🚀მართეთ ფული მარტივად Inexpay-ით! 💸 გაგზავნეთ, გადაიხადეთ და დაზოგეთ – ყველაფერი ერთ აპლიკაციაში 🔒აპლიკაციის გადმოწერა 📲

x-close



Edit Template

l.gulmagarashvili@intelexpress.ge

  • InexPay-ში ბანგლადეშის მიმართულებით საბანკო გადარიცხვები დაემატა

    InexPay-ში ბანგლადეშის მიმართულებით საბანკო გადარიცხვები დაემატა

    ბანგლადეშში თანხის გაგზავნა ახლა კიდევ უფრო მარტივია. InexPay-ში ბანგლადეშის მიმართულებით საბანკო გადარიცხვის სერვისი უკვე ხელმისაწვდომია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თანხა პირდაპირ ბანგლადეშის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე გაგზავნონ.

    საერთაშორისო გადარიცხვისას მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი – რამდენად სწრაფად ჩარიცხავს თანხას, რამდენს გადაიხდის საკომისიოს სახით და რამდენად მარტივად შეძლებს მიმღები თანხის მიღებას. 

    ამ ბლოგში მოგიყვებით ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც ბანგლადეშში თანხის გადარიცხვამდე უნდა გაეცნოთ.

    როგორ შეგიძლიათ თანხის გაგზავნა ბანგლადეშში?

    InexPay-ის საშუალებით შეგიძლიათ თანხა ბანგლადეშის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე გადარიცხოთ. ეს ნიშნავს, რომ მიმღებს არ სჭირდება კონკრეტული ბანკის არჩევა ან სპეციალური ანგარიშის გახსნა – თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება.

    სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ბანგლადეშში ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის ან სხვა პირებისთვის თანხის გაგზავნა რეგულარულად უწევს.

    რა პირობებით შეგიძლიათ ისარგებლოთ?

    ბანგლადეშში საბანკო გადარიცხვა InexPay-ში მომხმარებლებს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობს:

    • საკომისიო 5 დოლარიდან – თანხის გაგზავნა ხელმისაწვდომი ტარიფით;
    • კონკურენტული გაცვლითი კურსი – თანხის კონვერტაცია ხელსაყრელი პირობებით;
    • ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა – მიმღებს თანხის მიღება ბანგლადეშის ნებისმიერ ბანკში შეუძლია.

    რატომ არის საბანკო გადარიცხვა მოსახერხებელი?

    საბანკო ანგარიშზე პირდაპირ ჩარიცხვა განსაკუთრებით პრაქტიკულია მაშინ, როდესაც მიმღებს თანხის მიღება ყოველდღიური ხარჯებისთვის, გადასახადებისთვის ან სხვა საჭიროებებისთვის სჭირდება.

    ამ შემთხვევაში თანხის მიღება შესაძლებელია პირდაპირ საკუთარ საბანკო ანგარიშზე, დამატებითი ნაბიჯების გარეშე.

    ბანგლადეშში თანხის გაგზავნა ახლა უკვე InexPay-ით

    საერთაშორისო ფინანსური ოპერაციების გამარტივება InexPay-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

    ჩამოტვირთეთ InexPay და მართეთ საერთაშორისო გადარიცხვები მარტივად, უსაფრთხოდ და კომფორტულად.

  • როგორ შეავსოთ InexPay Wallet-ის ბალანსი ინტერნეტბანკიდან – სრული გზამკვლევი

    როგორ შეავსოთ InexPay Wallet-ის ბალანსი ინტერნეტბანკიდან – სრული გზამკვლევი

    InexPay მუდმივად ზრუნავს, რომ ფინანსური ოპერაციები მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს. სწორედ ამიტომ, ბალანსის შევსება შეგიძლიათ პირდაპირ თქვენი ინტერნეტბანკიდან, აპლიკაციიდან მიღებული მონაცემების გამოყენებით.

    პროცესი სულ რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება, თუმცა მნიშვნელოვანია თითოეული ეტაპი სწორად შეასრულოთ, რათა თანხა თქვენს ანგარიშზე შეფერხების გარეშე აისახოს.

    ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, როგორ უნდა შეავსოთ InexPay-ის ბალანსი ინტერნეტბანკიდან.

    ნაბიჯი 1 – გახსენით ბალანსის შევსების გვერდი

    შედით InexPay აპლიკაციაში და ქვედა მენიუდან აირჩიეთ გადარიცხვები.

    შემდეგ გახსენით ბალანსის შევსების გვერდი, სადაც წარმოდგენილია ბალანსის შევსების ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი.


    ნაბიჯი 2 – აირჩიეთ ინტერნეტით ბანკით შევსება (უფასო)

    ბალანსის შევსების მეთოდებიდან აირჩიეთ ინტერნეტით ბანკით შევსება (უფასო).

    ამ ფუნქციის საშუალებით თანხას თქვენს InexPay-ზე პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხავთ, დამატებითი ოპერაციების შესრულების გარეშე.

    ნაბიჯი 3 – მიუთითეთ ბანკი

    შემდეგ ეტაპზე სისტემა შემოგთავაზებთ იმ ბანკების ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია ბალანსის შევსება.

    აირჩიეთ თქვენი ბანკი:

    • TBC Bank
    • Bank of Georgia

    ბანკის არჩევის შემდეგ InexPay ავტომატურად გიჩვენებთ იმ მონაცემებს, რომლებიც გადარიცხვისთვის დაგჭირდებათ.

    ნაბიჯი 4 – დააკოპირეთ გადარიცხვის დეტალები

    შემდეგ ეტაპზე სისტემა შემოგთავაზებთ იმ ბანკების ბანკის არჩევის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ყველა აუცილებელი ინფორმაცია:

    • მიმღების ანგარიში (IBAN)
    • მიმღების დასახელება
    • ტრანზაქციის დანიშნულება (Payment Details)

    ამ მონაცემების გამოყენებით უნდა შეხვიდეთ თქვენს ბანკის ინტერნეტბანკში და შეასრულოთ ახალი გადარიცხვა.

    რეკომენდებულია მონაცემები პირდაპირ InexPay-დან დააკოპიროთ, რათა თავიდან აიცილოთ ტექნიკური შეცდომები.

    ნაბიჯი 5 – შეასრულეთ გადარიცხვა თქვენს ინტერნეტბანკში

    შემდეგ ეტაპზე სისტემა შემოგთავაზებთ იმ ბანკების ბანკის გახსენით თქვენი ინტერნეტბანკი და დაიწყეთ ახალი საბანკო გადარიცხვის შესრულება.

    შესაბამის ველებში გადაიტანეთ InexPay-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია:

    • მიმღების ანგარიში;
    • მიმღების დასახელება;
    • გადასარიცხი თანხა.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაცემი ზუსტად ემთხვეოდეს InexPay აპლიკაციაში მითითებულ ინფორმაციას.

    სწორად მიუთითეთ გადარიცხვის დეტალები 

    ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

    გადარიცხვის ფორმაში ნახავთ ველს გადარიცხვის დანიშნულება – დასახელება შეიძლება ბანკის მიხედვით განსხვავდებოდეს. ამ ველში აუცილებლად უნდა ჩასვათ ის ტექსტი, რომელსაც InexPay აპლიკაცია გაჩვენებთ.

    როგორც წესი, იგი შეიცავს თქვენი ანგარიშის უნიკალურ იდენტიფიკატორს, რომლის მეშვეობითაც სისტემა განსაზღვრავს, რომელ ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს თანხა.

    თუ ეს ინფორმაცია არ იქნება მითითებული ან არასწორად იქნება შეყვანილი, თანხა შესაძლოა თქვენს ანგარიშზე ავტომატურად არ აისახოს და საჭირო გახდეს დამატებითი გადამოწმება.

    მაგალითი – TBC Bank

    თუ თანხას TBC Bank-ის ინტერნეტბანკიდან რიცხავთ, გადარიცხვის ფორმაში შეავსეთ InexPay აპლიკაციაში მოცემული მონაცემები.

    განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დანიშნულების ველს, სწორედ აქ უნდა ჩასვათ InexPay-ის მიერ გენერირებული ტექსტი ცვლილებების გარეშე.

    მაგალითი – Bank of Georgia

    თუ იყენებთ Bank of Georgia-ის ინტერნეტბანკს, გადარიცხვის პროცესი ანალოგიურია.

    შეავსეთ მიმღების ინფორმაცია InexPay-ის მონაცემების მიხედვით, ხოლო დანიშნულების ველში აუცილებლად მიუთითეთ აპლიკაციაში ნაჩვენები Payment Details.

    რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

    სანამ გადარიცხვას დაადასტურებთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ:

    • სწორად არის თუ არა დაკოპირებული ანგარიშის ნომერი;
    • ემთხვევა თუ არა მიმღების დასახელება InexPay-ის მიერ მითითებულ მონაცემებს;
    • სწორად არის თუ არა მითითებული Payment Details;
    • ხომ არ არის გამორჩენილი რომელიმე სავალდებულო ველი.

    ამ მარტივი შემოწმებით თავიდან აიცილებთ გადარიცხვის შეფერხებას და თანხა თქვენს ანგარიშზე გაცილებით სწრაფად აისახება.

    შეავსეთ InexPay-ს ანგარიში მარტივად

    ინტერნეტბანკიდან რამდენიმე მარტივი ნაბიჯის შესრულებით შეძლებთ თანხის უსაფრთხოდ გადარიცხვას, ხოლო გადახდის დეტალების სწორად მითითება უზრუნველყოფს, რომ თანხა სწორედ თქვენს ანგარიშზე აისახოს.

    თუ ინსტრუქციას ეტაპობრივად მიჰყვებით, ბალანსის შევსების პროცესი სწრაფი, მარტივი და შეუფერხებელი იქნება.

  • რა არის SEPA გადარიცხვა და რატომ უნდა აირჩიოთ InexPay ევროპაში ფულის გასაგზავნად?

    რა არის SEPA გადარიცხვა და რატომ უნდა აირჩიოთ InexPay ევროპაში ფულის გასაგზავნად?

    ფინანსური ოპერაციების სიმარტივე და ხელმისაწვდომობა თანამედროვე ცხოვრების მთავარი მოთხოვნაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საერთაშორისო ფულად გზავნილებს ეხება. ევროპის მასშტაბით თანხის გაგზავნისა თუ მიღების დროს, ყველაზე პოპულარული და მომგებიანი ალტერნატივა SEPA გადარიცხვაა.

    რა არის ეს საგადახდო სისტემა, როგორ მუშაობს სეპა და რატომ არის InexPay საუკეთესო პლატფორმა ევროპული გზავნილებისთვის? გაეცანით დეტალებს ჩვენს სტატიაში.

    რა არის SEPA?

    SEPA (Single Euro Payments Area) ნიშნავს ერთიანი ევრო გადახდების არეალს. ეს არის ევროპული საგადახდო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ტრანზაქციების ისეთივე გამარტივებას, როგორიც ქვეყნის შიდა, ეროვნული გადარიცხვებია. SEPA გადარიცხვა სრულდება მხოლოდ ევროს (EUR) ვალუტაში და ამჟამად აერთიანებს 36 ქვეყანას – მათ შორის ევროკავშირის ყველა წევრს, ასევე გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და რამდენიმე სხვა ევროპულ სახელმწიფოს.

    რატომ უნდა გამოიყენოთ InexPay SEPA გადარიცხვებისთვის?

    InexPay მომხმარებლებს სთავაზობს უმარტივეს, მაქსიმალურად უსაფრთხო და სრულიად გამჭვირვალე პლატფორმას SEPA გადარიცხვების შესასრულებლად. ჩვენთან აირიდებთ ფარულ ხარჯებსა და უცხოური შუამავალი ბანკების დიდ საკომისიოებს. თქვენ წინასწარ, ზუსტად იცით, რა ეღირება თქვენი ტრანზაქცია.

    ჩვენი ფიქსირებული და შეღავათიანი ტარიფები ევროპაში ფულის გასაგზავნად:

    გადარიცხვის მოცულობასაკომისიო
    1 € -დან 400 € -მდეფიქსირებული 4 €
    401 € -დან 1000 € -მდეტრანზაქციის 1%
    1001 € -დან 10000 € -მდეფიქსირებული 10 €
    10001 € -დან ზემოთფიქსირებული 15 €

    როგორ სრულდება SEPA გადახდა InexPay-ით?

    სეპა გადარიცხვა InexPay-ს მეშვეობით არ საჭიროებს რთულ საბანკო ბიუროკრატიას. ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭიროა მხოლოდ ორი მარტივი რამ:

    • მიმღები ფიზიკური თუ იურიდიული პირი უნდა იმყოფებოდეს SEPA-ს წევრ ქვეყანაში.
    • თქვენ უნდა იცოდეთ მიმღების საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN).

    აღმოაჩინეთ მეტი შესაძლებლობა InexPay-თან ერთად

    საერთაშორისო გზავნილები არ უნდა ასოცირდებოდეს დიდ ხარჯებსა და რთულ პროცედურებთან. გადმოწერეთ InexPay-ს მობილური აპლიკაცია და მართეთ თქვენი ფინანსები მარტივად, ერთი სივრციდან. SEPA გადარიცხვებთან ერთად, თქვენ შეძლებთ წამებში დაფაროთ კომუნალური გადასახადები, შეავსოთ ბალანსი, გადარიცხოთ თანხა და ისარგებლოთ ყველა საჭირო ფინანსური სერვისით, პირდაპირ თქვენი სმარტფონიდან.

    გახადეთ თქვენი ყოველდღიური ტრანზაქციები უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი და ჭკვიანური. შემოუერთდით InexPay-ს დღესვე!

  • ინტელიექსპრესმა და InexPay-მ ფილიპინელ მომხარებლებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

    ინტელიექსპრესმა და InexPay-მ ფილიპინელ მომხარებლებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

    Maligayang Araw ng Kalayaan! 🇵🇭

    ფილიპინების დამოუკიდებლობის დღე იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ეროვნული დღესასწაული. ეს არის თავისუფლების, სიამაყისა და იმ უდრეკი ხასიათის ზეიმი, რომელიც საუკეთესოდ ახასიათებს ფილიპინელ ხალხს – ოჯახის სიყვარული, ერთიანობა და უკეთესი მომავლის შენების უნარი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

    წელს, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი, მარტივ ფინანსურ აპლიკაცია InexPay-სთან პარტნიორობით, ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის ოფიციალური სპონსორი და თანაორგანიზატორი გახდა თბილისში.

    სადღესასწაულო განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად, ინტელიექსპრესმა ფილიპინურ საზოგადოებას სპეციალური სადღესასწაულო აქცია შესთავაზა: 12-დან 14 ივნისის ჩათვლით მოქმედებდა განსაკუთრებული გაცვლითი კურსი (23.00 PHP / GEL), რამაც მომხმარებლებს საშუალება მისცა, კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით დაეჭირათ მხარი სამშობლოში მყოფი ოჯახებისთვის.

    ოფიციალური ცერემონიისა და სადღესასწაულო მხიარულების იდეალური სინთეზი

    ღონისძიებაზე ერთმანეთს შესანიშნავად შეერწყა ფორმალური და არაფორმალური ნაწილები. ოფიციალურ სივრცეში ჩვენს გუნდს ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, სტუმრებისთვის დეტალურად გაეცნო ინტელიექსპრესისა და InexPay-ს სერვისები, ფილიალების მდებარეობები, კონკურენტული ტარიფები და ფულის გადარიცხვის ყველაზე მოქნილი გზები.

    ინტელიექსპრესი და InexPay ყოველთვის ცდილობენ, მაქსიმალურად ახლოს იყვნენ იმ თემებთან, რომლებსაც ემსახურებიან. დიდი მადლობა თითოეულ სტუმარს, ვინც ამ დღეს ჩვენს საინფორმაციო კუთხეს ესტუმრა.

    ოფიციალური დღის წესრიგის მიღმა კი, ღონისძიება ნამდვილ ხალისიან დღესასწაულად იქცა. სტუმრებმა დიდი სიამოვნება მიიღეს სხვადასხვა აქტივობით, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და დღე ღიმილით, მუსიკითა და პოზიტიური განწყობით გაატარეს.

    ციფრული ტრანსფერები InexPay-სთან ერთად – მომხმარებლების მიერ გამოცდილი და აღიარებული სერვისი

    ღონისძიების ბევრმა დამსწრემ პირდაპირ ადგილზევე ისარგებლა შესაძლებლობით, დარეგისტრირდა ჩვენს აპლიკაციაში და გამოცადა ფულადი გზავნილების ფუნქციონალი და გამოხატა დიდი კმაყოფილება სერვისის სისწრაფის, სიმარტივისა და საიმედოობის გამო.

    აღსანიშნავია, რომ ინტელიექსპრესი და InexPay მომხმარებლებს უპრეცედენტო პირობებს სთავაზობენ: ფილიპინებში 5000 ლარამდე საბანკო გადარიცხვის განხორციელებისას, საკომისიო სულ რაღაც 1 ევროს შეადგენს.

    როგორ ხდება სერვისით სარგებლობა?

    მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის ყველაზე მოსახერხებელი ორი გზა:

    • ფილიალში ვიზიტით: ინტელიექსპრესის უახლოეს მომსახურების წერტილში სტუმრობით.
    • სრულად ონლაინ, InexPay-ს მეშვეობით: სახლიდან გაუსვლელად, InexPay-ს მობილური აპლიკაციით. ამისათვის უცხოელი მომხმარებლებისთვის საჭიროა მხოლოდ ერთჯერადი ვიზიტი ინტელიექსპრესის ფილიალში ანგარიშის ვერიფიკაციისთვის. რის შემდეგაც ყველა მომდევნო გადარიცხვას დისტანციურად განახორციელებს.

    ეს მხოლოდ დასაწყისია! 

    ეს ღონისძიება ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორობის მხოლოდ ერთი ნაწილია. ინტელიექსპრესი და InexPay უკვე გეგმავენ ახალ საზოგადოებრივ ინიციატივებს, სპეციალურ ტარიფებსა და საინტერესო სიურპრიზებს.

    სიახლეების, ექსკლუზიური ტარიფებისა და მომავალი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შემოუერთდით ჩვენს ოფიციალურ WhatsApp ქომუნითის. 

    შემოუერთდით WhatsApp-ის ჯგუფს

  • გადარიცხეთ თანხა კანადაში მარტივად – IBAN-ის გარეშე

    გადარიცხეთ თანხა კანადაში მარტივად – IBAN-ის გარეშე

    თუ კანადაში თანხის გადარიცხვას აპირებთ, IBAN-ის ძებნა არ დაიწყოთ, რადგან კანადაში ის საერთოდ არ გამოიყენება! დიახ, ევროპული სტანდარტებისგან განსხვავებით, კანადურ ფინანსურ სისტემას თავისი წესები აქვს, რის გამოც ბევრი მომხმარებელი ხშირად იბნევა.

    თუმცა, InexPay-ის მარტივი ფინანსური აპლიკაციით, ამ „თავსატეხის“ ამოხსნა მარტივია. თქვენ არ გჭირდებათ საბანკო სისტემების ლაბირინთებში გარკვევა,  თანხა ადრესატის ანგარიშზე პირდაპირ კანადურ დოლარში (CAD) ჩაირიცხება.

    რა მონაცემები დაგჭირდებათ

    გადარიცხვისთვის საჭიროა მხოლოდ ძირითადი ინფორმაცია:

    • სახელი და გვარი
    • მოქალაქეობა
    • ანგარიშის ნომერი
    • ბანკის სახელი
    • Routing Number

    ეს მონაცემები საკმარისია, რომ ტრანზაქცია სწორად და უსაფრთხოდ შესრულდეს.

    რატომ InexPay

    InexPay გაძლევთ შესაძლებლობას გაგზავნოთ თანხა კანადაში მარტივად, სწრაფად და მართლა საუკეთესო კურსით. აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ საერთაშორისო გადარიცხვები იყოს ხელმისაწვდომი და გაურთულებელი – ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.

    გადმოწერეთ InexPay და გაგზავნეთ თანხა ინტელიექსპრესის სანდო სისტემით – მარტივად, სწრაფად და კომფორტულად.

    მომხმარებელთა მხარდაჭერა

    InexPay მომხმარებლებს სთავაზობს მხარდაჭერას ქართულ და ინგლისურ ენებზე. დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც დისტანციურად ოფიციალური მხარდაჭერის არხების საშუალებით, ასევე ინტელიექსპრესის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.

    რეგულაცია და ლიცენზია

    InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).

    ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.

    ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers 

  • პირდაპირი გადარიცხვები ჩინეთში: გადარიცხეთ თანხა UnionPay-ს ბარათსა და AliPay-ს საფულეზე

    პირდაპირი გადარიცხვები ჩინეთში: გადარიცხეთ თანხა UnionPay-ს ბარათსა და AliPay-ს საფულეზე

    ჩინეთში თანხის გადარიცხვა ხშირად რთულ, ხანგრძლივ და ძვირ პროცესთან ასოცირდება. თუმცა დღეს საქართველოდან თანხის გადარიცხვა ბევრად მარტივად შეგიძლიათ, პირდაპირ InexPay-ის აპლიკაციიდან, რამდენიმე წუთში.

    InexPay-ის საშუალებით თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩინეთში როგორც UnionPay-ს ბარათებზე, ასევე Alipay-ს ელექტრონულ საფულეებზე, რაც მომხმარებლებს მაქსიმალურ მოქნილობას აძლევს. 

    რა უნდა ვიცოდეთ UnionPay-სა და Alipay-ის შესახებ?

    UnionPay ჩინეთის ყველაზე ფართოდ გამოყენებული საბარათე ქსელია, ხოლო Alipay მილიონობით ადამიანის ყოველდღიური გადახდის საშუალებაა. 

    რომელი ვალუტაში სრულდება ტრანზაქციები?

    აპლიკაციაში თანხის  გადარიცხვა ხდება პირდაპირ ჩინურ იუანში (CNY), რაც მიმღებს არიდებს დამატებითი კონვერტაციის სირთულეებს და საშუალებას გაძლევთ, ზუსტად განსაზღვროთ ასახული თანხის ოდენობა.

    რა მთავარ უპირატესობებს გთავაზობთ InexPay?

    InexPay-ით ჩინეთში გადარიცხვისას თქვენ სარგებლობთ სამი უმთავრესი უპირატესობით:

    • საუკეთესო ტარიფი – ჩვენ გთავაზობთ გამჭვირვალე და მინიმალურ საკომისიოს, რაც ყოველ გადარიცხვას მაქსიმალურად მომგებიანს ხდის თქვენთვის;
    • უსწრაფესი სერვისი – თანხა ადრესატის ბარათზე ან ელექტრონულ საფულეზე უმოკლეს დროში აისახება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი ანგარიშსწორებისას;
    • სრული სიმარტივე –  პროცესი სრულდება დისტანციურად, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, მხოლოდ რამდენიმე კლიკით.

    როგორ უნდა გადარიცხოთ თანხა აპლიკაციიდან?

    სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა გახსნათ InexPay-ის აპლიკაცია, აირჩიოთ გზავნილების სექცია, მიუთითოთ ჩინეთი და შეავსოთ მიმღების მონაცემები (UnionPay-ის ბარათის ან Alipay-ის საფულის ნომერი).

    მართეთ თქვენი საერთაშორისო ფინანსები ჭკვიანურად და გააგზავნეთ თანხა ჩინეთში უსაფრთხოდ, სწრაფად და საუკეთესო პირობებით InexPay-თან ერთად!

  • მარტივი ფინანსური აპლიკაცია, სადაც ვალუტას მართლა საუკეთესო კურსით გაცვლი

    მარტივი ფინანსური აპლიკაცია, სადაც ვალუტას მართლა საუკეთესო კურსით გაცვლი

    ვალუტის გაცვლისას თქვენც რამდენიმე პლატფორმას ამოწმებთ, ადარებთ კურსებს და შემდეგ ფიქრობთ, რომელი აირჩიოთ?


    რა მოხდება თუ გეტყვით, რომ არსებობს აპლიკაცია, სადაც ყოველთვის გარანტირებულად საუკეთესო კურსი დაგხვდებათ?

    InexPay სწორედ ასეთ გამოცდილებას გთავაზობთ – მარტივ ფინანსურ აპლიკაციას, სადაც ვალუტის გაცვლა სწრაფად, კომფორტულად და რეალურად ხელსაყრელი კურსით შეგიძლიათ.

    აღარ არის საჭირო კურსების მუდმივი შედარება

    ბანკების, ჯიხურებისა და სხვადასხვა აპლიკაციების შემოწმება ხშირად დამატებით დროსა და ენერგიას გვართმევს. InexPay-ში კი ყველაფერი უკვე მარტივადაა – აპლიკაციაში პირდაპირ ხედავთ მიმდინარე კურსს და თანხას, რომელსაც გაცვლის შემდეგ მიიღებთ.

    გამჭვირვალე პირობები და კონკურენტული კურსი საშუალებას გაძლევთ, ვალუტა ზედმეტი დანაკარგებისა თუ საკომისიოების გარეშე გაცვალოთ.

    საერთაშორისო გადარიცხვები და გზავნილები საუკეთესო კურსით

    საერთაშორისო გადარიცხვებისა და გზავნილების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ხშირად კურსია, რამდენს მიიღებს მიმღები და რამდენი დაგიჯდებათ საბოლოოდ ოპერაცია.

    InexPay გაძლევთ შესაძლებლობას, საერთაშორისო გადარიცხვები და გზავნილები განახორციელოთ მართლა საუკეთესო კურსით. გარდა ამისა, სწრაფი პროცესი, მარტივი ინტერფეისი და ხელსაყრელი ტარიფები ქმნის გამოცდილებას, სადაც ერთი შეხედვით რთული ფინანსური ოპერაციები ბევრად გამარტივებულია და მხოლოდ რამდენიმე წუთში სრულდება.

    ყველაფერი ერთ აპლიკაციაში

    InexPay მხოლოდ ვალუტის გაცვლა არ არის. აპლიკაციით შეგიძლიათ:

    • გაგზავნოთ და მიიღოთ ფულადი გზავნილები ინტელიექსპრესის სისტემით 
    • შეასრულოთ საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები
    • გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადახდები

    სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გამოცდილება

    დღეს ფინანსური სერვისებისგან მხოლოდ ფუნქციონალი აღარ გვჭირდება – მნიშვნელოვანია სიმარტივე და დროის დაზოგვაც. სწორედ ამიტომ InexPay შექმნილია ისე, რომ ნებისმიერი ოპერაცია სწრაფად და მარტივად შეასრულოთ, სადაც არ უნდა იყოთ.

    მომხმარებელთა მხარდაჭერა

    InexPay მომხმარებლებს სთავაზობს მხარდაჭერას ქართულ და ინგლისურ ენებზე. დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც დისტანციურად ოფიციალური მხარდაჭერის არხების საშუალებით, ასევე ინტელიექსპრესის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.

    რეგულაცია და ლიცენზია

    InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).

    ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.

    ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers 

  • რატომ უნდა გახსნათ InexPay-ის საფინანსო ანგარიში?

    რატომ უნდა გახსნათ InexPay-ის საფინანსო ანგარიში?

    დღევანდელ სწრაფ სამყაროში ფულის ეფექტური მართვა მხოლოდ თეორიული საჭიროება კი არა, აუცილებლობა და კომფორტია. InexPay გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ სრულყოფილი წვდომა საფინანსო ანგარიშზე, რომელიც თქვენს ცხოვრებას ბევრად უფრო გაამარტივებს.

    ამ ბლოგში გაგიზიარებთ იმ მთავარ უპირატესობებს, რის გამოც 20,000-ზე მეტმა მომხმარებელმა უკვე აირჩია ჩვენი პლატფორმა.

    მარტივად, ეფექტურად და უკეთესად

    InexPay-ს ანგარიში არ არის მხოლოდ ადგილი სადაც ინახავთ ფულს, ეს ინსტრუმენტია, რომელიც გეხმარება უფრო ჭკვიანურად მართოთ თქვენი ფინანსები ყოველდღიურ ცხოვრებაში:

    • აპლიკაციაში შეგიძლიათ შეასრულოთ საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები დაბალი საკომისიოთი;
    • გაგზავნოთ და გაანაღდოთ ფულადი გზავნილი საუკეთესო პირობებით;
    • გადაცვალოთ ვალუტა მართლა საუკეთესო კურსით;
    • გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადახდები საკომისიოს გარეშე;

    უსაფრთხოება და სანდოობა

    InexPay ლიცენზირებულია და სრულად კონტროლდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. დანერგილია კონტროლისა და უსაფრთხოების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ფული სრულიად დაცულია. 

    ანგარიშის დისტანციურად გახსნა

    ანგარიშის გახსნას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, გადმოწერეთ ჩვენი მარტივი ფინანსური აპლიკაცია, გაიარეთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლეთ ყველა უპირატესობით.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისა და ბინადრობის მოწმობის მქონე პირებისთვის, ანგარიშის გახსნა სრულიად დისტანციურად ხდება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჭიროა ინტელიექსპრესის ნებისმიერ ფილიალში ერთჯერადი ვიზიტი ვერიფიკაციისთვის.

    ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის შესაძლებლობა 4 ქვეყნიდან 

    მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის შეტანა როგორც ნაღდი ფულით, ასევე საბანკო ანგარიშიდან ან ბარათით საქართველოს, კვიპროსის, საბერძნეთისა და იტალიის ინტელიექსპრესის ფილიალებში.

    გლობალური ნდობა


    InexPay-ს უკვე 50-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ენდობა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხუსიმგებლო საკითხია.

    მომხმარებელთა მხარდაჭერა

    InexPay მომხმარებლებს სთავაზობს მხარდაჭერას ქართულ და ინგლისურ ენებზე. დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც დისტანციურად ოფიციალური მხარდაჭერის არხების საშუალებით, ასევე ინტელიექსპრესის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.

    რეგულაცია და ლიცენზია

    InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).

    ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.

    ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers 

  • გადარიცხეთ თანხა თურქეთში InexPay-ს აპლიკაციით

    გადარიცხეთ თანხა თურქეთში InexPay-ს აპლიკაციით

    საზღვარგარეთ თანხის გადარიცხვისას თუ კვლავ მაღალი საკომისიოები, გაწელილი ასახვის დრო და რთული პროცესი გახსენდებათ, დროა ჩვენი მარტივი ფინანსური აპლიკაცია გადმოწეროთ. დღეს კი ამ ბლოგში მოგიყვებით იმ მოსახერხებელ პირობებზე, რომლებსაც InexPay თურქეთის მიმართულებით გთავაზობთ.

    რატომ არის თურქეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება?

    თურქეთში თანხის გადარიცხვა ბევრ მომხმარებელს სხვადასხვა მიზნით სჭირდება. ზოგისთვის ეს ოჯახის წევრების მხარდაჭერაა, ზოგისთვის მეგობრების დახმარება, სხვებისთვის კი საქმიანი გადარიცხვები. ხშირია შემთხვევებიც, როცა საჭიროა თანხის გაგზავნა კომპანიასთან, მომწოდებელთან ან პარტნიორ ორგანიზაციასთან.

    სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სერვისი იყოს სწრაფი, მარტივი და სანდო.

    გადარიცხვა თურქეთის ნებისმიერ ბანკში

    InexPay-ით შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ თურქეთის ნებისმიერ ბანკში. სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის, რაც პროცესს კიდევ უფრო მოქნილს და მოსახერხებელს ხდის.

    ფულად გზვანილების მიღება კი ჩვენს პარტნიორ პუნქტებში შეგიძლიათ: PTT, UPT, PayPorter, PGpara, Sender.

    თანხა ასახვა თურქულ ლირაში

    თურქეთის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული უპირატესობა არის ის, რომ მიმღები თანხას პირდაპირ თურქულ ლირაში იღებს.

    ეს ნიშნავს ნაკლებ დამატებით ნაბიჯებს, მეტ კომფორტს და უფრო მარტივ პროცესს მიმღებისთვის. თანხის მიღების შემდეგ აღარ არის საჭირო კონვერტაციაზე, კურსზე და საკომისიოებზე ფიქრი.

    სწრაფი დამუშავება და დაბალი ფასი

    საერთაშორისო გადარიცხვებისას მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სისწრაფე და ხელსაყრელი პირობები. სწორედ ამიტომ InexPay თურქეთის მიმართულებით გთავაზობთ სწრაფ დამუშავებას და დაბალ ფასს.

    თანხა მიმღების ანგარიშზე მომენტალურად აისახება. თქვენ ზოგავთ როგორც დროს, ისე ფინანსებს.

    ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად

    თანხის გაგზავნა შეგიძლიათ პირდაპირ ტელეფონიდან, სადაც არ უნდა იყოთ. ამისათვის გადმოწერეთ InexPay-ს აპლიკაცია, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია, შეიყვანეთ მიმღების მონაცემები და რამდენიმე ნაბიჯში გადარიცხეთ თანხა ადრესატთან.

    მომხმარებელთა მხარდაჭერა

    InexPay მომხმარებლებს სთავაზობს მხარდაჭერას ქართულ და ინგლისურ ენებზე. დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც დისტანციურად ოფიციალური მხარდაჭერის არხების საშუალებით, ასევე IntelExpress-ის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.

    რეგულაცია და ლიცენზია

    InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).

    ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.

    ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers 

  • უცხოელთა დასაქმება საქართველოში – რა იცვლება 2026 წლიდან?

    უცხოელთა დასაქმება საქართველოში – რა იცვლება 2026 წლიდან?

    2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები შეიცვალა. თუ თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და გეგმავთ აქ მუშაობას, როგორც თანამშრომელი, ფრილანსერი ან დამოუკიდებელი კონტრაქტორი, ეს ცვლილებები თქვენზე პირდაპირ აისახება. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა არის სავალდებულო და როგორ უნდა იმოქმედოთ ახალ რეალობაში.

    ამ სტატიაში მოკლედ და მარტივად აგიხსნით მთავარ ცვლილებებს და იმ დეტალებს, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.

    როგორი იყო აქამდე უცხოელთა დასაქმების პროცედურა?

    აქამდე საქართველოში მოქმედი სისტემა საკმაოდ მოქნილი იყო. საქართველოში კანონიერად მყოფ ნებისმიერ უცხოელს შეეძლო ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება დამატებითი ნებართვების გარეშე – არც შრომითი ნებართვა იყო საჭირო და არც ბინადრობის ნებართვა კონკრეტულად დასაქმებისთვის.

    სწორედ ამ გარემოების გამო საქართველო განსაკუთრებით მიმზიდველი იყო:

    • ფრილანსერებისთვის
    • IT სპეციალისტებისთვის
    • დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებისთვის
    • დამოუკიდებელი კონტრაქტორებისთვის

    რა იცვლება 1 მარტიდან?

    ახლა ყველა უცხოელს, ვისაც სურს საქართველოში მუშაობა ადგილობრივ დამსაქმებელთან თუ დამოუკიდებლად სჭირდება:

    1. შრომითი საქმიანობის უფლება – სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა შრომის მიგრაციის სააგენტოს მიერ
    2. D1 კატეგორიის ვიზა ან შრომითი/IT ბინადრობის ნებართვა

    ანუ მუშაობა უკვე ფორმალურად რეგულირდება და ნებართვის გარეშე აღარ არის შესაძლებელი.

    ვის ეხება ეს ცვლილებები?

    ახალი წესები ვრცელდება შემდეგ კატეგორიებზე:

    • შრომით იმიგრანტი – უცხოელი, ვისაც სურს ადგილობრივ კომპანიაში დასაქმება (ადგილზე ან დისტანციურად)
    • თვითდასაქმებულ უცხოელი – ვინც დამოუკიდებლად ახორციელებს კომერციულ საქმიანობას (ვაჭრობა, მომსახურება, კონტრაქტორობა და სხვ.)
    • ადგილობრივ დამსაქმებელი – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე
    • მომსახურების ორგანიზატორს – ვინც ნებისმიერ გარიგებაში შედის თვითდასაქმებულ უცხოელთან

    ვის არ ეხება?

    შემდეგი კატეგორიის პირებზე ახალი მოთხოვნები არ ვრცელდება:

    • მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ნებართვის მქონეები
    • ლტოლვილები და დამატებითი/დროებითი დაცვის ქვეშ მყოფები
    • თავშესაფრის მაძიებლები
    • დიპლომატიურ მისიებში, საკონსულო დაწესებულებებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულები
    • უცხოური მედიის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტები
    • პირები, ვისზეც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსხვავებული წესი მოქმედებს

    სად და როგორ უნდა აიღოთ ნებართვა?

    შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში:

    1. დამსაქმებელი ათავსებს ვაკანსიას worknet.moh.gov.ge-ზე
    2. სააგენტო 10 სამუშაო დღეში ცდილობს ადგილობრივი კანდიდატი შესთავაზოს
    3. თუ ვერ მოიძია – დამსაქმებელი წარადგენს განცხადებას labourmigration.moh.gov.ge-ზე
    4. შრომითი იმიგრანტი იღებს D1 ვიზას ან ბინადრობის ნებართვას

    თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში:

    1. წარადგენს განცხადებას labourmigration.moh.gov.ge-ზე
    2. გადის ვიდეოგასაუბრებას სააგენტოსთან
    3. იღებს D1 ვიზას ან შრომით ბინადრობის ნებართვას

    საჭირო დოკუმენტები

    შრომითი იმიგრანტისთვის:

    • შრომითი ხელშეკრულება
    • პასპორტის ასლი
    • დამსაქმებლის მიერ დადასტურებული განაცხადი

    თვითდასაქმებული უცხოელისთვის:

    • წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან
    • ბიზნეს გეგმა + ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი (ახალი საქმიანობის დაწყებისას)

    ნებართვის ვადები

    კატეგორიასაწყისი ვადაგანახლება
    ჩვეულებრივი6 თვე – 1 წელიპირველი 5 წელი: ყოველ ჯერზე 1 წლამდე
    IT სექტორი3 წელიყოველ ჯერზე 3 წლამდე

    ვადის გასაგრძელებლად განცხადება 30 კალენდარული დღით ადრე უნდა შევიდეს.

    IT სექტორი – განსაკუთრებული პირობები

    IT სფეროში მომუშავე უცხოელებს შეუძლიათ IT ბინადრობის ნებართვა მიიღონ (ჩვეულებრივი შრომითი ნებართვის ნაცვლად), ხოლო საერთაშორისო კომპანიის ან ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები გამოტოვებენ ვაკანსიის საჯარო განთავსების ეტაპს.

    რა მოხდება წესების დარღვევის შემთხვევაში?

    დარღვევების შემთხვევაში ჯარიმები მკაცრია:

    • 2,000 ლარი – ნებართვის გარეშე დასაქმებაზე (ყოველ უცხოელზე ცალ-ცალკე, როგორც უცხოელზე, ასევე დამსაქმებელზე)
    • 1,000 ლარი – შრომითი ხელშეკრულების ცვლილების/შეწყვეტის სამინისტროსთვის დროულად არ შეტყობინებაზე
    • განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა ორმაგდება, ხოლო მომდევნო დარღვევებზე – ექვსმაგდება

    გარდამავალი ვადები

    • შრომითი იმიგრანტები, რომლებიც 1 მარტამდე რეგისტრირებულნი არიან ბაზაში: ვალდებულია მოაგვარონ ნებართვები 2027 წლის 1 იანვრამდე
    • თვითდასაქმებული უცხოელები, ვინც 1 მარტამდე უკვე ახორციელებდნენ საქმიანობას: ვალდებულია შეასრულონ ახალი მოთხოვნები 2026 წლის 1 მაისამდე

    შეჯამება

    ახალი კანონმდებლობა მნიშვნელოვნად ცვლის უცხოელთა დასაქმების პრაქტიკას საქართველოში. თუ ადრე პროცესი მარტივი და ნაკლებად რეგულირებული იყო, ახლა ის გახდა უფრო სტრუქტურირებული და კონტროლირებადი.

    ამიტომ მნიშვნელოვანია, წინასწარ იცოდეთ ყველა მოთხოვნა და იმოქმედოთ შესაბამისობაში, ეს დაგიზოგავთ დროს, რესურსებს და თავიდან აგარიდებთ ჯარიმებს.