როგორ ამარტივებს InexPay ყოველდღიურ ფინანსურ საკითხებს
საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა შეიძლება საინტერესო გამოცდილება იყოს, თუმცა ახალ ქვეყანაში ფინანსური საკითხების მართვა ყოველთვის მარტივი არ არის.
საქართველოში მცხოვრებ ფილიპინელებს ხშირად სჭირდებათ პრაქტიკული და საიმედო გზა ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სამართავად, იქნება ეს სახლში თანხის გაგზავნა, ვალუტის გაცვლა, ადგილობრივი გადასახადების გადახდა თუ ისეთი სერვისის გამოყენება, რომელიც მარტივი და გასაგებია.იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა ფინანსური ოპერაციისთვის სხვადასხვა სერვისის გამოყენება გახდეს საჭირო, InexPay მნიშვნელოვან ფინანსურ მომსახურებებს ერთ მობილურ აპლიკაციაში აერთიანებს. ეს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ მომხმარებლებს ფინანსური საქმეები უფრო სწრაფად და კომფორტულად მართონ.
ერთი აპლიკაცია ყოველდღიური ფინანსური საჭიროებებისთვის
InexPay მხოლოდ ფულადი გზავნილების აპლიკაცია არ არის. აპლიკაცია ერთ სივრცეში აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფინანსურ სერვისს, მათ შორის:
- საერთაშორისო ფულადი გზავნილები
- საბანკო გადარიცხვები
- თანხის გაგზავნა GCash ანგარიშებზე ფილიპინებში
- ბარათიდან ბარათზე გადარიცხვა
- ვალუტის კონვერტაცია
- კომუნალური და სხვა აუცილებელი ადგილობრივი გადასახადები
ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს აღარ უწევთ სხვადასხვა სერვისის მოძიება მარტივი ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად.
ფილიპინებში თანხის გაგზავნა მარტივად
საქართველოში მცხოვრები ბევრი ფილიპინელისთვის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური საჭიროება ოჯახისთვის თანხის გაგზავნაა.
InexPay-ის აპლიკაციით ფილიპინებში თანხის გაგზავნის რამდენიმე მეთოდია ხელმისაწვდომი, იმის მიხედვით, თუ რომელი ვარიანტია მიმღებისთვის ყველაზე მოსახერხებელი. ხელმისაწვდომი ვარიანტებია:
- პირდაპირი საბანკო გადარიცხვები
- გადარიცხვა GCash ანგარიშზე
- ნაღდი თანხის მიღება პარტნიორ ქსელებში
საბანკო გადარიცხვების შემთხვევაში თანხის მიღება შესაძლებელია ისეთ ბანკებში, როგორიცაა Metrobank, BDO და PNB. ნაღდი თანხის კი შესაძლებელია პარტნიორ ქსელებში, მაგალითად Cebuana და Palawan. ეს მომხმარებლების ოჯახებსა და ახლობლებს აძლევს შესაძლებლობას თავად აირჩიონ თანხის მიღების ყველაზე მოსახერხებელი გზა.
პრაქტიკული მაგალითი
მაგალითად, მარია მუშაობს თბილისში და სურს თანხა გაუგზავნოს ოჯახს ფილიპინებში.
ის გადმოწერს InexPay აპლიკაციას, დარეგისტრირდება და ერთჯერადად გაივლის იდენტიფიკაციას უახლოეს IntelExpress-ის ფილიალში. ამის შემდეგ თანხის გაგზავნა უკვე პირდაპირ აპლიკაციიდან შეუძლია.
თუ ოჯახი თანხის მიღებას ბანკის ანგარიშზე ამჯობინებს, შესაძლებელია გადარიცხვა პარტნიორ ბანკში. თუ უფრო მოსახერხებელია მობილურ საფულეში მიღება – შესაძლებელია GCash-ის არჩევა.
თუ მიმღები ნაღდი თანხის მიღებას ამჯობინებს – ესეც შესაძლებელია პარტნიორ ლოკაციებში.
ასე რომ, სხვადასხვა სერვისის ძებნისა და რთული პირობების შედარების ნაცვლად, ყველა ოპერაცია შესაძლებელია ერთ აპლიკაციაში.
მარია იგივე აპლიკაციით საქართველოში კომუნალურ გადასახადებსაც გადაიხდის. მისთვის ეს ნიშნავს:
- ნაკლებ სტრესს
- დროის დაზოგვას, რადგან არ მოუწევს სხვადასხვა ლოკაციებზე ფიზიკურად მისვლა
- მეტ სიმშვიდეს, რადგან იცის, რომ უსაფრთხო სერვისით სარგებლობს
სრული პროცესი – აპლიკაციის გადმოწერიდან თანხის გაგზავნამდე
InexPay-ის გამოყენების პროცესი მარტივი და გასაგებია ყველასთვის:

1. აპლიკაციის გადმოწერა
პირველ ეტაპზე საჭიროა InexPay მობილური აპლიკაციის გადმოწერა App Store-დან ან Google Play-დან.
2. რეგისტრაცია
შემდეგ აპლიკაციაში ხდება ანგარიშის შექმნა და საჭირო პერსონალური ინფორმაციის მითითება.
3. ერთჯერადი იდენტიფიკაცია
ყველა სერვისზე სრული წვდომის მისაღებად საჭიროა იდენტიფიკაციის ერთჯერადი გავლა IntelExpress-ის ფილიალში.
ეს პროცესი აუცილებელია უსაფრთხოების და რეგულაციების დაცვის მიზნით. IntelExpress-ის ფილიალების სრული სია ხელმისაწვდომია აქ: https://inteliexpress.com/ka/misamartebi/
4. აპლიკაციის გამოყენება
იდენტიფიკაციის დასრულების შემდეგ მომხმარებლებს შეუძლიათ ყველა ფინანსური ოპერაცია პირდაპირ აპლიკაციიდან მართონ და აღარ საჭიროებენ ფილიალში განმეორებით ვიზიტს.
5. თანხის გაგზავნა
ტრანზაქციის შესასრულებლად საჭიროა ქვეყნის არჩევა, გადარიცხვის მეთოდის განსაზღვრა, მიმღების მონაცემების შეყვანა, თანხისა და კურსის გადამოწმება და ოპერაციის დასრულება.
პროცესი მარტივად გასაგებია მათთვისაც კი, ვინც აპლიკაციას პირველად იყენებს.
ვალუტის კონვერტაცია კონკურენტული კურსით
InexPay-ის საშუალებით ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია კონკურენტული კურსით, რომელიც უკეთესია, ვიდრე:
- ბანკის კურსი
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კურსი
- სავალუტო ჯიხურების კურსი
ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაზოგოს მეტი თანხა როგორც გზავნილების შესრულებისას, ასევე საერთაშორისო გადარიცხვების დროს.
ყოველდღიური გამოყენებისთვის კომფორტული
InexPay მხოლოდ საერთაშორისო ფულადი გზავნილებისთვის არ გამოიყენება. აპლიკაცია ასევე საშუალებას იძლევა გადაიხადოს კომუნალური და სხვა აუცილებელი გადასახადები საქართველოში.
ამგვარად, მომხმარებლებს შეუძლიათ ერთ აპლიკაციაში მართონ როგორც საზღვარგარეთ თანხის გაგზავნა, ისე ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები საქართველოში.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია ფილიპინურ ენაზეც
ფილიპინელი მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ხელმისაწვდომობა.
InexPay აპლიკაცია ხელმისაწვდომია ფილიპინურ ენაზეც, რაც აპლიკაციის გამოყენებას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის მათთვის, ვისაც სერვისის საკუთარ ენაზე გამოყენება ურჩევნია.
მომხმარებელთა მხარდაჭერა
InexPay მომხმარებლებს სთავაზობს მხარდაჭერას ქართულ და ინგლისურ ენებზე.
დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც დისტანციურად ოფიციალური მხარდაჭერის არხების საშუალებით, ასევე IntelExpress-ის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.
რეგულაცია და ლიცენზია
InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).
ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.
ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers
შეჯამება
საზღვარგარეთ ცხოვრება უკვე მრავალი ცვლილებისგან შედგება, ფინანსების მართვა არ უნდა იყოს კიდევ ერთი რთული საკითხი.
საქართველოში მცხოვრები ფილიპინელებს InexPay სთავაზობს მარტივ და მოქნილ გზას ფულადი გზავნილების, ვალუტის გაცვლის, გადასახადებისა და ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სამართავად – ერთ აპლიკაციაში.
