InexPay არ არის უბრალოდ საგადახდო სისტემა – ეს მარტივი ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც გთავაზობთ მაქსიმალურ მოქნილობას, უსაფრთხოებასა და საუკეთესო პირობებს ფულადი ოპერაციების შესასრულებლად.
აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სერვისებით, რომელსაც საქართველოში სხვა ალტერნატივა არ აქვს, მართოთ თქვენი ფინანსები მარტივად, სწრაფად, დაბალი ხარჯებით და რაც მთავარია, სახლიდან გაუსვლელად.
განვიხილოთ სერვისები, რომელიც მხოლოდ InexPay-ში არის ხელმისაწვდომი:
ფულადი გზავნილები და საერთაშორისო გადარიცხვები
InexPay-ს აპლიკაციით ფულადი გზავნილების გაგზავნა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში შეგიძლიათ, საუკეთესო ტარიფით. ამასთანავე, აპლიკაციაში უკვე შესაძლებელია InteliExpress-ის გზავნილების განაღდება სახლიდან გაუსვლელად.
გარდა გზავნილებისა, საბარათე და საბანკო გადარიცხვების შესრულებაც შეგიძლიათ ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ყოველგვარი შუამავალი სისტემების გარეშე, რაც უზრუნველყოფს დაბალ ხარჯებს და მომენტალურ ტრანზაქციებს.
მხოლოდ InexPay-ში:
- თურქეთი – გადარიცხეთ თანხა საბანკო ანგარიშზე ყველაზე დაბალი ტარიფით.
- უკრაინა – გადარიცხეთ თანხა ბარათზე ან საბანკო ანგარიშზე მომენტალურად.
- მოლდოვა – განახორციელეთ სწრაფი და მარტივი საბანკო გადარიცხვები.
- სომხეთი – გადარიცხეთ თანხა ყველაზე დაბალი ტარიფით და გაანაღდეთ ნებისმიერ ბანკში.
- უზბეკეთი – HUMO და UZCARD ბარათებზე მომენტალური გადარიცხვები.
- აზიის ქვეყნები (ინდოეთი, პაკისტანი, ფილიპინები და სხვა) – უსწრაფესი და ყველაზე მომგებიანი ტარიფები.

ვალუტის გადაცვლა საუკეთესო პირობებით
მხოლოდ InexPay-ში შეძლებთ ვალუტის კონვერტაციას სახლიდან გაუსვლელად, საუკეთესო კურსით, შემდეგი მიმართულებებით:
InexPay-ში სრულად დისტანციურად შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია. პროცესი განსაკუთრებულად სწრაფი და მარტივია, თქვენი ანგარიში კი სულ რამდენიმე წუთში მზად იქნება გამოყენებისთვის. დაზოგავთ დროს და აღარ დაგჭირდებათ ფილიალში ვიზიტი და სხვა ბიუროკრატიული პროცესების გავლა.
ბალანსის შევსება და თანხის გატანა
გარდა გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურისა, InexPay გთავაზობთ მოსახერხებელ და ეფექტურ გზებს თქვენი ანგარიშის მართვისთვის.
ბალანსის შევსების 3 მეთოდით:
- ინტელიექსპრესის ფილიალებში – საკომისიოს გარეშე;
ფილიალების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე
- ინტერნეტ ბანკით შევსება;
თიბისისა და საქართველოს ბანკიდან ნებისმიერ ვალუტაში, სრულიად საკომისიოს გარეშე.
- ბარათით შევსება (საკომისიო 1.5%-მდე);
ნებისმიერი ბანკის სადებეტო ან საკრედიტო ბარათით.
თანხის გატანა – ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე საკომისიოს გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გაანაღდოთ თანხა მინიმალური დანაკარგებით, მაქსიმალურად სწრაფად.
რატომ უნდა აირჩიოთ InexPay?
პასუხი მარტივია – ჩვენთან ყველა ფინანსური ოპერაცია უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომია. გადმოწერეთ აპლიკაცია დღესვე და აღმოაჩინეთ ფინანსური ოპერაციების ახალი სტანდარტი!