საზღვარგარეთ თანხის გადარიცხვისას თუ კვლავ მაღალი საკომისიოები, გაწელილი ასახვის დრო და რთული პროცესი გახსენდებათ, დროა ჩვენი მარტივი ფინანსური აპლიკაცია გადმოწეროთ. დღეს კი ამ ბლოგში მოგიყვებით იმ მოსახერხებელ პირობებზე, რომლებსაც InexPay თურქეთის მიმართულებით გთავაზობთ.
რატომ არის თურქეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება?
თურქეთში თანხის გადარიცხვა ბევრ მომხმარებელს სხვადასხვა მიზნით სჭირდება. ზოგისთვის ეს ოჯახის წევრების მხარდაჭერაა, ზოგისთვის მეგობრების დახმარება, სხვებისთვის კი საქმიანი გადარიცხვები. ხშირია შემთხვევებიც, როცა საჭიროა თანხის გაგზავნა კომპანიასთან, მომწოდებელთან ან პარტნიორ ორგანიზაციასთან.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სერვისი იყოს სწრაფი, მარტივი და სანდო.
გადარიცხვა თურქეთის ნებისმიერ ბანკში
InexPay-ით შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ თურქეთის ნებისმიერ ბანკში. სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე იურიდიული პირებისთვის, რაც პროცესს კიდევ უფრო მოქნილს და მოსახერხებელს ხდის.
ფულად გზვანილების მიღება კი ჩვენს პარტნიორ პუნქტებში შეგიძლიათ: PTT, UPT, PayPorter, PGpara, Sender.
თანხა ასახვა თურქულ ლირაში
თურქეთის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული უპირატესობა არის ის, რომ მიმღები თანხას პირდაპირ თურქულ ლირაში იღებს.
ეს ნიშნავს ნაკლებ დამატებით ნაბიჯებს, მეტ კომფორტს და უფრო მარტივ პროცესს მიმღებისთვის. თანხის მიღების შემდეგ აღარ არის საჭირო კონვერტაციაზე, კურსზე და საკომისიოებზე ფიქრი.
სწრაფი დამუშავება და დაბალი ფასი
საერთაშორისო გადარიცხვებისას მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სისწრაფე და ხელსაყრელი პირობები. სწორედ ამიტომ InexPay თურქეთის მიმართულებით გთავაზობთ სწრაფ დამუშავებას და დაბალ ფასს.
თანხა მიმღების ანგარიშზე მომენტალურად აისახება. თქვენ ზოგავთ როგორც დროს, ისე ფინანსებს.
ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად
თანხის გაგზავნა შეგიძლიათ პირდაპირ ტელეფონიდან, სადაც არ უნდა იყოთ. ამისათვის გადმოწერეთ InexPay-ს აპლიკაცია, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია, შეიყვანეთ მიმღების მონაცემები და რამდენიმე ნაბიჯში გადარიცხეთ თანხა ადრესატთან.
მომხმარებელთა მხარდაჭერა
InexPay მომხმარებლებს სთავაზობს მხარდაჭერას ქართულ და ინგლისურ ენებზე. დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც დისტანციურად ოფიციალური მხარდაჭერის არხების საშუალებით, ასევე IntelExpress-ის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.
რეგულაცია და ლიცენზია
InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).
ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.
როგორ ამარტივებს InexPay ყოველდღიურ ფინანსურ საკითხებს
საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა შეიძლება საინტერესო გამოცდილება იყოს, თუმცა ახალ ქვეყანაში ფინანსური საკითხების მართვა ყოველთვის მარტივი არ არის.
საქართველოში მცხოვრებ ფილიპინელებს ხშირად სჭირდებათ პრაქტიკული და საიმედო გზა ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სამართავად, იქნება ეს სახლში თანხის გაგზავნა, ვალუტის გაცვლა, ადგილობრივი გადასახადების გადახდა თუ ისეთი სერვისის გამოყენება, რომელიც მარტივი და გასაგებია.იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა ფინანსური ოპერაციისთვის სხვადასხვა სერვისის გამოყენება გახდეს საჭირო, InexPay მნიშვნელოვან ფინანსურ მომსახურებებს ერთ მობილურ აპლიკაციაში აერთიანებს. ეს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ მომხმარებლებს ფინანსური საქმეები უფრო სწრაფად და კომფორტულად მართონ.
ერთი აპლიკაცია ყოველდღიური ფინანსური საჭიროებებისთვის
InexPay მხოლოდ ფულადი გზავნილების აპლიკაცია არ არის. აპლიკაცია ერთ სივრცეში აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფინანსურ სერვისს, მათ შორის:
საერთაშორისო ფულადი გზავნილები
საბანკო გადარიცხვები
თანხის გაგზავნა GCash ანგარიშებზე ფილიპინებში
ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა
ვალუტის კონვერტაცია
კომუნალური და სხვა აუცილებელი ადგილობრივი გადასახადები
ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს აღარ უწევთ სხვადასხვა სერვისის მოძიება მარტივი ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად.
ფილიპინებში თანხის გაგზავნა მარტივად
საქართველოში მცხოვრები ბევრი ფილიპინელისთვის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური საჭიროება ოჯახისთვის თანხის გაგზავნაა.
InexPay-ის აპლიკაციით ფილიპინებში თანხის გაგზავნის რამდენიმე მეთოდია ხელმისაწვდომი, იმის მიხედვით, თუ რომელი ვარიანტია მიმღებისთვის ყველაზე მოსახერხებელი. ხელმისაწვდომი ვარიანტებია:
პირდაპირი საბანკო გადარიცხვები
გადარიცხვა GCash ანგარიშზე
ნაღდი თანხის მიღება პარტნიორ ქსელებში
საბანკო გადარიცხვების შემთხვევაში თანხის მიღება შესაძლებელია ისეთ ბანკებში, როგორიცაა Metrobank, BDO და PNB. ნაღდი თანხის კი შესაძლებელია პარტნიორ ქსელებში, მაგალითად Cebuana და Palawan. ეს მომხმარებლების ოჯახებსა და ახლობლებს აძლევს შესაძლებლობას თავად აირჩიონ თანხის მიღების ყველაზე მოსახერხებელი გზა.
პრაქტიკული მაგალითი
მაგალითად, მარია მუშაობს თბილისში და სურს თანხა გაუგზავნოს ოჯახს ფილიპინებში.
ის გადმოწერს InexPay აპლიკაციას, დარეგისტრირდება და ერთჯერადად გაივლის იდენტიფიკაციას უახლოეს IntelExpress-ის ფილიალში. ამის შემდეგ თანხის გაგზავნა უკვე პირდაპირ აპლიკაციიდან შეუძლია.
თუ ოჯახი თანხის მიღებას ბანკის ანგარიშზე ამჯობინებს, შესაძლებელია გადარიცხვა პარტნიორ ბანკში. თუ უფრო მოსახერხებელია მობილურ საფულეში მიღება – შესაძლებელია GCash-ის არჩევა.
თუ მიმღები ნაღდი თანხის მიღებას ამჯობინებს – ესეც შესაძლებელია პარტნიორ ლოკაციებში.
ასე რომ, სხვადასხვა სერვისის ძებნისა და რთული პირობების შედარების ნაცვლად, ყველა ოპერაცია შესაძლებელია ერთ აპლიკაციაში.
მარია იგივე აპლიკაციით საქართველოში კომუნალურ გადასახადებსაც გადაიხდის. მისთვის ეს ნიშნავს:
ნაკლებ სტრესს
დროის დაზოგვას, რადგან არ მოუწევს სხვადასხვა ლოკაციებზე ფიზიკურად მისვლა
მეტ სიმშვიდეს, რადგან იცის, რომ უსაფრთხო სერვისით სარგებლობს
სრული პროცესი – აპლიკაციის გადმოწერიდან თანხის გაგზავნამდე
InexPay-ის გამოყენების პროცესი მარტივი და გასაგებია ყველასთვის:
იდენტიფიკაციის დასრულების შემდეგ მომხმარებლებს შეუძლიათ ყველა ფინანსური ოპერაცია პირდაპირ აპლიკაციიდან მართონ და აღარ საჭიროებენ ფილიალში განმეორებით ვიზიტს.
5. თანხის გაგზავნა
ტრანზაქციის შესასრულებლად საჭიროა ქვეყნის არჩევა, გადარიცხვის მეთოდის განსაზღვრა, მიმღების მონაცემების შეყვანა, თანხისა და კურსის გადამოწმება და ოპერაციის დასრულება.
პროცესი მარტივად გასაგებია მათთვისაც კი, ვინც აპლიკაციას პირველად იყენებს.
ვალუტის კონვერტაცია კონკურენტული კურსით
InexPay-ის საშუალებით ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია კონკურენტული კურსით, რომელიც უკეთესია, ვიდრე:
ბანკის კურსი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კურსი
სავალუტო ჯიხურების კურსი
ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაზოგოს მეტი თანხა როგორც გზავნილების შესრულებისას, ასევე საერთაშორისო გადარიცხვების დროს.
ყოველდღიური გამოყენებისთვის კომფორტული
InexPay მხოლოდ საერთაშორისო ფულადი გზავნილებისთვის არ გამოიყენება. აპლიკაცია ასევე საშუალებას იძლევა გადაიხადოს კომუნალური და სხვა აუცილებელი გადასახადები საქართველოში.
ამგვარად, მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ აპლიკაციაში მართონ როგორც საზღვარგარეთ თანხის გაგზავნა, ისე ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები საქართველოში.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია ფილიპინურ ენაზეც
ფილიპინელი მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ხელმისაწვდომობა.
InexPay აპლიკაცია ხელმისაწვდომია ფილიპინურ ენაზეც, რაც აპლიკაციის გამოყენებას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის მათთვის, ვისაც სერვისის საკუთარ ენაზე გამოყენება ურჩევნია.
მომხმარებელთა მხარდაჭერა
InexPay მომხმარებლებს სთავაზობს მხარდაჭერას ქართულ და ინგლისურ ენებზე.
დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც დისტანციურად ოფიციალური მხარდაჭერის არხების საშუალებით, ასევე IntelExpress-ის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.
რეგულაცია და ლიცენზია
InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).
ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.
საზღვარგარეთ ცხოვრება უკვე მრავალი ცვლილებისგან შედგება, ფინანსების მართვა არ უნდა იყოს კიდევ ერთი რთული საკითხი.
საქართველოში მცხოვრები ფილიპინელებს InexPay სთავაზობს მარტივ და მოქნილ გზას ფულადი გზავნილების, ვალუტის გაცვლის, გადასახადებისა და ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სამართავად – ერთ აპლიკაციაში.
ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირველი ფულადი გზავნილები არა ბანკებით, აპლიკაციებით ან ტელეგრაფით, არამედ ნდობითა და სიტყვით იგზავნებოდა. ეს ყველაფერი კი არც მეტი, არც ნაკლები მე-8 საუკუნეში, მაშინ, როდესაც კაცობრიობა ჯერ კიდევ ცხენით გადაადგილდებოდა და არც ქაღალდის ფული არსებობდა.
სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა სისტემა, რომელსაც ჰავალა (Hawala) ეწოდებოდა, რომლის იდეა მარტივი იყო, მაგრამ გენიალური:
ადამიანი ერთ ქვეყანაში აგენტს აძლევდა ფულს და სთხოვდა, რომ მისი მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის სხვა ქვეყანაში იგივე თანხა გადაეცა.
ფული რეალურად არ გადაადგილდებოდა, უბრალოდ აგენტები ერთმანეთს ენდობოდნენ და მოგვიანებით ანგარიშს უსწორებდნენ.
სწორედ ასე დაიწყო საერთაშორისო გადარიცხვების ისტორია:
არ იყო ბანკები, არ იყო აპლიკაციები, მაგრამ არსებობდა მთავარი ღირებულება – ნდობა.
და ის იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ჰავალას სისტემა საუკუნეების განმავლობაში მუშაობდა ინდოეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე.
როცა სიტყვა იყო კონტრაქტი
ჰავალას აგენტები ფულს არ ინახავდნენ სეიფებში და არც ქაღალდებზე აწერდნენ ხელს, მათი კონტრაქტი იყო სიტყვა და პატიოსნება.
დღეს ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იმ პერიოდში ეს საკმარისი იყო – ფული თავისუფლად მოძრაობდა ხალხიდან ხალხამდე, ყოველგვარი საბანკო სისტემის გარეშე.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჰავალა იყო პირველი „ფინტექი“, რომელსაც Wi-Fi არ სჭირდებოდა.
რა შეიცვალა თითქმის 1300 წლის შემდეგ?
მე-8 საუკუნის Hawala-ს შემდეგ კაცობრიობამ უამრავი ეტაპი გაიარა: ტელეგრაფი, ფულადი გზავნილები მაღალი საკომისიოებით, რიგებითა და განაღდების პრობლემებით. საბოლოოდ კი მივედით იქამდე, რომ ახლა ფულის გაგზავნა თუ საბანკო ან საბარათე გადარიცხვების შესრულება შეგვიძლია რამდენიმე კლიკით InexPay-ს აპლიკაციაში, თანაც სახლიდან გაუსვლელად.
უბრალოდ ხსნით აპლიკაციას, გადიხართ მარტივ რეგისტრაციასა და ავტორიზაციას და ასრულებთ InteliExpress-ის სისტემით საერთაშორისო ფულად გზავნილებს 50-ზე მეტ ქვეყანაში ან საბანკო და საბარათე გადარიცხვებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, საუკეთესო ტარიფებითა და კონვერტაციის კურსით.
სიტყვიდან ლიცენზიამდე ანუ ნდობის ევოლუცია
მე-8 საუკუნეში ნდობა ნიშნავდა პირად სიტყვას. დღეს ნდობა ნიშნავს რეგულაციას, გამჭვირვალობას და უსაფრთხოების სტანდარტებს, რომლებიც იცავს მომხმარებლის თითოეულ ტრანზაქციას.
სიტყვით დადებული ხელშეკრულება შეიცვალა ლიცენზიით, მაგრამ იდეა იგივე დარჩა – სანდოობა.
ეს ნიშნავს, რომ ყოველი გადარიცხვა დაცულია კანონით, თქვენი თანხები ინახება ბანკში სპეციალურ (ნომინალური მფლობელობის) ანგარიშებზე და სისტემა სრულად შეესაბამება საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებს.
მარტივი გზამკვლევი ინდოელი ემიგრანტებისთვის საქართველოში
საქართველოში მცხოვრები ინდოელი ემიგრანტები, მათ შორის სტუდენტები, თანამშრომლები თუ ბიზნესის მფლობელები ხშირად ეძებენ უსაფრთხო, სწრაფ და ხელმისაწვდომ გზას ფულის გასაგზავნად.
ხშირად უცხოელი მოქალაქეებისთვის ფინანსური სერვისები არ არის ხელმისაწვდომი და გასაგები, InexPay კი ამ პროცესებს მარტივსა და გამჭვირვალეს ხდის, თანაც ხელმისაწვდომ ფასად.
ამ ბლოგში გაგიზიარებთ თუ როგორ შეგიძლიათ ფულის გაგზავნა საქართველოდან ინდოეთში InexPay-ს აპლიკაციის გამოყენებით და როგორ დაზოგოთ თანხა ჭკვიანურად.
რატომ ირჩევენ ინდოელი ემიგრანტები InexPay-ს
სწრაფი და საიმედო საერთაშორისო გადარიცხვები
საუკეთესო გაცვლითი კურსები (GEL/USD/EUR/GBP → INR)
სრულად დაცული და ლიცენზირებული სისტემა
100%-ით ციფრული სერვისი სახლიდან გაუსვლელად
გამჭვირვალე ტარიფები ყოველგვარი ფარული საკომისიოების გარეშე ქეშ გზავნილის განაღდება შესაძლებელია Muthoot Finance 15000-ზე მეტ ფილიალში მთელი ინდოეთის მასშტაბით.
Cash pick-up და საბანკო გადარიცხვების შესრულება შესაძლებელია იურიდიული პირების ანგარიშებზეც.
მიმღების იდენტიცირება IFSC კოდით ხდება.
რა არის საჭირო გადარიცხვების შესასრულებლად?
InexPay-საპლიკაციის გამოყენება ექსპატებისთვის ძალიან მარტივია:
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს საქართველოში გაცემული დოკუმენტი (პირადობა, პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა), აუცილებელია ვერიფიკაციის გავლა InteliExpress-ის ნებისმიერ ფილიალში
InexPay-ს ბალანსის შესავსებად ერთ-ერთი მეთოდის გამოყენება:
თუ გზავნილის თანხა აღემატება 50 000 რუპიას (INR), გზავნილი გაიცემა მხოლოდ საბანკო ანაგარიშზე ჩარიცხვით.
ტარიფები (USD)
ფულადი გზავნილის ტარიფები
დან
მდე
საკომისიო (აშშ დოლარი)
$0
$100
$3
$100
$200
$4
$200
$300
$6
$300
$400
$7
$400
$500
$8
$500
$750
$10
$750
$1,000
$15
$1,000
$1,250
$20
$1,250
$1,500
$25
$1,500
$2,500
$30
საბანკო გადარიცხვების ტარიფები
დან
მდე
საკომისიო (აშშ დოლარი)
$0
$100
$3
$100
$200
$4
$200
$300
$6
$300
$400
$7
$400
$500
$8
$500
$750
$10
$750
$1,000
$15
$1,000
$1,250
$20
$1,250
$1,500
$25
$1,500
$5,000
$30
$5,000
$8,000
$45
$8,000
$10,000
$55
რეგულაცია და ლიცენზია
InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).
ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.
InexPay-ს მხარდაჭერის გუნდი მომხმარებლებს მომსახურებას უწევს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. მომსახურების მიღება შესაძლებელია დისტანციურად ან InteliExpress-ის ნებისმიერ ფილიალში ადგილზე.
სანდო და ხელმისაწვდომი გზაა ფულის გასაგზავნად
რეალურ დროში განახლებადი კურსები, დაბალი ტარიფები და სწრაფი გადარიცხვები – InexPay წარმოადგენს საუკეთესო გამოსავალს ინდოელი ემიგრანტებისთვის.
შეგახსენებთ, რომ InexPay-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე.
ნებისმიერი მიმართულებით თანხის გადარიცხვის პროცესში მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია: საკომისიოს ოდენობა, გადარიცხვის სისწრაფე და პროცედურის სიმარტივე.
InexPay გთავაზობთ გამჭვირვალე და ექსკლუზიურ ტარიფებს უკრაინაში თანხის გადარიცხვისთვის.
უკრაინაში თანხის გაგზავნისა და გადარიცხვის რამდენიმე მეთოდია შესაძლებელი, განვიხილოთ თითოეული:
ბარათზე გადარიცხვა უკრაინაში — 0.5% საკომისიო
თანხა ირიცხება უშუალოდ მიმღების უკრაინულ ბარათზე, პროცედურა მარტივია და ტრანზაქციის შესასრულებლად მხოლოდ მიმღების ბარათის ნომერი დაგჭირდებათ.
საბანკო გადარიცხვა უკრაინაში — 0.5% საკომისიო
თანხა პირდაპირ აისახება საბანკო ანგარიშზე უმოკლეს დროში. სერვისი გამჭვირვალე და უსაფრთხოა, საკომისიო კი დაბალი.
ფულადი გზავნილი უკრაინაში — 0.7% საკომისიო
საუკეთესო ფასი და მოსახერხებელი სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტნიორ ბანკებში: PrivatBank, OschadBank, A-Bank, Accordbank, CominBank, Cominvestbank, Globus Bank, Industrial Bank, MIB, Motor Bank, UkrGasBank, UnexBank.
InexPay მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეასრულოს ნებისმიერი ტიპის გადარიცხვა — საბარათე, საბანკო ან ფულადი გზავნილის სახით სრულიად დისტანციურად და სახლიდან გაუსვლელად.
სერვისი დაცულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს ტრანზაქციების სისწრაფეს, სანდოობასა და გამჭვირვალეობას.
ახლა უკვე იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებსშესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ InexPay-ს აპლიკაციით— სერვისით, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს მარტივს, სწრაფს და უსაფრთხოს ხდის.
InexPay-ს აპლიკაციით შეგიძლიათ:
გაგზავნოთ ფულადი გზავნილები იტალიიდან საქართველოს და სხვა მიმართულებებით
დააკონვერტიროთ ვალუტა საუკეთესო კურსით
შეასრულოთ საერთაშორისოსაბანკო და საბარათე გადარიცხვები იტალიიდან, მათ შორის SEPA ტრანზაქციები
აპლიკაციის საშუალებით ფინანსური ოპერაციები ხორციელდება მაქსიმალურად მარტივად, უსაფრთხოდ და მოქნილად – და რაც ყველაზე მთავარია, სახლიდან გაუსვლელად.
როგორ შეავსოთ ბალანსი იტალიიდან?
იტალიაში მყოფ მომხმარებლებს შეუძლიათ InexPay ბალანსის შევსება პირდაპირ InteliExpress-ის ფილიალებში, რომლებიც ფუნქციონირებს შემდეგ მისამართებზე:
მისამართი: Via di S. Vito, 6, 00185 სამუშაო საათები: ორშაბათი – კვირა: 09:00 – 19:00 ტელეფონი: +39 06 636945 ფილიალის კოდი: 504/506
მარტივი და მოსახერხებელი
ინექსფეი ყოველთვის ცდილობს, რომ ფინანსური ოპერაციები იყოს მარტივი და ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის. იტალიაში აპლიკაციის ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი ნაბიჯია ამ მიმართულებით, რომელიც ემიგრანტების ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს.
დღეს, როდესაც დრო ფულზე ძვირფასია, ხოლო კომფორტი და სანდოობა უმთავრესი, InexPay გთავაზობთ სწრაფ, მარტივ და საიმედო გადაწყვეტას საერთაშიროსო ფულადი გზავნილებისთვის, რომელიც სრულად ერგება თქვენს საჭიროებებს.
როგორ ავიცილოთ ზედმეტი ხარჯები საერთაშორისო ფულადი გზავნილების შესრულებისას
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი საზღვარგარეთ სწავლობს და სასწრაფოდ სჭირდება თანხა. ტრადიციული გზავნილების დროს ხშირად გიწევთ:
5–10%-მდე საკომისიოს გადახდა
ლოდინი 2–5 სამუშაო დღე
არც ისე კარგი კურსის მიღება
InexPay-ს აპლიკაციით ყველაფერი იცვლება:
მინიმალური და ცალსახა საკომისიოები
სწრაფი გზავნილები
საუკეთესო გაცვლითი კურსი
მარტივი და უსაფრთხო პროცესი, სახლიდან გაუსვლელად, მინიმალური ბიუროკრატიით
რა თანხას ზოგავთ?
სტატისტიკურად, მომხმარებელი, რომელიც თვეში ერთხელ მაინც აგზავნის ფულს საზღვარგარეთ, წელიწადში 300-800 ლარს კარგავს მხოლოდ საკომისიოებისა და არახელსაყრელი სავალუტო კურსების გამო. InexPay-ში კი ეს თანხა შეგიძლიათ დაზოგოთ და უფრო გონივრულად გამოიყენოთ!
უმაღლესი უსაფრთხოების სტანდარტები
როდესაც საქმე ფულს და პირად ინფორმაციას ეხება, უსაფრთხოება უმთავრესია. InexPay იყენებს თანამედროვე დაცვის ტექნოლოგიებს, რათა მომხმარებლის მონაცემები იყოს დაცული, ხოლო გადარიცხვა — სრულად უსაფრთხო.
Inteliexpress – საიმედო პარტნიორი გლობალურ ბაზარზე
InexPay-ში ფულადი გზავნილები ხორციელდება Inteliexpress-ის სისტემის მეშვეობით – საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური ქსელის საშუალებით, რომელიც:
ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში
ფუნქციონირებს საკუთარი ქსელით საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, კვიპროსსა და თურქეთში
მოქმედებს პარტნიორი ბანკებისა და გადარიცხვების სისტემების მეშვეობით მსოფლიოს სხვა რეგიონებში
მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი
InexPay აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის იყოს მარტივად გამოსაყენებელი. გადარიცხვას არ სჭირდება სპეციალური ცოდნა — რეგისტრირდებით, ადასტურებთ ვინაობას და რიცხავთ თანხას პირდაპირ მობილურიდან, სახლიდან გაუსვლელად. გადმოწერეთ აპლიკაცია დღესვე და ისარგებლეთ ყველა უპირატესობით!
დღესდღეობით, ფინანსების მართვა და ფულის დაზოგვა უფრო მარტივი და მოსახერხებელია InexPay-ს აპლიკაციით. ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან ფუნქციებს, რომლებიც დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში და ფინანსური ოპერაციების ეფექტურად მართვაში. დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე სერვისს, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ ეფექტურად დაზოგოთ დრო და ფინანსები:
საერთაშორისო ფულადი გზავნილები საუკეთესო ტარიფით
InexPay-ს აპლიკაციაში შეგიძლიათ Inteliexpress-ის სისტემით გაგზავნოთ და გაანაღდოთ ფულადი გზავნილები 50-ზე მეტ ქვეყანაში, ყველაზე ხელსაყრელი ტარიფებით.
ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეგულარულად აგზავნიან ფულს საქართველოში ან საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრებისთვის.
საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები მინიმალური საკომისიოთი InexPay-ს საშუალებით შეგიძლიათ შეასრულოთ საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები მინიმალური საკომისიოებით და თანხის ასახვის მომენტალური ფუნქციით.
თუ ხშირად ასრულებთ საერთაშორისო ტრანზაქციებს სხვადასხვა ქვეყნებში, ეს სერვისი განსაკუთრებულად კომფორტული იქნება თქვენთვის. აპლიკაცია გთავაზობთ გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან პირობებს, რაც თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ.
საუკეთესო სავალუტო კურსი
საერთაშორისო ტრანზაქციების შესრულებისას ვალუტის კონვერტაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია. InexPay-ის აპლიკაცია კი გთავაზობთ მაქსიმალურად მომგებიან პირობებს ვალუტის გადაცვლისას.
როდესაც ახორციელებთ საერთაშორისო გადარიცხვებს ან ვალუტის კონვერტაციას:
გთავაზობთ რეალურ დროში განახლებულ კურსებს
არ გჭირდებათ დამატებითი საკომისიოს გადახდა კონვერტაციისთვის
იღებთ გამჭვირვალე ინფორმაციას კურსის შესახებ ტრანზაქციის განხორციელებამდე
თანხის შევსება საბანკო ანგარიშით საკომისიოს გარეშე
InexPay-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ანგარიშის უფასო შევსების შესაძლებლობა საბანკო გადარიცხვით.
არ იხდით დამატებით საკომისიოს ბალანსის შევსებისას
შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის შეტანა დამატებითი ხარჯების გარეშე
პროცესი არის მარტივი და სწრაფი
ყველა ტრანზაქცია სახლიდან გაუსვლელად
InexPay-ს გამოყენება მარტივი და მოსახერხებელია – ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სერვისს გთავაზობთ ერთი მოხერხებული აპლიკაციის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად.
InexPay-ის აპლიკაცია წარმოადგენს იდეალურ გადაწყვეტას მათთვის, ვისაც სურს დაზოგოს როგორც ფული, ასევე დრო ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას.
კონკურენტული ტარიფები, საუკეთესო სავალუტო კურსები და მოხერხებული სერვისები საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად ეფექტურად მართოთ თქვენი ფინანსები.
InexPay არ არის უბრალოდ საგადახდო სისტემა – ეს მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც გთავაზობთ მაქსიმალურ მოქნილობას, უსაფრთხოებასა და საუკეთესო პირობებს ფულადი ოპერაციების შესასრულებლად.
აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სერვისებით, რომელსაც საქართველოში სხვა ალტერნატივა არ აქვს, მართოთ თქვენი ფინანსები მარტივად, სწრაფად, დაბალი ხარჯებით და რაც მთავარია, სახლიდან გაუსვლელად.
განვიხილოთ სერვისები, რომელიც მხოლოდ InexPay-ში არის ხელმისაწვდომი:
ფულადი გზავნილები და საერთაშორისო გადარიცხვები
InexPay-ს აპლიკაციით ფულადი გზავნილების გაგზავნა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში შეგიძლიათ, საუკეთესო ტარიფით. ამასთანავე, აპლიკაციაში უკვე შესაძლებელია InteliExpress-ის გზავნილების განაღდება სახლიდან გაუსვლელად.
გარდა გზავნილებისა, საბარათე და საბანკო გადარიცხვების შესრულებაც შეგიძლიათ ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ყოველგვარი შუამავალი სისტემების გარეშე, რაც უზრუნველყოფს დაბალ ხარჯებს და მომენტალურ ტრანზაქციებს.
მხოლოდ InexPay-ში:
თურქეთი – გადარიცხეთ თანხა საბანკო ანგარიშზე ყველაზე დაბალი ტარიფით.
უკრაინა – გადარიცხეთ თანხა ბარათზე ან საბანკო ანგარიშზე მომენტალურად.
მოლდოვა – განახორციელეთ სწრაფი და მარტივი საბანკო გადარიცხვები.
სომხეთი – გადარიცხეთ თანხა ყველაზე დაბალი ტარიფით და გაანაღდეთ ნებისმიერ ბანკში.
უზბეკეთი – HUMO და UZCARD ბარათებზე მომენტალური გადარიცხვები.
აზიის ქვეყნები (ინდოეთი, პაკისტანი, ფილიპინები და სხვა) – უსწრაფესი და ყველაზე მომგებიანი ტარიფები.
ვალუტის გადაცვლა საუკეთესო პირობებით
მხოლოდ InexPay-ში შეძლებთ ვალუტის კონვერტაციას სახლიდან გაუსვლელად, საუკეთესო კურსით, შემდეგი მიმართულებებით:
InexPay-ში სრულად დისტანციურად შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია. პროცესი განსაკუთრებულად სწრაფი და მარტივია, თქვენი ანგარიში კი სულ რამდენიმე წუთში მზად იქნება გამოყენებისთვის. დაზოგავთ დროს და აღარ დაგჭირდებათ ფილიალში ვიზიტი და სხვა ბიუროკრატიული პროცესების გავლა.
ბალანსის შევსება და თანხის გატანა
გარდა გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურისა, InexPay გთავაზობთ მოსახერხებელ და ეფექტურ გზებს თქვენი ანგარიშის მართვისთვის.
თიბისისა და საქართველოს ბანკიდან ნებისმიერ ვალუტაში, სრულიად საკომისიოს გარეშე.
ბარათით შევსება (საკომისიო 1.5%-მდე);
ნებისმიერი ბანკის სადებეტო ან საკრედიტო ბარათით.
თანხის გატანა – ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე საკომისიოს გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გაანაღდოთ თანხა მინიმალური დანაკარგებით, მაქსიმალურად სწრაფად.
რატომ უნდა აირჩიოთ InexPay?
პასუხი მარტივია – ჩვენთან ყველა ფინანსური ოპერაცია უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომია. გადმოწერეთ აპლიკაცია დღესვე და აღმოაჩინეთ ფინანსური ოპერაციების ახალი სტანდარტი!