიალებში სიარული, ქვითრები, რიგები და უამრავი დაკარგული დრო. 

    ახლა უკვე საკომისიოს გარეშე შეგიძლიათ დაფაროთ ინტელიექსპრესის სალომბარდე სესხი.

    სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო გაგვემარტივებინა ინტელიექსპრესის ლომბარდით სარგებლობა და ახალი ფუნქციონალი დავამატეთ ჩვენს აპლიკაციაში. ამასთანავე, სესხის დაფარვას სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეძლებთ.

    რატომ უნდა დავაკავშიროთ ინტელიექსპრესის სალომბარდე სესხი InexPay-სთან?

    გარდა იმისა, რომ პროცედურა ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე კლიკით სრულდება, ახალი ფუნქცია გაძლევთ მოქნილობას და კონტროლის სრულ თავისუფლებას:

    დავალიანების მონიტორინგი – რეალურ დროში ნახავთ ზუსტ დავალიანებას, უზრუნველყოფილ ნივთებს და InexPay-ს აპლიკაციით შესრულებული გადახდების ისტორიას.

    სწრაფი და მარტივი გადახდების შესრულება – ძირის, პროცენტის და ჯარიმის გადახდა შეგიძლიათ მარტივად, სახლიდან გაუსვლელად. ასევე, შესაძლებელია სესხის სრულად დაფარვა.

    დროისა და ფინანსების ოპტიმიზაცია – სერვისი 24/7-ზე ხელმისაწვდომია და ნებისმიერი ოპერაციის შესრულებას უსწრაფესად შეძლებთ.

    როგორ მუშაობს?

    1. გადმოწერეთ InexPay-ს აპლიკაცია
    2. გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია
    3. დააკავშირეთ თქვენი ინტელიექსპრესის სესხი – სესხის დასაკავშირებლად საკმარია თანხმობა, არ საჭიროებს დამატებითი მონაცემების შევსებას
    1. სესხის დაკავშირების შემდეგ სალომბარდე სესხების გვერდზე გამოჩნდება:
    • თქვენი მიმდინარე სესხები
    • გადასახდელი პროცენტი
    • გადახდის თარიღი
    • დარჩენილი ძირი 
    • ასათვისებელი ლიმიტი.

    დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ „დეტალების ნახვას“, ხოლო „გაგრძელებაზე“ დაჭერით გაიხსნება ფანჯარა, სადაც შეძლებთ როგორც პროცენტის/ჯარიმის გადახდას, ისე სესხის სრულად დაფარვას.

    აირჩევთ სასურველ ანგარიშს და დაადასტურებთ ტრანზაქციას.

    ახლა უკვე შეგიძლიათ მარტივად, ერთი სივრციდან მართოთ თქვენი მიმდინარე ინტელიექსპრესის სალომბარდე სესხები.

    რეგულაცია და ლიცენზია

    InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).

    ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.

    ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers 

    შეგახსენებთ, რომ InexPay-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე.

  • InexPay – ფინანსური აპლიკაცია ექსპატებისთვის საქართველოში

    InexPay – ფინანსური აპლიკაცია ექსპატებისთვის საქართველოში

    საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხშირად გაურკვეველი და ბუნდოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა:

    როგორ გადაცვალონ ვალუტა მარტივად?
    სად გადაიხადონ კომუნალური გადასახადები რიგების გარეშე?
    როგორ შეავსონ ბალანსი ან გაგზავნონ ფული სხვა ქვეყანაში?

    ინდოეთიდან, საფრანგეთიდან, ინდონეზიიდან, ბრიტანეთიდან, უკრაინიდან თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსახლეობისთვის ფინანსური პროცესების მართვა ხშირად ძალიან რთულია. InexPay კი სწორედ ამ პროცესების გასამარტივებლად შეიქმნა.

    რა არის InexPay?

    InexPay მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც ექსპატებს ეხმარება ყოველდღიური ფინანსური საქმიანობის მართვაში – სწრაფად, ხელმისაწვდომ ფასად, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცესების გარეშე და რაც მთავარია – სახლიდან გაუსვლელად.

    მნიშვნელოვანი შეხსენება: იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს ქართული ID, აუცილებელია ვერიფიკაციის გავლა InteliExpress-ის ნებისმიერ ფილიალში.

    დღეს უკვე ათასობით ექსპატი ენდობა InexPay-ს, მათ შორის ადამიანები შემდეგი ქვეყნებიდან: ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ინდოეთი, ინდონეზია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნეპალი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაკისტანი, ფილიპინები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შრი-ლანკა, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, ბრიტანეთი და უზბეკეთი.

    რას სთავაზობს InexPay ექსპატებს?

    InexPay-ს აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია:

    • ვალუტის გადაცვლა აპლიკაციაში
    • ბალანსის შევსება ნაღდი ანგარიშსწორებით, ბარათით ან საბანკო გადარიცხვით
    • კომუნალური გადასახადების გადახდა საქართველოში (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, მობილური, ინტერნეტი და სხვა)
    • საერთაშორისო ფულადი გზავნილების შესრულება 
    • ყველა ფინანსური აქტივობის მართვა ერთი მარტივი აპლიკაციით

    როგორ ხდება ანგარიშის შევსება?

    InexPay-ს ბალანსის შევსება შესაძლებელია სამი მარტივი გზით:

    1. ნაღდი ფულით:
    ნებისმიერ Inteliexpress ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით
    იხილეთ ფილიალების სია

    2. საბანკო გადარიცხვით:
    თანხის გადარიცხვა ქართული ბანკებიდან ყოველგვარი საკომისიების გარეშე

    3. ბარათით:
    ბალანსის მომენტალური შევსება Visa ან Mastercard ბარათებით

    რატომ ირჩევენ ექსპატები InexPay-ს

    • სწრაფი ტრანზაქციები
    • სერვისი ყოველგვარი ფარული საკომისიების გარეშე
    • კონკურენტული გაცვლითი კურსები
    • მარტივი ინტერფეისი
    • ერთ აპლიკაციაში თავმოყრილი ყველა საჭირო ფუნქცია

    მარტივი და საიმედო სერვისი

    საქართველოში მცხოვრები ექსპატებისთვის, რომლებიც აქ მუშაობენ ან სწავლობენ, InexPay უზრუნველყოფს ფინანსური პროცესების გამარტივებას და მართვას სრული გამჭვირვალობით.
    InexPay გადმოწერეთ აპლიკაცია და მართეთ თქვენი ფინანსები მარტივად.

  • როგორ გადავრიცხოთ ფული საქართველოდან ინდოეთში

    როგორ გადავრიცხოთ ფული საქართველოდან ინდოეთში

    მარტივი გზამკვლევი ინდოელი ემიგრანტებისთვის საქართველოში

    საქართველოში მცხოვრები ინდოელი ემიგრანტები, მათ შორის სტუდენტები, თანამშრომლები თუ ბიზნესის მფლობელები ხშირად ეძებენ უსაფრთხო, სწრაფ და ხელმისაწვდომ გზას ფულის გასაგზავნად.

    ხშირად უცხოელი მოქალაქეებისთვის ფინანსური სერვისები არ არის ხელმისაწვდომი და გასაგები, InexPay კი ამ პროცესებს მარტივსა და გამჭვირვალეს ხდის, თანაც ხელმისაწვდომ ფასად.

    ამ ბლოგში გაგიზიარებთ თუ როგორ შეგიძლიათ ფულის გაგზავნა საქართველოდან ინდოეთში InexPay-ს აპლიკაციის გამოყენებით და როგორ დაზოგოთ თანხა ჭკვიანურად.

    რატომ ირჩევენ ინდოელი ემიგრანტები InexPay-ს

    • სწრაფი და საიმედო საერთაშორისო გადარიცხვები
    • საუკეთესო გაცვლითი კურსები (GEL/USD/EUR/GBP → INR)
    • სრულად დაცული და ლიცენზირებული სისტემა
    • 100%-ით ციფრული სერვისი სახლიდან გაუსვლელად
    • გამჭვირვალე ტარიფები ყოველგვარი ფარული საკომისიოების გარეშე
      ქეშ გზავნილის განაღდება შესაძლებელია Muthoot Finance 15000-ზე მეტ ფილიალში მთელი ინდოეთის მასშტაბით. 
    • Cash pick-up და საბანკო გადარიცხვების შესრულება შესაძლებელია იურიდიული პირების ანგარიშებზეც.
    • მიმღების იდენტიცირება IFSC კოდით ხდება.

    რა არის საჭირო გადარიცხვების შესასრულებლად?

    InexPay-ს აპლიკაციის გამოყენება ექსპატებისთვის ძალიან მარტივია:

    1. პირველ რიგში აუცილებელია აპლიკაციის გადმოწერა (iOS ან Android)
    2. რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის გავლა (KYC)
      • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს საქართველოში გაცემული დოკუმენტი (პირადობა, პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა), აუცილებელია ვერიფიკაციის გავლა InteliExpress-ის ნებისმიერ ფილიალში
    3. InexPay-ს ბალანსის შესავსებად ერთ-ერთი მეთოდის გამოყენება:

    როგორ გადაცვრიცხოთ თანხა ინდოეთში?

    1. აპლიკაციაში შესვლის შემდეგ საჭიროა “საბანკო გადარიცხვის” ფუნქციის არჩევა და მიმღებ ქვეყანაში ინდოეთის მონიშვნა
    2. თანხის მიმღების დეტალების სრულად და თანმიმდევრულად შევსება:
      • სახელი და გვარი
      • ბანკის დასახელება
      • IFSC კოდი
      • საბანკო ან საბარათე ანგარიშის ნომერი
      • მობილურის ნომერი
      • დანიშნულება (არასავალდებულო)
    3. სასურველი ვალუტის არჩევა (GEL, USD, EUR ან GBP)
    4. აპლიკაცია ავტომატურად გამოთვლის ინდური რუპიის ეკვივალენტს
    5. დეტალების გადამოწმება და ტრანზაქციის დადასტურება

    ფულადი გზავნილის გაგზავნა მომენტალურად ხორციელდება, ხოლო საბანკო გადარიცხვის შესრულებას მაქსიმუმ 1 სამუშაო დღე სჭირდება. 

    InexPay-ს საშუალებით შესაძლებელია გადარიცხვები ინდოეთის წამყვან ბანკებში:

    • State Bank of India
    • HDFC Bank
    • Punjab National Bank
    • Union Bank of India
    • Axis Bank

    ასევე, თანხის განაღდება შესაძლებელია სხვა 50-ზე მეტ ბანკში ინდოეთის მასშტაბით.

    როგორ აირიდოს მომხმარებელმა ფარული საკომისიოები?

    ბევრი ემიგრანტი ცდილობს თანხის გადარიცხვას პირდაპირ ქართული ბარათიდან ინდოეთში, თუმცა ამ მეთოდს ხშირად ახლავს:

    • მაღალი საკომისიო ვალუტის კონვერტაციისას
    • გადარიცხვის შეფერხება – რამდენიმე საბანკო სისტემის ჩართულობის გამო
    • დამატებითი გადასახადები

    InexPay-ს აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია:

    • ისარგებლოს საუკეთესო გაცვლითი კურსებით
    • გადაირიცხოს თანხა ინდოეთში გამჭვირვალე პირობებით უსწრაფესად
    • ისარგებლოს ყველაზე დაბალი საკომისიოთი

    ლიმიტები

    • Cash Pick – მაქს. 2,500 USD 
    • საბანკო/საბარათე გადარიცხვა — მაქს. 10,000 USD (ეკვივალენტი INR-ში)
    • თუ გზავნილის თანხა აღემატება 50 000 რუპიას (INR), გზავნილი გაიცემა მხოლოდ საბანკო ანაგარიშზე ჩარიცხვით.

    ტარიფები (USD)

    ფულადი გზავნილის ტარიფები

    დანმდესაკომისიო (აშშ დოლარი)
    $0$100$3
    $100$200$4
    $200$300$6
    $300$400$7
    $400$500$8
    $500$750$10
    $750$1,000$15
    $1,000$1,250$20
    $1,250$1,500$25
    $1,500$2,500$30

    საბანკო გადარიცხვების ტარიფები

    დანმდესაკომისიო (აშშ დოლარი)
    $0$100$3
    $100$200$4
    $200$300$6
    $300$400$7
    $400$500$8
    $500$750$10
    $750$1,000$15
    $1,000$1,250$20
    $1,250$1,500$25
    $1,500$5,000$30
    $5,000$8,000$45
    $8,000$10,000$55

    რეგულაცია და ლიცენზია

    InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).

    ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.

    ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers 

    მომხმარებელთა დახმარება

    InexPay-ს მხარდაჭერის გუნდი მომხმარებლებს მომსახურებას უწევს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. მომსახურების მიღება შესაძლებელია დისტანციურად ან InteliExpress-ის ნებისმიერ ფილიალში ადგილზე.

    სანდო და ხელმისაწვდომი გზაა ფულის გასაგზავნად

    რეალურ დროში განახლებადი კურსები, დაბალი ტარიფები და სწრაფი გადარიცხვები – InexPay წარმოადგენს საუკეთესო გამოსავალს ინდოელი ემიგრანტებისთვის.

    შეგახსენებთ, რომ InexPay-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე.

  • გადარიცხეთ თანხა უკრაინაში InexPay-ს აპლიკაციით

    გადარიცხეთ თანხა უკრაინაში InexPay-ს აპლიკაციით

    ნებისმიერი მიმართულებით თანხის გადარიცხვის პროცესში მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია: საკომისიოს ოდენობა, გადარიცხვის სისწრაფე და პროცედურის სიმარტივე.

    InexPay გთავაზობთ გამჭვირვალე და ექსკლუზიურ ტარიფებს უკრაინაში თანხის გადარიცხვისთვის.

    უკრაინაში თანხის გაგზავნისა და გადარიცხვის რამდენიმე მეთოდია შესაძლებელი, განვიხილოთ თითოეული:

    ბარათზე გადარიცხვა უკრაინაში — 0.5% საკომისიო

    თანხა ირიცხება უშუალოდ მიმღების უკრაინულ ბარათზე, პროცედურა მარტივია და ტრანზაქციის შესასრულებლად მხოლოდ მიმღების ბარათის ნომერი დაგჭირდებათ.

    საბანკო გადარიცხვა უკრაინაში — 0.5% საკომისიო

    თანხა პირდაპირ აისახება საბანკო ანგარიშზე უმოკლეს დროში. სერვისი გამჭვირვალე და უსაფრთხოა, საკომისიო კი დაბალი.

    ფულადი გზავნილი უკრაინაში — 0.7% საკომისიო

    საუკეთესო ფასი და მოსახერხებელი სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტნიორ ბანკებში: PrivatBank, OschadBank, A-Bank, Accordbank, CominBank, Cominvestbank, Globus Bank, Industrial Bank, MIB, Motor Bank, UkrGasBank, UnexBank. 

    დეტალური ინფორმაციისთვის: https://inteliexpress.com/ka/georgiatoukraine/

    რატომ უნდა აირჩიოთ InexPay?

    InexPay მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეასრულოს ნებისმიერი ტიპის გადარიცხვა — საბარათე, საბანკო ან ფულადი გზავნილის სახით სრულიად დისტანციურად და სახლიდან გაუსვლელად.

    სერვისი დაცულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს ტრანზაქციების სისწრაფეს, სანდოობასა და გამჭვირვალეობას.

    დაზოგეთ მეტი:

    გადმოწერეთ InexPay-ს აპლიკაცია და ისარგებლეთ ყველაზე დაბალი ტარიფებით უკრაინაში თანხის გადარიცხვაზე.

  • სპეციალური ტარიფები საზღვარგარეთ გადარიცხვებზე

    სპეციალური ტარიფები საზღვარგარეთ გადარიცხვებზე

    თანხის გადარიცხვა საზღვარგარეთ ან თუნდაც ფულადი გზავნილი ხშირად დაკავშირებულია ერთ კითხვასთან — „რამდენია რეალური საკომისიო?“ 

    ზუსტი პასუხი ყველა საკომისიოზე კი ხშირად სადღაც ტექსტის ბოლოშია დამალული.

    გარდა იმისა, რომ InexPay-ში საუკეთესო ტარიფები გვაქვს ნებისმიერი მიმართულებით, როგორც საბარათე და საბანკო გადარიცხვებზე, ასევე ფულად გზავნილებზე, ჩვენი სერვისი სრულიად გამჭვირვალეა. თქვენ ზუსტად იცით, რამდენია საკომისიო ნებისმიერი მიმართულებით, რა კურსით ხდება კონვერტაცია და რა დრო დასჭირდება ტრანზაქციის დამუშავებას. ამ ბლოგში კი დეტალურად გაგიზიარებთ ინფორმაციას სპეციალურ ტარიფებზე სომხეთის, თურქეთის, უზბეკეთისა და უკრაინის მიმართულებით.

    რამდენია გადარიცხვის საკომისიო თითოეულ მიმართულებაზე?

    სახლიდან გაუსვლელად ისარგებლეთ საუკეთესო ტარიფებითა და კონვერტაციის კურსით.

    თანხის გადარიცხვა სომხეთში

    ფულადი გზავნილი სომხეთში – 0.7% საკომისიო 

    თანხის განაღდება სომხეთში ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი მომენტალურად: Ardshinvestbank, AmioBank, Armeconom Bank, Artsakhbank, InecoBank, Ararat Bank, UniBank, IDBank, EvokaBank. დეტალური ინფორმაციისთვის: https://inteliexpress.com/armeniatogeorgia/

    თანხის გადარიცხვა თურქეთში

    პირდაპირ საბანკო ანგარიშზე – 0.8% საკომისიო. 

    თურქეთის ნებისმიერ ბანკში, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან. სწრაფი დამუშავება და დაბალი ფასი.

    ფულადი გზავნილი თურქეთში – 1% საკომისიო გაუგზავნეთ თანხა ყველაზე მოსახერხებელი ფორმით, მიმღები მომენტალურად შეძლებს გზავნილის მიღებას მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტნიოტ ბანკებში: Send-R, UPT , Payporter BRQ LINK PGPARA, PTT.

    თანხის გადარიცხვა უზბეკეთში

    საბარათე გადარიცხვა უზბეკეთში – 1% საკომისიო 

    გადარიცხვა პირდაპირ Humo და Uzcard ბარათებზე, რომელიც ყველაზე პოპულარულია უზბეკეთში და ტრანზაქციის შესასრულებლად მხოლოდ ბარათის ნომერი დაგჭირდებათ.

    თანხის გადარიცხვა უკრაინაში

    ბარათზე გადარიცხვა უკრაინაში – 0.5% საკომისიო 

    ყველაზე დაბალი ტარიფი უკრაინულ ბარათებზე თანხის გადარიცხვისთვის.

    საბანკო გადარიცხვა უკრაინაში – 0.5% საკომისიო

    თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე აისახება უმოკლეს დროში.

    ფულადი გზავნილი უკრაინაში – 0.7% საკომისიო 

    საუკეთესო ფასი და მოსახერხებელი სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტნიორ ბანკებში:  PrivatBank, OschadBank, A-Bank, Accordbank, CominBank, Cominvestbank, Globus Bank, Industrial Bank, MIB, Motor Bank, UkrGasBank, UnexBank. დეტალური ინფორმაციისთვის: https://inteliexpress.com/ka/georgiatoukraine/

    ჩამოტვირთეთ InexPay-ს მარტივი ფინანსური აპლიკაცია, გაიარეთ რეგისტრაცია და ისარგებლეთ ყველა უპირატესობით.

  • როგორ გადავიხადოთ კომუნალურები უფასოდ? ექსკლუზიური შეთავაზება

    როგორ გადავიხადოთ კომუნალურები უფასოდ? ექსკლუზიური შეთავაზება

    კომუნალურების გადახდა ყოველთვიური რუტინული საკითხია, რომელსაც თითოეული ჩვენგანი თავისი ფინანსების მიხედვით მართავს. ამ მოსაწყენ საქმეს ჩვენ ვერ შევცვლით, თუმცა გთავაზობთ შეცვალოთ გადახდის გზა, რომელიც დაგეხმარებათ მეტის დაზოგვაში.

    InexPay-ს აპლიკაციაში ყველა კომუნალური გადასახადის გადახდას საკომისიოს გარეშე შეძლებთ.

    რას მოიცავს შეთავაზება?

    • ელექტროენერგია, გაზი, წყალმომარაგება და დასუფთავება
    • ინტერნეტი, ტელევიზია და ტელეფონი
    • მობილურის ბალანსის შევსება და პაკეტები

    რატომ არის ეს შეთავაზება ნებისმიერი კომუნალური გადასახადის გადამხდელისთვის საინტერესო?

    საშუალოდ თითოეულ კომუნალურზე 0.50-1.00 ლარია საკომისიო, მაშინ კი, როდესაც მინიმუმ 3-4 კომუნალურ გადასახადს იხდის ერთი მომხმარებელი, ამ თანხის დაზოგვა ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.

    როგორ უნდა ისარგებლოთ InexPay-ს შეთავაზებით?

    კომუნალური გადახდების საკომისიოს გარეშე გადასახდელად მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ:

    1. გადმოწერეთ InexPay-ს აპლიკაცია
    2. გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია ან შედით პირად ანგარიშზე
    3. აირჩიეთ “კომუნალურები” და სასურველი კატეგორია 
    4. აირჩიეთ პროვაიდერი და შეიყვანეთ აბონენტის ნომერი
    5. მიუთითეთ სასურველი თანხა და დაადასტურეთ ტრანზაქცია

    რატომ ავირჩიოთ InexPay? 

    InexPay მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად შეასრულოთ სხვადასხვა ფინანსური ოპერაციები და გადაიხადოთ კომუნალურები საკომისიოს გარეშე.

  • გადაცვალეთ ვალუტა ჭკვიანურად და დაზოგეთ მეტი InexPay-ში

    გადაცვალეთ ვალუტა ჭკვიანურად და დაზოგეთ მეტი InexPay-ში

    ჩვენს რეალობაში ვალუტის გადაცვლა უმარტივესი პროცედურაა და ამის უამრავი ალტერნატივა თუ შესაძლებლობა არსებობს, იქნება ეს ბანკი, მობილური აპლიკაცია, ჯიხური თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ხშირად კურსები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და დროის სიმცირის გამო რთულია ყველა გადაამოწმოთ, შეადაროთ და საუკეთესო შეარჩიოთ. როცა დრო არ გაქვთ, მაგრამ არ გინდათ საკომისიოებში გადაიხადოთ ზედმეტი თანხა InexPay გთავაზობთ მარტივ გამოსავალს.

    ეს არის სივრცე, სადაც სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს, გარანტირებულად საუკეთესო კურსით შეძლებთ ვალუტის გადაცვლას — მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ.

    რომელი ვალუტის გადაცვლა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად InexPay-ს აპლიკაციაში?

    გარდა იმისა, რომ ჩვენს მარტივ ფინანსური აპლიკაციაში საუკეთესო გაცვლითი კურსებით ისარგებლებთ, ჩვენი სერვისი 24/7-ზე ხელმისაწვდომია, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ვალუტა გაცვალოთ მაშინ, როცა თქვენთვის მოსახერხებელია — დილით, საღამოს და შაბათ-კვირასაც კი.

    InexPay-ში შეგიძლიათ მარტივად გადაცვლოთ:

    • ლარი (GEL)
    • დოლარი (USD)
    • ევრო (EUR)
    • გირვანქა სტერლინგი (GBP)

    კურსები განახლებულია რეალურ დროში და შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი მიმართულება იმ ვალუტებს შორის, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ — მოგზაურობისთვის, გადარიცხვებისთვის, ონლაინ შოპინგისთვის თუ ფულადი გზავნილებისთვის.

    რა ხდება, როცა InexPay-ს იყენებთ?

    გარდა ვალუტის კონვერტაციისა, კონკურენტული კურსი მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილებისა და საერთაშორისო გადარიცხვების დროს.

    InexPay-ს აპლიკაციით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გაგზავნოთ და მიიღოთ საერთაშორისო ფულადი გზავნილები და შეასრულოთ საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები საუკეთესო კურსით.

    როგორ ისარგებლოთ ჩვენი ფინანსური სერვისებით?

    • გადმოწერეთ InexPay-ს მობილური აპლიკაცია App Store ან Google Play-დან
    • გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია, რომელსაც სულ 2 წუთი სჭირდება
    • შეავსეთ ბალანსი თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით: ინტერნეტბანკიდან, ბარათით ან InteliExpress-ის სალაროებიდან
    • გადაცვალეთ სასურველი ვალუტა

    დაიწყეთ ყველაზე მოქნილი და მომგებიანი სერვისებით სარგებლობა დღეს!

  • იტალიაში უკვე ხელმისაწვდომია InexPay – ახალი შესაძლებლობები ემიგრანტებისთვის

    იტალიაში უკვე ხელმისაწვდომია InexPay – ახალი შესაძლებლობები ემიგრანტებისთვის

    ახლა უკვე იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ InexPay-ს აპლიკაციით — სერვისით, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს მარტივს, სწრაფს და უსაფრთხოს ხდის.

    InexPay-ს აპლიკაციით შეგიძლიათ:

    • გაგზავნოთ ფულადი გზავნილები იტალიიდან საქართველოს და სხვა მიმართულებებით
    • დააკონვერტიროთ ვალუტა საუკეთესო კურსით
    • შეასრულოთ საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები იტალიიდან, მათ შორის SEPA ტრანზაქციები

    აპლიკაციის საშუალებით ფინანსური ოპერაციები ხორციელდება მაქსიმალურად მარტივად, უსაფრთხოდ და მოქნილად – და რაც ყველაზე მთავარია, სახლიდან გაუსვლელად.

    როგორ შეავსოთ ბალანსი იტალიიდან?

    იტალიაში მყოფ მომხმარებლებს შეუძლიათ InexPay ბალანსის შევსება პირდაპირ InteliExpress-ის ფილიალებში, რომლებიც ფუნქციონირებს შემდეგ მისამართებზე:

    ბარი (Bari)

    მისამართი: Piazza Aldo Moro 6/7
    სამუშაო საათები:
    ორშაბათი – შაბათი: 09:00 – 19:00
    კვირა: 09:00 – 19:00
    ტელეფონი: +39 080 219 3597
    ფილიალის კოდი: 501/502

    რომი (Roma)

    მისამართი: Via di S. Vito, 6, 00185
    სამუშაო საათები:
    ორშაბათი – კვირა: 09:00 – 19:00
    ტელეფონი: +39 06 636945
    ფილიალის კოდი: 504/506

    მარტივი და მოსახერხებელი

    ინექსფეი ყოველთვის ცდილობს, რომ ფინანსური ოპერაციები იყოს მარტივი და ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის. იტალიაში აპლიკაციის ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი ნაბიჯია ამ მიმართულებით, რომელიც ემიგრანტების ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს.

    ჩამოტვირთეთ InexPay-ს აპლიკაცია და ისარგებლეთ ყველა შესაძლებლობით