🚀მართეთ ფული მარტივად Inexpay-ით! 💸 გაგზავნეთ, გადაიხადეთ და დაზოგეთ – ყველაფერი ერთ აპლიკაციაში 🔒აპლიკაციის გადმოწერა 📲

x-close



Edit Template

ჭდე: ინექსფეი

  • რატომ უნდა ისარგებლოთ ფულადი გზავნილების სერვისით InexPay-ში?

    რატომ უნდა ისარგებლოთ ფულადი გზავნილების სერვისით InexPay-ში?

    დღეს, როდესაც დრო ფულზე ძვირფასია, ხოლო კომფორტი და სანდოობა უმთავრესი, InexPay გთავაზობთ სწრაფ, მარტივ და საიმედო გადაწყვეტას საერთაშიროსო ფულადი გზავნილებისთვის, რომელიც სრულად ერგება თქვენს საჭიროებებს.

    როგორ ავიცილოთ ზედმეტი ხარჯები საერთაშორისო ფულადი გზავნილების შესრულებისას

    წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი საზღვარგარეთ სწავლობს და სასწრაფოდ სჭირდება თანხა. ტრადიციული გზავნილების დროს ხშირად გიწევთ:

    • 5–10%-მდე საკომისიოს გადახდა
    • ლოდინი 2–5 სამუშაო დღე
    • არც ისე კარგი კურსის მიღება

    InexPay-ს აპლიკაციით ყველაფერი იცვლება:

    • მინიმალური და ცალსახა საკომისიოები 
    • სწრაფი გზავნილები
    • საუკეთესო გაცვლითი კურსი
    • მარტივი და უსაფრთხო პროცესი, სახლიდან გაუსვლელად, მინიმალური ბიუროკრატიით

    რა თანხას ზოგავთ?

    სტატისტიკურად, მომხმარებელი, რომელიც თვეში ერთხელ მაინც აგზავნის ფულს საზღვარგარეთ, წელიწადში 300-800 ლარს კარგავს მხოლოდ საკომისიოებისა და არახელსაყრელი სავალუტო კურსების გამო. InexPay-ში კი ეს თანხა შეგიძლიათ დაზოგოთ და უფრო გონივრულად გამოიყენოთ!

    უმაღლესი უსაფრთხოების სტანდარტები

    როდესაც საქმე ფულს და პირად ინფორმაციას ეხება, უსაფრთხოება უმთავრესია. InexPay იყენებს თანამედროვე დაცვის ტექნოლოგიებს, რათა მომხმარებლის მონაცემები იყოს დაცული, ხოლო გადარიცხვა — სრულად უსაფრთხო.

    Inteliexpress – საიმედო პარტნიორი გლობალურ ბაზარზე

    InexPay-ში ფულადი გზავნილები ხორციელდება Inteliexpress-ის სისტემის მეშვეობით – საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური ქსელის საშუალებით, რომელიც:

    • ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში
    • ფუნქციონირებს საკუთარი ქსელით საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში,  საბერძნეთში, კვიპროსსა და თურქეთში
    • მოქმედებს პარტნიორი ბანკებისა და გადარიცხვების სისტემების მეშვეობით მსოფლიოს სხვა რეგიონებში

    მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი

    InexPay აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის იყოს მარტივად გამოსაყენებელი. გადარიცხვას არ სჭირდება სპეციალური ცოდნა — რეგისტრირდებით, ადასტურებთ ვინაობას და რიცხავთ თანხას პირდაპირ მობილურიდან, სახლიდან გაუსვლელად. გადმოწერეთ აპლიკაცია დღესვე და ისარგებლეთ ყველა უპირატესობით!