🚀მართეთ ფული მარტივად Inexpay-ით! 💸 გაგზავნეთ, გადაიხადეთ და დაზოგეთ – ყველაფერი ერთ აპლიკაციაში 🔒აპლიკაციის გადმოწერა 📲

x-close



Edit Template

კატეგორია: ვალუტის კურსი

  • გადაცვალეთ ვალუტა ჭკვიანურად და დაზოგეთ მეტი InexPay-ში

    გადაცვალეთ ვალუტა ჭკვიანურად და დაზოგეთ მეტი InexPay-ში

    ჩვენს რეალობაში ვალუტის გადაცვლა უმარტივესი პროცედურაა და ამის უამრავი ალტერნატივა თუ შესაძლებლობა არსებობს, იქნება ეს ბანკი, მობილური აპლიკაცია, ჯიხური თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ხშირად კურსები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და დროის სიმცირის გამო რთულია ყველა გადაამოწმოთ, შეადაროთ და საუკეთესო შეარჩიოთ. როცა დრო არ გაქვთ, მაგრამ არ გინდათ საკომისიოებში გადაიხადოთ ზედმეტი თანხა InexPay გთავაზობთ მარტივ გამოსავალს.

    ეს არის სივრცე, სადაც სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს, გარანტირებულად საუკეთესო კურსით შეძლებთ ვალუტის გადაცვლას — მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ.

    რომელი ვალუტის გადაცვლა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად InexPay-ს აპლიკაციაში?

    გარდა იმისა, რომ ჩვენს მარტივ ფინანსური აპლიკაციაში საუკეთესო გაცვლითი კურსებით ისარგებლებთ, ჩვენი სერვისი 24/7-ზე ხელმისაწვდომია, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ვალუტა გაცვალოთ მაშინ, როცა თქვენთვის მოსახერხებელია — დილით, საღამოს და შაბათ-კვირასაც კი.

    InexPay-ში შეგიძლიათ მარტივად გადაცვლოთ:

    • ლარი (GEL)
    • დოლარი (USD)
    • ევრო (EUR)
    • გირვანქა სტერლინგი (GBP)

    კურსები განახლებულია რეალურ დროში და შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი მიმართულება იმ ვალუტებს შორის, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ — მოგზაურობისთვის, გადარიცხვებისთვის, ონლაინ შოპინგისთვის თუ ფულადი გზავნილებისთვის.

    რა ხდება, როცა InexPay-ს იყენებთ?

    გარდა ვალუტის კონვერტაციისა, კონკურენტული კურსი მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილებისა და საერთაშორისო გადარიცხვების დროს.

    InexPay-ს აპლიკაციით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ გაგზავნოთ და მიიღოთ საერთაშორისო ფულადი გზავნილები და შეასრულოთ საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები საუკეთესო კურსით.

    როგორ ისარგებლოთ ჩვენი ფინანსური სერვისებით?

    • გადმოწერეთ InexPay-ს მობილური აპლიკაცია App Store ან Google Play-დან
    • გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია, რომელსაც სულ 2 წუთი სჭირდება
    • შეავსეთ ბალანსი თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით: ინტერნეტბანკიდან, ბარათით ან InteliExpress-ის სალაროებიდან
    • გადაცვალეთ სასურველი ვალუტა

    დაიწყეთ ყველაზე მოქნილი და მომგებიანი სერვისებით სარგებლობა დღეს!

  • როგორ დავზოგოთ ფული InexPay-ს აპლიკაციით

    როგორ დავზოგოთ ფული InexPay-ს აპლიკაციით

    დღესდღეობით, ფინანსების მართვა და ფულის დაზოგვა უფრო მარტივი და მოსახერხებელია InexPay-ს აპლიკაციით. ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან ფუნქციებს, რომლებიც დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში და ფინანსური ოპერაციების ეფექტურად მართვაში. დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე სერვისს, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ ეფექტურად დაზოგოთ დრო და ფინანსები:

    საერთაშორისო ფულადი გზავნილები საუკეთესო ტარიფით

    InexPay-ს აპლიკაციაში შეგიძლიათ Inteliexpress-ის სისტემით გაგზავნოთ და გაანაღდოთ ფულადი გზავნილები 50-ზე მეტ ქვეყანაში, ყველაზე ხელსაყრელი ტარიფებით.

    ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეგულარულად აგზავნიან ფულს საქართველოში ან  საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრებისთვის.

    საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები მინიმალური საკომისიოთი
    InexPay-ს საშუალებით შეგიძლიათ შეასრულოთ საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები მინიმალური საკომისიოებით და თანხის ასახვის მომენტალური ფუნქციით.

    თუ ხშირად ასრულებთ საერთაშორისო ტრანზაქციებს სხვადასხვა ქვეყნებში, ეს სერვისი განსაკუთრებულად კომფორტული იქნება თქვენთვის. აპლიკაცია გთავაზობთ გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან პირობებს, რაც თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

    საუკეთესო სავალუტო კურსი

    საერთაშორისო ტრანზაქციების შესრულებისას ვალუტის კონვერტაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია. InexPay-ის აპლიკაცია კი გთავაზობთ მაქსიმალურად მომგებიან პირობებს ვალუტის გადაცვლისას. 

    როდესაც ახორციელებთ საერთაშორისო გადარიცხვებს ან ვალუტის კონვერტაციას:

    • გთავაზობთ რეალურ დროში განახლებულ კურსებს
    • არ გჭირდებათ დამატებითი საკომისიოს გადახდა კონვერტაციისთვის
    • იღებთ გამჭვირვალე ინფორმაციას კურსის შესახებ ტრანზაქციის განხორციელებამდე

    თანხის შევსება საბანკო ანგარიშით საკომისიოს გარეშე

    InexPay-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ანგარიშის უფასო შევსების შესაძლებლობა საბანკო გადარიცხვით. 

    • არ იხდით დამატებით საკომისიოს ბალანსის შევსებისას
    • შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის შეტანა დამატებითი ხარჯების გარეშე
    • პროცესი არის მარტივი და სწრაფი

    ყველა ტრანზაქცია სახლიდან გაუსვლელად

    InexPay-ს გამოყენება მარტივი და მოსახერხებელია –  ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სერვისს გთავაზობთ ერთი მოხერხებული აპლიკაციის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად.

    InexPay-ის აპლიკაცია წარმოადგენს იდეალურ გადაწყვეტას მათთვის, ვისაც სურს დაზოგოს როგორც ფული, ასევე დრო ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას. 

    კონკურენტული ტარიფები, საუკეთესო სავალუტო კურსები და მოხერხებული სერვისები საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად ეფექტურად მართოთ თქვენი ფინანსები.