საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხშირად გაურკვეველი და ბუნდოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა:
როგორ გადაცვალონ ვალუტა მარტივად?
სად გადაიხადონ კომუნალური გადასახადები რიგების გარეშე?
როგორ შეავსონ ბალანსი ან გაგზავნონ ფული სხვა ქვეყანაში?
ინდოეთიდან, საფრანგეთიდან, ინდონეზიიდან, ბრიტანეთიდან, უკრაინიდან თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოსახლეობისთვის ფინანსური პროცესების მართვა ხშირად ძალიან რთულია. InexPay კი სწორედ ამ პროცესების გასამარტივებლად შეიქმნა.
რა არის InexPay?
InexPay მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც ექსპატებს ეხმარება ყოველდღიური ფინანსური საქმიანობის მართვაში – სწრაფად, ხელმისაწვდომ ფასად, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცესების გარეშე და რაც მთავარია – სახლიდან გაუსვლელად.
მნიშვნელოვანი შეხსენება: იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს ქართული ID, აუცილებელია ვერიფიკაციის გავლა InteliExpress-ის ნებისმიერ ფილიალში.
დღეს უკვე ათასობით ექსპატი ენდობა InexPay-ს, მათ შორის ადამიანები შემდეგი ქვეყნებიდან: ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ინდოეთი, ინდონეზია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნეპალი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაკისტანი, ფილიპინები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შრი-ლანკა, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, ბრიტანეთი და უზბეკეთი.
რას სთავაზობს InexPay ექსპატებს?
InexPay-ს აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია:
- ვალუტის გადაცვლა აპლიკაციაში
- ბალანსის შევსება ნაღდი ანგარიშსწორებით, ბარათით ან საბანკო გადარიცხვით
- კომუნალური გადასახადების გადახდა საქართველოში (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, მობილური, ინტერნეტი და სხვა)
- საერთაშორისო ფულადი გზავნილების შესრულება
- ყველა ფინანსური აქტივობის მართვა ერთი მარტივი აპლიკაციით
როგორ ხდება ანგარიშის შევსება?
InexPay-ს ბალანსის შევსება შესაძლებელია სამი მარტივი გზით:
1. ნაღდი ფულით:
ნებისმიერ Inteliexpress ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით
იხილეთ ფილიალების სია
2. საბანკო გადარიცხვით:
თანხის გადარიცხვა ქართული ბანკებიდან ყოველგვარი საკომისიების გარეშე
3. ბარათით:
ბალანსის მომენტალური შევსება Visa ან Mastercard ბარათებით
რატომ ირჩევენ ექსპატები InexPay-ს
- სწრაფი ტრანზაქციები
- სერვისი ყოველგვარი ფარული საკომისიების გარეშე
- კონკურენტული გაცვლითი კურსები
- მარტივი ინტერფეისი
- ერთ აპლიკაციაში თავმოყრილი ყველა საჭირო ფუნქცია
მარტივი და საიმედო სერვისი
საქართველოში მცხოვრები ექსპატებისთვის, რომლებიც აქ მუშაობენ ან სწავლობენ, InexPay უზრუნველყოფს ფინანსური პროცესების გამარტივებას და მართვას სრული გამჭვირვალობით.
InexPay – გადმოწერეთ აპლიკაცია და მართეთ თქვენი ფინანსები მარტივად.


