InexPay მარტივი ფინანსური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაგზავნოთ და გაანაღდოთ ფულადი გზავნილები, შეასრულოთ საბანკო და საბარათე გადარიცხვები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, დააკონვერტიროთ ვალუტა საუკეთესო კურსით და გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადასახადები.
დღეს გაგიზიარებთ 3 მარტივ მეთოდს InexPay-ს ბალანსის შესავსებად:
ინტელიექსპრესის ფილიალებში შევსება – ყოველგვარი საკომისიოს გარეშე
ინტელექსპრესის ფილიალებში თანხის შევსება ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული საშუალებაა მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ადგილზე ვიზიტს.
პროცესი მარტივია, პირველ რიგში, მოძებნეთ თქვენთვის სასურველი ფილიალი ბმულზე.
- მიბრძანდით ინტელექსპრესის ფილიალში
- წარადგინეთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- მიუთითეთ თქვენი InexPay-ს ანგარიშის ნომერი
- გადაიხადეთ თანხა, რომლის შეტანაც გსურთ
უპირატესობა: ეს მეთოდი სრულიად უფასოა და არ მოითხოვს დამატებით საკომისიოს.
ინტერნეტ ბანკით შევსება – სწრაფი და უფასო
თუ გაქვთ თიბისი ბანკის ან საქართველოს ბანკის ანგარიში, თქვენი InexPay-ს ბალანსის შევსება შეგიძლიათ მათი ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, საკომისიოს გარეშე.
- აპლიკაციაში აირჩიეთ ბალანსის შევსება და სასურველი ბანკი.
- დააკოპირეთ ლარის, დოლარის, ევროს ან ფუნტის ანგარიშის რეკვიზიტი.
- გახსენით BOG-ის ან TBC-ის აპლიკაცია და შეიყვანეთ დაკოპირებული რეკვიზიტები
- მიუთითეთ InexPay-ს აპლიკაციაში მითითებული ტრანზაქციის დანიშნულება, რათა თანხა დროულად აისახოს თქვენს ანგარიშზე და დაადასტურეთ.
უპირატესობები:
- ბალანსის შევსება ხდება მომენტალურად
- არანაირი საკომისიო – სერვისი სრულიად უფასოა
- შეგიძლიათ ოპერაცია შეასრულოთ 24/7-ზე, სახლიდან გაუსვლელად.
ბარათით შევსება – ნებისმიერი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით
InexPay-ს ბალანსის შევსება, ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის სადებეტო ან საკრედიტო ბარათით:
- შედით InexPay-ს მობილურ აპლიკაციაში
- აირჩიეთ ბარათით შევსება
- მიუთითეთ სასურველი თანხა
- დაამატეთ სასურველი ბარათი, შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები და დაადასტურეთ გადახდა.
გაითვალისწინეთ: ამ მეთოდით შევსებისას საკომისიო გადასახადი 1.5%-მდეა, რაც დამოკიდებულია ბარათის ტიპზე და ბანკზე.
რომელი მეთოდი აირჩიოთ?
თითოეულ მეთოდს თავისი უპირატესობები აქვს:
- თუ გირჩევნიათ ნაღდი ფულით ბალანსის შევსება – მიბრძანდით ფილიალში.
- თუ გსურთ სწრაფი და უფასო შევსება – გამოიყენეთ ინტერნეტ ბანკი (თიბისი ან საქართველოს ბანკი)
- თუ გსურთ მაქსიმალური მოხერხებულობა ნებისმიერი ბანკის ბარათით – გამოიყენეთ ბარათით შევსების მეთოდი.
ჩვენთან ბალანსის შევსება მარტივი და მოსახერხებელი პროცესია, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში კი ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც მზად არის დაგეხმაროთ.