🚀მართეთ ფული მარტივად Inexpay-ით! 💸 გაგზავნეთ, გადაიხადეთ და დაზოგეთ – ყველაფერი ერთ აპლიკაციაში 🔒აპლიკაციის გადმოწერა 📲

x-close



Edit Template

1 წუთის წასაკითხი

როგორ გადავრიცხოთ ფული საქართველოდან ინდოეთში


მარტივი გზამკვლევი ინდოელი ემიგრანტებისთვის საქართველოში

საქართველოში მცხოვრები ინდოელი ემიგრანტები, მათ შორის სტუდენტები, თანამშრომლები თუ ბიზნესის მფლობელები ხშირად ეძებენ უსაფრთხო, სწრაფ და ხელმისაწვდომ გზას ფულის გასაგზავნად.

ხშირად უცხოელი მოქალაქეებისთვის ფინანსური სერვისები არ არის ხელმისაწვდომი და გასაგები, InexPay კი ამ პროცესებს მარტივსა და გამჭვირვალეს ხდის, თანაც ხელმისაწვდომ ფასად.

ამ ბლოგში გაგიზიარებთ თუ როგორ შეგიძლიათ ფულის გაგზავნა საქართველოდან ინდოეთში InexPay-ს აპლიკაციის გამოყენებით და როგორ დაზოგოთ თანხა ჭკვიანურად.

რატომ ირჩევენ ინდოელი ემიგრანტები InexPay-ს

  • სწრაფი და საიმედო საერთაშორისო გადარიცხვები
  • საუკეთესო გაცვლითი კურსები (GEL/USD/EUR/GBP → INR)
  • სრულად დაცული და ლიცენზირებული სისტემა
  • 100%-ით ციფრული სერვისი სახლიდან გაუსვლელად
  • გამჭვირვალე ტარიფები ყოველგვარი ფარული საკომისიოების გარეშე
    ქეშ გზავნილის განაღდება შესაძლებელია Muthoot Finance 15000-ზე მეტ ფილიალში მთელი ინდოეთის მასშტაბით. 
  • Cash pick-up და საბანკო გადარიცხვების შესრულება შესაძლებელია იურიდიული პირების ანგარიშებზეც.
  • მიმღების იდენტიცირება IFSC კოდით ხდება.

რა არის საჭირო გადარიცხვების შესასრულებლად?

InexPay-ს აპლიკაციის გამოყენება ექსპატებისთვის ძალიან მარტივია:

  1. პირველ რიგში აუცილებელია აპლიკაციის გადმოწერა (iOS ან Android)
  2. რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის გავლა (KYC)
    • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს საქართველოში გაცემული დოკუმენტი (პირადობა, პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა), აუცილებელია ვერიფიკაციის გავლა InteliExpress-ის ნებისმიერ ფილიალში
  3. InexPay-ს ბალანსის შესავსებად ერთ-ერთი მეთოდის გამოყენება:

როგორ გადაცვრიცხოთ თანხა ინდოეთში?

  1. აპლიკაციაში შესვლის შემდეგ საჭიროა “საბანკო გადარიცხვის” ფუნქციის არჩევა და მიმღებ ქვეყანაში ინდოეთის მონიშვნა
  2. თანხის მიმღების დეტალების სრულად და თანმიმდევრულად შევსება:
    • სახელი და გვარი
    • ბანკის დასახელება
    • IFSC კოდი
    • საბანკო ან საბარათე ანგარიშის ნომერი
    • მობილურის ნომერი
    • დანიშნულება (არასავალდებულო)
  3. სასურველი ვალუტის არჩევა (GEL, USD, EUR ან GBP)
  4. აპლიკაცია ავტომატურად გამოთვლის ინდური რუპიის ეკვივალენტს
  5. დეტალების გადამოწმება და ტრანზაქციის დადასტურება

ფულადი გზავნილის გაგზავნა მომენტალურად ხორციელდება, ხოლო საბანკო გადარიცხვის შესრულებას მაქსიმუმ 1 სამუშაო დღე სჭირდება. 

InexPay-ს საშუალებით შესაძლებელია გადარიცხვები ინდოეთის წამყვან ბანკებში:

  • State Bank of India
  • HDFC Bank
  • Punjab National Bank
  • Union Bank of India
  • Axis Bank

ასევე, თანხის განაღდება შესაძლებელია სხვა 50-ზე მეტ ბანკში ინდოეთის მასშტაბით.

როგორ აირიდოს მომხმარებელმა ფარული საკომისიოები?

ბევრი ემიგრანტი ცდილობს თანხის გადარიცხვას პირდაპირ ქართული ბარათიდან ინდოეთში, თუმცა ამ მეთოდს ხშირად ახლავს:

  • მაღალი საკომისიო ვალუტის კონვერტაციისას
  • გადარიცხვის შეფერხება – რამდენიმე საბანკო სისტემის ჩართულობის გამო
  • დამატებითი გადასახადები

InexPay-ს აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია:

  • ისარგებლოს საუკეთესო გაცვლითი კურსებით
  • გადაირიცხოს თანხა ინდოეთში გამჭვირვალე პირობებით უსწრაფესად
  • ისარგებლოს ყველაზე დაბალი საკომისიოთი

ლიმიტები

  • Cash Pick – მაქს. 2,500 USD 
  • საბანკო/საბარათე გადარიცხვა — მაქს. 10,000 USD (ეკვივალენტი INR-ში)
  • თუ გზავნილის თანხა აღემატება 50 000 რუპიას (INR), გზავნილი გაიცემა მხოლოდ საბანკო ანაგარიშზე ჩარიცხვით.

ტარიფები (USD)

ფულადი გზავნილის ტარიფები

დანმდესაკომისიო (აშშ დოლარი)
$0$100$3
$100$200$4
$200$300$6
$300$400$7
$400$500$8
$500$750$10
$750$1,000$15
$1,000$1,250$20
$1,250$1,500$25
$1,500$2,500$30

საბანკო გადარიცხვების ტარიფები

დანმდესაკომისიო (აშშ დოლარი)
$0$100$3
$100$200$4
$200$300$6
$300$400$7
$400$500$8
$500$750$10
$750$1,000$15
$1,000$1,250$20
$1,250$1,500$25
$1,500$5,000$30
$5,000$8,000$45
$8,000$10,000$55

რეგულაცია და ლიცენზია

InexPay საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული და ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია (№0088-2904).

ყველა ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სერვისის უსაფრთხოებას, სანდოობას და მომხმარებელთა ინტერესების სრულ დაცვას.

ლიცენზიის გადამოწმება შეგიძლიათ ოფიციალურ რეესტრში: https://nbg.gov.ge/payment-system/providers 

მომხმარებელთა დახმარება

InexPay-ს მხარდაჭერის გუნდი მომხმარებლებს მომსახურებას უწევს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. მომსახურების მიღება შესაძლებელია დისტანციურად ან InteliExpress-ის ნებისმიერ ფილიალში ადგილზე.

სანდო და ხელმისაწვდომი გზაა ფულის გასაგზავნად

რეალურ დროში განახლებადი კურსები, დაბალი ტარიფები და სწრაფი გადარიცხვები – InexPay წარმოადგენს საუკეთესო გამოსავალს ინდოელი ემიგრანტებისთვის.

შეგახსენებთ, რომ InexPay-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე.