🚀მართეთ ფული მარტივად Inexpay-ით! 💸 გაგზავნეთ, გადაიხადეთ და დაზოგეთ – ყველაფერი ერთ აპლიკაციაში 🔒აპლიკაციის გადმოწერა 📲

x-close



Edit Template

კატეგორია: ფულადი გზავნილები

  • მე-8 საუკუნის ფინტექი ანუ როგორ იგზავნებოდა ფული InexPay-ს აპლიკაციის გარეშე

    მე-8 საუკუნის ფინტექი ანუ როგორ იგზავნებოდა ფული InexPay-ს აპლიკაციის გარეშე

    ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირველი ფულადი გზავნილები არა ბანკებით, აპლიკაციებით ან ტელეგრაფით, არამედ ნდობითა და სიტყვით იგზავნებოდა. ეს ყველაფერი კი არც მეტი, არც ნაკლები მე-8 საუკუნეში, მაშინ, როდესაც კაცობრიობა ჯერ კიდევ ცხენით გადაადგილდებოდა და არც ქაღალდის ფული არსებობდა.

    სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა სისტემა, რომელსაც ჰავალა (Hawala) ეწოდებოდა, რომლის იდეა მარტივი იყო, მაგრამ გენიალური:

    ადამიანი ერთ ქვეყანაში აგენტს აძლევდა ფულს და სთხოვდა, რომ მისი მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის სხვა ქვეყანაში იგივე თანხა გადაეცა.

    ფული რეალურად არ გადაადგილდებოდა, უბრალოდ აგენტები ერთმანეთს ენდობოდნენ და მოგვიანებით ანგარიშს უსწორებდნენ.

    სწორედ ასე დაიწყო საერთაშორისო გადარიცხვების ისტორია:

    არ იყო ბანკები, არ იყო აპლიკაციები, მაგრამ არსებობდა მთავარი ღირებულება – ნდობა.

    და ის იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ჰავალას სისტემა საუკუნეების განმავლობაში მუშაობდა ინდოეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე.

    როცა სიტყვა იყო კონტრაქტი

    ჰავალას აგენტები ფულს არ ინახავდნენ სეიფებში და არც ქაღალდებზე აწერდნენ ხელს, მათი კონტრაქტი იყო სიტყვა და პატიოსნება.

    დღეს ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იმ პერიოდში ეს საკმარისი იყო – ფული თავისუფლად მოძრაობდა ხალხიდან ხალხამდე, ყოველგვარი საბანკო სისტემის გარეშე.

    მოკლედ რომ ვთქვათ, ჰავალა იყო პირველი „ფინტექი“, რომელსაც Wi-Fi არ სჭირდებოდა.

    რა შეიცვალა თითქმის 1300 წლის შემდეგ?

    მე-8 საუკუნის Hawala-ს შემდეგ კაცობრიობამ უამრავი ეტაპი გაიარა: ტელეგრაფი, ფულადი გზავნილები მაღალი საკომისიოებით, რიგებითა და განაღდების პრობლემებით. საბოლოოდ კი მივედით იქამდე, რომ ახლა ფულის გაგზავნა თუ საბანკო ან საბარათე გადარიცხვების შესრულება შეგვიძლია რამდენიმე კლიკით  InexPay-ს აპლიკაციაში, თანაც სახლიდან გაუსვლელად.

    უბრალოდ ხსნით აპლიკაციას, გადიხართ მარტივ რეგისტრაციასა და ავტორიზაციას და ასრულებთ InteliExpress-ის სისტემით საერთაშორისო ფულად გზავნილებს 50-ზე მეტ ქვეყანაში ან საბანკო და საბარათე გადარიცხვებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, საუკეთესო ტარიფებითა და კონვერტაციის კურსით.

    სიტყვიდან ლიცენზიამდე ანუ ნდობის ევოლუცია

    მე-8 საუკუნეში ნდობა ნიშნავდა პირად სიტყვას. დღეს ნდობა ნიშნავს რეგულაციას, გამჭვირვალობას და უსაფრთხოების სტანდარტებს, რომლებიც იცავს მომხმარებლის თითოეულ ტრანზაქციას.

    სიტყვით დადებული ხელშეკრულება შეიცვალა ლიცენზიით, მაგრამ იდეა იგივე დარჩა – სანდოობა.

    თუ ოდესღაც ფულს აგენტს აბარებდნენ იმ იმედით, რომ ის სიტყვას არ დაარღვევდა, დღეს ამ ნდობას არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის ზედამხედველობითაც მუშაობს InexPay (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ლიცენზია №0088-2904).

    ეს ნიშნავს, რომ ყოველი გადარიცხვა დაცულია კანონით, თქვენი თანხები ინახება ბანკში სპეციალურ (ნომინალური მფლობელობის) ანგარიშებზე და სისტემა სრულად შეესაბამება საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებს.

  • როგორ გადავრიცხოთ ფული საქართველოდან ინდოეთში

    როგორ გადავრიცხოთ ფული საქართველოდან ინდოეთში

    მარტივი გზამკვლევი ინდოელი ემიგრანტებისთვის საქართველოში

    საქართველოში მცხოვრები ინდოელი ემიგრანტები, მათ შორის სტუდენტები, თანამშრომლები თუ ბიზნესის მფლობელები ხშირად ეძებენ უსაფრთხო, სწრაფ და ხელმისაწვდომ გზას ფულის გასაგზავნად.

    ხშირად უცხოელი მოქალაქეებისთვის ფინანსური სერვისები არ არის ხელმისაწვდომი და გასაგები, InexPay კი ამ პროცესებს მარტივსა და გამჭვირვალეს ხდის, თანაც ხელმისაწვდომ ფასად.

    ამ ბლოგში გაგიზიარებთ თუ როგორ შეგიძლიათ ფულის გაგზავნა საქართველოდან ინდოეთში InexPay-ს აპლიკაციის გამოყენებით და როგორ დაზოგოთ თანხა ჭკვიანურად.

    რატომ ირჩევენ ინდოელი ემიგრანტები InexPay-ს

    • სწრაფი და საიმედო საერთაშორისო გადარიცხვები
    • საუკეთესო გაცვლითი კურსები (GEL/USD/EUR/GBP → INR)
    • სრულად დაცული და ლიცენზირებული სისტემა
    • 100%-ით ციფრული სერვისი სახლიდან გაუსვლელად
    • გამჭვირვალე ტარიფები ყოველგვარი ფარული საკომისიოების გარეშე
      ქეშ გზავნილის განაღდება შესაძლებელია Muthoot Finance 15000-ზე მეტ ფილიალში მთელი ინდოეთის მასშტაბით. 
    • Cash pick-up და საბანკო გადარიცხვების შესრულება შესაძლებელია იურიდიული პირების ანგარიშებზეც.
    • მიმღების იდენტიცირება IFSC კოდით ხდება.

    რა არის საჭირო გადარიცხვების შესასრულებლად?

    InexPay-ს აპლიკაციის გამოყენება ექსპატებისთვის ძალიან მარტივია:

    1. პირველ რიგში აუცილებელია აპლიკაციის გადმოწერა (iOS ან Android)
    2. რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის გავლა (KYC)
      • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს საქართველოში გაცემული დოკუმენტი (პირადობა, პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა), აუცილებელია ვერიფიკაციის გავლა InteliExpress-ის ნებისმიერ ფილიალში
    3. InexPay-ს ბალანსის შესავსებად ერთ-ერთი მეთოდის გამოყენება:

    როგორ გადაცვრიცხოთ თანხა ინდოეთში?

    1. აპლიკაციაში შესვლის შემდეგ საჭიროა “საბანკო გადარიცხვის” ფუნქციის არჩევა და მიმღებ ქვეყანაში ინდოეთის მონიშვნა
    2. თანხის მიმღების დეტალების სრულად და თანმიმდევრულად შევსება:
      • სახელი და გვარი
      • ბანკის დასახელება
      • IFSC კოდი
      • საბანკო ან საბარათე ანგარიშის ნომერი
      • მობილურის ნომერი
      • დანიშნულება (არასავალდებულო)
    3. სასურველი ვალუტის არჩევა (GEL, USD, EUR ან GBP)
    4. აპლიკაცია ავტომატურად გამოთვლის ინდური რუპიის ეკვივალენტს
    5. დეტალების გადამოწმება და ტრანზაქციის დადასტურება

    ფულადი გზავნილის გაგზავნა მომენტალურად ხორციელდება, ხოლო საბანკო გადარიცხვის შესრულებას მაქსიმუმ 1 სამუშაო დღე სჭირდება. 

    InexPay-ს საშუალებით შესაძლებელია გადარიცხვები ინდოეთის წამყვან ბანკებში:

    • State Bank of India
    • HDFC Bank
    • Punjab National Bank
    • Union Bank of India
    • Axis Bank

    ასევე, თანხის განაღდება შესაძლებელია სხვა 50-ზე მეტ ბანკში ინდოეთის მასშტაბით.

    როგორ აირიდოს მომხმარებელმა ფარული საკომისიოები?

    ბევრი ემიგრანტი ცდილობს თანხის გადარიცხვას პირდაპირ ქართული ბარათიდან ინდოეთში, თუმცა ამ მეთოდს ხშირად ახლავს:

    • მაღალი საკომისიო ვალუტის კონვერტაციისას
    • გადარიცხვის შეფერხება – რამდენიმე საბანკო სისტემის ჩართულობის გამო
    • დამატებითი გადასახადები

    InexPay-ს აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია:

    • ისარგებლოს საუკეთესო გაცვლითი კურსებით
    • გადაირიცხოს თანხა ინდოეთში გამჭვირვალე პირობებით უსწრაფესად
    • ისარგებლოს ყველაზე დაბალი საკომისიოთი

    ლიმიტები

    • Cash Pick – მაქს. 2,500 USD 
    • საბანკო/საბარათე გადარიცხვა — მაქს. 10,000 USD (ეკვივალენტი INR-ში)
    • თუ გზავნილის თანხა აღემატება 50 000 რუპიას (INR), გზავნილი გაიცემა მხოლოდ საბანკო ანაგარიშზე ჩარიცხვით.

    ტარიფები (USD)

    ფულადი გზავნილის ტარიფები

    დანმდესაკომისიო (აშშ დოლარი)
    $0$100$3
    $100$200$4
    $200$300$6
    $300$400$7
    $400$500$8
    $500$750$10
    $750$1,000$15
    $1,000$1,250$20
    $1,250$1,500$25
    $1,500$2,500$30

    საბანკო გადარიცხვების ტარიფები

    დანმდესაკომისიო (აშშ დოლარი)
    $0$100$3
    $100$200$4
    $200$300$6
    $300$400$7
    $400$500$8
    $500$750$10
    $750$1,000$15
    $1,000$1,250$20
    $1,250$1,500$25
    $1,500$5,000$30
    $5,000$8,000$45
    $8,000$10,000$55

    რეგულაცია და ლიცენზია

    InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).

    ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.

    ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers 

    მომხმარებელთა დახმარება

    InexPay-ს მხარდაჭერის გუნდი მომხმარებლებს მომსახურებას უწევს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. მომსახურების მიღება შესაძლებელია დისტანციურად ან InteliExpress-ის ნებისმიერ ფილიალში ადგილზე.

    სანდო და ხელმისაწვდომი გზაა ფულის გასაგზავნად

    რეალურ დროში განახლებადი კურსები, დაბალი ტარიფები და სწრაფი გადარიცხვები – InexPay წარმოადგენს საუკეთესო გამოსავალს ინდოელი ემიგრანტებისთვის.

    შეგახსენებთ, რომ InexPay-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე.

  • გადარიცხეთ თანხა უკრაინაში InexPay-ს აპლიკაციით

    გადარიცხეთ თანხა უკრაინაში InexPay-ს აპლიკაციით

    ნებისმიერი მიმართულებით თანხის გადარიცხვის პროცესში მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია: საკომისიოს ოდენობა, გადარიცხვის სისწრაფე და პროცედურის სიმარტივე.

    InexPay გთავაზობთ გამჭვირვალე და ექსკლუზიურ ტარიფებს უკრაინაში თანხის გადარიცხვისთვის.

    უკრაინაში თანხის გაგზავნისა და გადარიცხვის რამდენიმე მეთოდია შესაძლებელი, განვიხილოთ თითოეული:

    ბარათზე გადარიცხვა უკრაინაში — 0.5% საკომისიო

    თანხა ირიცხება უშუალოდ მიმღების უკრაინულ ბარათზე, პროცედურა მარტივია და ტრანზაქციის შესასრულებლად მხოლოდ მიმღების ბარათის ნომერი დაგჭირდებათ.

    საბანკო გადარიცხვა უკრაინაში — 0.5% საკომისიო

    თანხა პირდაპირ აისახება საბანკო ანგარიშზე უმოკლეს დროში. სერვისი გამჭვირვალე და უსაფრთხოა, საკომისიო კი დაბალი.

    ფულადი გზავნილი უკრაინაში — 0.7% საკომისიო

    საუკეთესო ფასი და მოსახერხებელი სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტნიორ ბანკებში: PrivatBank, OschadBank, A-Bank, Accordbank, CominBank, Cominvestbank, Globus Bank, Industrial Bank, MIB, Motor Bank, UkrGasBank, UnexBank. 

    დეტალური ინფორმაციისთვის: https://inteliexpress.com/ka/georgiatoukraine/

    რატომ უნდა აირჩიოთ InexPay?

    InexPay მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეასრულოს ნებისმიერი ტიპის გადარიცხვა — საბარათე, საბანკო ან ფულადი გზავნილის სახით სრულიად დისტანციურად და სახლიდან გაუსვლელად.

    სერვისი დაცულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს ტრანზაქციების სისწრაფეს, სანდოობასა და გამჭვირვალეობას.

    დაზოგეთ მეტი:

    გადმოწერეთ InexPay-ს აპლიკაცია და ისარგებლეთ ყველაზე დაბალი ტარიფებით უკრაინაში თანხის გადარიცხვაზე.

  • იტალიაში უკვე ხელმისაწვდომია InexPay – ახალი შესაძლებლობები ემიგრანტებისთვის

    იტალიაში უკვე ხელმისაწვდომია InexPay – ახალი შესაძლებლობები ემიგრანტებისთვის

    ახლა უკვე იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ InexPay-ს აპლიკაციით — სერვისით, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს მარტივს, სწრაფს და უსაფრთხოს ხდის.

    InexPay-ს აპლიკაციით შეგიძლიათ:

    • გაგზავნოთ ფულადი გზავნილები იტალიიდან საქართველოს და სხვა მიმართულებებით
    • დააკონვერტიროთ ვალუტა საუკეთესო კურსით
    • შეასრულოთ საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები იტალიიდან, მათ შორის SEPA ტრანზაქციები

    აპლიკაციის საშუალებით ფინანსური ოპერაციები ხორციელდება მაქსიმალურად მარტივად, უსაფრთხოდ და მოქნილად – და რაც ყველაზე მთავარია, სახლიდან გაუსვლელად.

    როგორ შეავსოთ ბალანსი იტალიიდან?

    იტალიაში მყოფ მომხმარებლებს შეუძლიათ InexPay ბალანსის შევსება პირდაპირ InteliExpress-ის ფილიალებში, რომლებიც ფუნქციონირებს შემდეგ მისამართებზე:

    ბარი (Bari)

    მისამართი: Piazza Aldo Moro 6/7
    სამუშაო საათები:
    ორშაბათი – შაბათი: 09:00 – 19:00
    კვირა: 09:00 – 19:00
    ტელეფონი: +39 080 219 3597
    ფილიალის კოდი: 501/502

    რომი (Roma)

    მისამართი: Via di S. Vito, 6, 00185
    სამუშაო საათები:
    ორშაბათი – კვირა: 09:00 – 19:00
    ტელეფონი: +39 06 636945
    ფილიალის კოდი: 504/506

    მარტივი და მოსახერხებელი

    ინექსფეი ყოველთვის ცდილობს, რომ ფინანსური ოპერაციები იყოს მარტივი და ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის. იტალიაში აპლიკაციის ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი ნაბიჯია ამ მიმართულებით, რომელიც ემიგრანტების ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს.

    ჩამოტვირთეთ InexPay-ს აპლიკაცია და ისარგებლეთ ყველა შესაძლებლობით

  • რატომ უნდა ისარგებლოთ ფულადი გზავნილების სერვისით InexPay-ში?

    რატომ უნდა ისარგებლოთ ფულადი გზავნილების სერვისით InexPay-ში?

    დღეს, როდესაც დრო ფულზე ძვირფასია, ხოლო კომფორტი და სანდოობა უმთავრესი, InexPay გთავაზობთ სწრაფ, მარტივ და საიმედო გადაწყვეტას საერთაშიროსო ფულადი გზავნილებისთვის, რომელიც სრულად ერგება თქვენს საჭიროებებს.

    როგორ ავიცილოთ ზედმეტი ხარჯები საერთაშორისო ფულადი გზავნილების შესრულებისას

    წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი საზღვარგარეთ სწავლობს და სასწრაფოდ სჭირდება თანხა. ტრადიციული გზავნილების დროს ხშირად გიწევთ:

    • 5–10%-მდე საკომისიოს გადახდა
    • ლოდინი 2–5 სამუშაო დღე
    • არც ისე კარგი კურსის მიღება

    InexPay-ს აპლიკაციით ყველაფერი იცვლება:

    • მინიმალური და ცალსახა საკომისიოები 
    • სწრაფი გზავნილები
    • საუკეთესო გაცვლითი კურსი
    • მარტივი და უსაფრთხო პროცესი, სახლიდან გაუსვლელად, მინიმალური ბიუროკრატიით

    რა თანხას ზოგავთ?

    სტატისტიკურად, მომხმარებელი, რომელიც თვეში ერთხელ მაინც აგზავნის ფულს საზღვარგარეთ, წელიწადში 300-800 ლარს კარგავს მხოლოდ საკომისიოებისა და არახელსაყრელი სავალუტო კურსების გამო. InexPay-ში კი ეს თანხა შეგიძლიათ დაზოგოთ და უფრო გონივრულად გამოიყენოთ!

    უმაღლესი უსაფრთხოების სტანდარტები

    როდესაც საქმე ფულს და პირად ინფორმაციას ეხება, უსაფრთხოება უმთავრესია. InexPay იყენებს თანამედროვე დაცვის ტექნოლოგიებს, რათა მომხმარებლის მონაცემები იყოს დაცული, ხოლო გადარიცხვა — სრულად უსაფრთხო.

    Inteliexpress – საიმედო პარტნიორი გლობალურ ბაზარზე

    InexPay-ში ფულადი გზავნილები ხორციელდება Inteliexpress-ის სისტემის მეშვეობით – საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური ქსელის საშუალებით, რომელიც:

    • ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში
    • ფუნქციონირებს საკუთარი ქსელით საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში,  საბერძნეთში, კვიპროსსა და თურქეთში
    • მოქმედებს პარტნიორი ბანკებისა და გადარიცხვების სისტემების მეშვეობით მსოფლიოს სხვა რეგიონებში

    მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი

    InexPay აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის იყოს მარტივად გამოსაყენებელი. გადარიცხვას არ სჭირდება სპეციალური ცოდნა — რეგისტრირდებით, ადასტურებთ ვინაობას და რიცხავთ თანხას პირდაპირ მობილურიდან, სახლიდან გაუსვლელად. გადმოწერეთ აპლიკაცია დღესვე და ისარგებლეთ ყველა უპირატესობით!

  • როგორ დავზოგოთ ფული InexPay-ს აპლიკაციით

    როგორ დავზოგოთ ფული InexPay-ს აპლიკაციით

    დღესდღეობით, ფინანსების მართვა და ფულის დაზოგვა უფრო მარტივი და მოსახერხებელია InexPay-ს აპლიკაციით. ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან ფუნქციებს, რომლებიც დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში და ფინანსური ოპერაციების ეფექტურად მართვაში. დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე სერვისს, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ ეფექტურად დაზოგოთ დრო და ფინანსები:

    საერთაშორისო ფულადი გზავნილები საუკეთესო ტარიფით

    InexPay-ს აპლიკაციაში შეგიძლიათ Inteliexpress-ის სისტემით გაგზავნოთ და გაანაღდოთ ფულადი გზავნილები 50-ზე მეტ ქვეყანაში, ყველაზე ხელსაყრელი ტარიფებით.

    ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეგულარულად აგზავნიან ფულს საქართველოში ან  საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრებისთვის.

    საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები მინიმალური საკომისიოთი
    InexPay-ს საშუალებით შეგიძლიათ შეასრულოთ საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები მინიმალური საკომისიოებით და თანხის ასახვის მომენტალური ფუნქციით.

    თუ ხშირად ასრულებთ საერთაშორისო ტრანზაქციებს სხვადასხვა ქვეყნებში, ეს სერვისი განსაკუთრებულად კომფორტული იქნება თქვენთვის. აპლიკაცია გთავაზობთ გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან პირობებს, რაც თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

    საუკეთესო სავალუტო კურსი

    საერთაშორისო ტრანზაქციების შესრულებისას ვალუტის კონვერტაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია. InexPay-ის აპლიკაცია კი გთავაზობთ მაქსიმალურად მომგებიან პირობებს ვალუტის გადაცვლისას. 

    როდესაც ახორციელებთ საერთაშორისო გადარიცხვებს ან ვალუტის კონვერტაციას:

    • გთავაზობთ რეალურ დროში განახლებულ კურსებს
    • არ გჭირდებათ დამატებითი საკომისიოს გადახდა კონვერტაციისთვის
    • იღებთ გამჭვირვალე ინფორმაციას კურსის შესახებ ტრანზაქციის განხორციელებამდე

    თანხის შევსება საბანკო ანგარიშით საკომისიოს გარეშე

    InexPay-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ანგარიშის უფასო შევსების შესაძლებლობა საბანკო გადარიცხვით. 

    • არ იხდით დამატებით საკომისიოს ბალანსის შევსებისას
    • შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის შეტანა დამატებითი ხარჯების გარეშე
    • პროცესი არის მარტივი და სწრაფი

    ყველა ტრანზაქცია სახლიდან გაუსვლელად

    InexPay-ს გამოყენება მარტივი და მოსახერხებელია –  ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სერვისს გთავაზობთ ერთი მოხერხებული აპლიკაციის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად.

    InexPay-ის აპლიკაცია წარმოადგენს იდეალურ გადაწყვეტას მათთვის, ვისაც სურს დაზოგოს როგორც ფული, ასევე დრო ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას. 

    კონკურენტული ტარიფები, საუკეთესო სავალუტო კურსები და მოხერხებული სერვისები საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად ეფექტურად მართოთ თქვენი ფინანსები.

  • რომელი სერვისებით შეგიძლიათ სარგებლობა მხოლოდ InexPay-ში?

    რომელი სერვისებით შეგიძლიათ სარგებლობა მხოლოდ InexPay-ში?

    InexPay არ არის უბრალოდ საგადახდო სისტემა – ეს მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც გთავაზობთ მაქსიმალურ მოქნილობას, უსაფრთხოებასა და საუკეთესო პირობებს ფულადი ოპერაციების შესასრულებლად.

    აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სერვისებით, რომელსაც საქართველოში სხვა ალტერნატივა არ აქვს, მართოთ თქვენი ფინანსები მარტივად, სწრაფად, დაბალი ხარჯებით და რაც მთავარია, სახლიდან გაუსვლელად.

    განვიხილოთ სერვისები, რომელიც მხოლოდ InexPay-ში არის ხელმისაწვდომი:

    ფულადი გზავნილები და საერთაშორისო გადარიცხვები

    InexPay-ს აპლიკაციით ფულადი გზავნილების გაგზავნა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში შეგიძლიათ, საუკეთესო ტარიფით. ამასთანავე, აპლიკაციაში უკვე შესაძლებელია InteliExpress-ის გზავნილების განაღდება სახლიდან გაუსვლელად.

    გარდა გზავნილებისა, საბარათე და საბანკო გადარიცხვების შესრულებაც შეგიძლიათ ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ყოველგვარი შუამავალი სისტემების გარეშე, რაც უზრუნველყოფს დაბალ ხარჯებს და მომენტალურ ტრანზაქციებს.

    მხოლოდ InexPay-ში:

    • თურქეთი – გადარიცხეთ თანხა საბანკო ანგარიშზე ყველაზე დაბალი ტარიფით.
    • უკრაინა – გადარიცხეთ თანხა ბარათზე ან საბანკო ანგარიშზე მომენტალურად.
    • მოლდოვა – განახორციელეთ სწრაფი და მარტივი საბანკო გადარიცხვები.
    • სომხეთი – გადარიცხეთ თანხა ყველაზე დაბალი ტარიფით და გაანაღდეთ ნებისმიერ ბანკში.
    • უზბეკეთი – HUMO და UZCARD ბარათებზე მომენტალური გადარიცხვები.
    • აზიის ქვეყნები (ინდოეთი, პაკისტანი, ფილიპინები და სხვა) – უსწრაფესი და ყველაზე მომგებიანი ტარიფები.

    ვალუტის გადაცვლა საუკეთესო პირობებით

    მხოლოდ InexPay-ში შეძლებთ ვალუტის კონვერტაციას სახლიდან გაუსვლელად, საუკეთესო კურსით, შემდეგი მიმართულებებით:

    InexPay-ში სრულად დისტანციურად შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია. პროცესი განსაკუთრებულად სწრაფი და მარტივია, თქვენი ანგარიში კი სულ რამდენიმე წუთში მზად იქნება გამოყენებისთვის. დაზოგავთ დროს და აღარ დაგჭირდებათ ფილიალში ვიზიტი და სხვა ბიუროკრატიული პროცესების გავლა.


    ბალანსის შევსება და თანხის გატანა

    გარდა გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურისა, InexPay გთავაზობთ მოსახერხებელ და ეფექტურ გზებს თქვენი ანგარიშის მართვისთვის.

    ბალანსის შევსების 3 მეთოდით:

    • ინტელიექსპრესის ფილიალებში – საკომისიოს გარეშე;

    ფილიალების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე

    • ინტერნეტ ბანკით შევსება;

    თიბისისა და საქართველოს ბანკიდან ნებისმიერ ვალუტაში, სრულიად საკომისიოს გარეშე.

    • ბარათით შევსება (საკომისიო 1.5%-მდე);

    ნებისმიერი ბანკის სადებეტო ან საკრედიტო ბარათით.

    თანხის გატანა – ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე საკომისიოს გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გაანაღდოთ თანხა მინიმალური დანაკარგებით, მაქსიმალურად სწრაფად.

    რატომ უნდა აირჩიოთ InexPay? 

    პასუხი მარტივია – ჩვენთან ყველა ფინანსური ოპერაცია უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომია. გადმოწერეთ აპლიკაცია დღესვე და აღმოაჩინეთ ფინანსური ოპერაციების ახალი სტანდარტი!