🚀მართეთ ფული მარტივად Inexpay-ით! 💸 გაგზავნეთ, გადაიხადეთ და დაზოგეთ – ყველაფერი ერთ აპლიკაციაში 🔒აპლიკაციის გადმოწერა 📲

x-close



Edit Template

1 წუთის წასაკითხი

მე-8 საუკუნის ფინტექი ანუ როგორ იგზავნებოდა ფული InexPay-ს აპლიკაციის გარეშე


ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირველი ფულადი გზავნილები არა ბანკებით, აპლიკაციებით ან ტელეგრაფით, არამედ ნდობითა და სიტყვით იგზავნებოდა. ეს ყველაფერი კი არც მეტი, არც ნაკლები მე-8 საუკუნეში, მაშინ, როდესაც კაცობრიობა ჯერ კიდევ ცხენით გადაადგილდებოდა და არც ქაღალდის ფული არსებობდა.

სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა სისტემა, რომელსაც ჰავალა (Hawala) ეწოდებოდა, რომლის იდეა მარტივი იყო, მაგრამ გენიალური:

ადამიანი ერთ ქვეყანაში აგენტს აძლევდა ფულს და სთხოვდა, რომ მისი მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის სხვა ქვეყანაში იგივე თანხა გადაეცა.

ფული რეალურად არ გადაადგილდებოდა, უბრალოდ აგენტები ერთმანეთს ენდობოდნენ და მოგვიანებით ანგარიშს უსწორებდნენ.

სწორედ ასე დაიწყო საერთაშორისო გადარიცხვების ისტორია:

არ იყო ბანკები, არ იყო აპლიკაციები, მაგრამ არსებობდა მთავარი ღირებულება – ნდობა.

და ის იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ჰავალას სისტემა საუკუნეების განმავლობაში მუშაობდა ინდოეთიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე.

როცა სიტყვა იყო კონტრაქტი

ჰავალას აგენტები ფულს არ ინახავდნენ სეიფებში და არც ქაღალდებზე აწერდნენ ხელს, მათი კონტრაქტი იყო სიტყვა და პატიოსნება.

დღეს ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იმ პერიოდში ეს საკმარისი იყო – ფული თავისუფლად მოძრაობდა ხალხიდან ხალხამდე, ყოველგვარი საბანკო სისტემის გარეშე.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჰავალა იყო პირველი „ფინტექი“, რომელსაც Wi-Fi არ სჭირდებოდა.

რა შეიცვალა თითქმის 1300 წლის შემდეგ?

მე-8 საუკუნის Hawala-ს შემდეგ კაცობრიობამ უამრავი ეტაპი გაიარა: ტელეგრაფი, ფულადი გზავნილები მაღალი საკომისიოებით, რიგებითა და განაღდების პრობლემებით. საბოლოოდ კი მივედით იქამდე, რომ ახლა ფულის გაგზავნა თუ საბანკო ან საბარათე გადარიცხვების შესრულება შეგვიძლია რამდენიმე კლიკით  InexPay-ს აპლიკაციაში, თანაც სახლიდან გაუსვლელად.

უბრალოდ ხსნით აპლიკაციას, გადიხართ მარტივ რეგისტრაციასა და ავტორიზაციას და ასრულებთ InteliExpress-ის სისტემით საერთაშორისო ფულად გზავნილებს 50-ზე მეტ ქვეყანაში ან საბანკო და საბარათე გადარიცხვებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, საუკეთესო ტარიფებითა და კონვერტაციის კურსით.

სიტყვიდან ლიცენზიამდე ანუ ნდობის ევოლუცია

მე-8 საუკუნეში ნდობა ნიშნავდა პირად სიტყვას. დღეს ნდობა ნიშნავს რეგულაციას, გამჭვირვალობას და უსაფრთხოების სტანდარტებს, რომლებიც იცავს მომხმარებლის თითოეულ ტრანზაქციას.

სიტყვით დადებული ხელშეკრულება შეიცვალა ლიცენზიით, მაგრამ იდეა იგივე დარჩა – სანდოობა.

თუ ოდესღაც ფულს აგენტს აბარებდნენ იმ იმედით, რომ ის სიტყვას არ დაარღვევდა, დღეს ამ ნდობას არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის ზედამხედველობითაც მუშაობს InexPay (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ლიცენზია №0088-2904).

ეს ნიშნავს, რომ ყოველი გადარიცხვა დაცულია კანონით, თქვენი თანხები ინახება ბანკში სპეციალურ (ნომინალური მფლობელობის) ანგარიშებზე და სისტემა სრულად შეესაბამება საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებს.