უზბეკეთში საბანკო გადარიცხვები ხშირად დაკავშირებულია შეზღუდვებთან, მაღალ საკომისიოებთან და ხანგრძლივ მოლოდინთან. InexPay გთავაზობთ ალტერნატივას, რომელიც დროისა და ფინანსების დაზოგვის ყველაზე ეფექტური გზაა.
რას გთავაზობთ InexPay ?
InexPay-ის აპლიკაციიდან შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად ფულის გადარიცხვა პირდაპირ უზბეკეთის ადგილობრივ საბანკო ბარათებზე – Humo და Uzcard, რომლებიც პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს აქვს.
რატომ არის ეს სერვისი განსაკუთრებული?
თანხის მომენტალური ასახვა – გადარიცხვის დასრულების შემდეგ თანხა რამდენიმე წუთი აისახება ანგარიშზე.
საკომისიო მხოლოდ 1% – დაბალი საკომისიო ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე.
Humo და Uzcard – უზბეკეთში ყველაზე გავრცელებულ ბარათებზე გადარიცხვის შესაძლებლობა.
როგორ გადავრიცხოთ თანხა უზბეკეთში?
გადარიცხვის შესასრულებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ:
- გადმოწერეთ InexPay-ს აპლიკაცია
- გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია ან შედით პირად ანგარიშზე
- აირჩიეთ “საბანკო გადარიცხვები” და მონიშნეთ ქვეყანა – უზბეკეთი
- შეიყვანეთ ადრესატის სახელი, გვარი და ბარათის ნომერი
- მიუთითეთ სასურველი თანხა და დაადასტურეთ ტრანზაქცია
თანხა დაუყოვნებლივ ჩაირიცხება მიმღების ანგარიშზე.
ვისთვის არის ეს სერვისი საინტერესო?
- ბიზნესებისთვის, რომლებიც ეწევიან იმპორტ ან ექსპორტს უზბეკეთიდან, მაგალითად, ყიდულობენ ან ყიდიან მანქანებს, საკვებს ან სხვა საქონელს და საჭიროებენ სწრაფ და საიმედო ფინანსურ ტრანზაქციებს.
- მათთვის, ვისაც ოჯახის წევრები ჰყავთ უზბეკეთში და რეგულარულად უგზავნიან თანხას.
- ფრილანსერებისთვის, რომლებიც მუშაობენ უზბეკეთის ბაზარზე და იღებენ გადახდებს საქართველოდან.
რატომ ავირჩიოთ InexPay?
InexPay მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად შეასრულოთ საერთაშორისო თუ ადგილობრივი გადარიცხვები, გადაცვალოთ ვალუტა საუკეთესო კურსით და გადაიხადოთ კომუნალური თუ სხვა გადახდები.