კომუნალურების გადახდა ყოველთვიური რუტინული საკითხია, რომელსაც თითოეული ჩვენგანი თავისი ფინანსების მიხედვით მართავს. ამ მოსაწყენ საქმეს ჩვენ ვერ შევცვლით, თუმცა გთავაზობთ შეცვალოთ გადახდის გზა, რომელიც დაგეხმარებათ მეტის დაზოგვაში.
InexPay-ს აპლიკაციაში ყველა კომუნალური გადასახადის გადახდას საკომისიოს გარეშე შეძლებთ.
რას მოიცავს შეთავაზება?
- ელექტროენერგია, გაზი, წყალმომარაგება და დასუფთავება
- ინტერნეტი, ტელევიზია და ტელეფონი
- მობილურის ბალანსის შევსება და პაკეტები
რატომ არის ეს შეთავაზება ნებისმიერი კომუნალური გადასახადის გადამხდელისთვის საინტერესო?
საშუალოდ თითოეულ კომუნალურზე 0.50-1.00 ლარია საკომისიო, მაშინ კი, როდესაც მინიმუმ 3-4 კომუნალურ გადასახადს იხდის ერთი მომხმარებელი, ამ თანხის დაზოგვა ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.
როგორ უნდა ისარგებლოთ InexPay-ს შეთავაზებით?
კომუნალური გადახდების საკომისიოს გარეშე გადასახდელად მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ:
- გადმოწერეთ InexPay-ს აპლიკაცია
- გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია ან შედით პირად ანგარიშზე
- აირჩიეთ “კომუნალურები” და სასურველი კატეგორია
- აირჩიეთ პროვაიდერი და შეიყვანეთ აბონენტის ნომერი
- მიუთითეთ სასურველი თანხა და დაადასტურეთ ტრანზაქცია
რატომ ავირჩიოთ InexPay?
InexPay მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად შეასრულოთ სხვადასხვა ფინანსური ოპერაციები და გადაიხადოთ კომუნალურები საკომისიოს გარეშე.